Страницы

воскресенье, 6 января 2019 г.

Youtube მშობლებისთვის ბავშვის დაცვის ახალ ფუნქციებს რთავს



ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვების გართობის, შემეცნების, განათლების, შესაბამისად, განვითარების საქმეში. თუმცა, ინტერნეტი არასრულწლოვნებისათვის არასასურველ მასალასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები თუ სხვადასხვა ვებპლატფორმები მაქსიმალურად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, საკუთარ პროდუქტებში დაცვის სისტემებს ავითარებენ, რითაც ამცირებენ შეუსაბამო მასალასთან არასრულწლოვანთა წვდომის რისკებს.
Youtube-მა ორი ახალი დაცვის ფუნქცია აამუშავა.
  • მშობელი შედის შვილის პროფილში, ააქტიურებს ფუნქციას „დასაშვები კონტენტი“, რის შემდეგაც პატარა მომხმარებელს წვდომა ეზღუდება და შეუძლია მხოლოდ კონკრეტული არხებით სარგებლობა. მშობელს თავად შეუძლია „დასაშვები კონტენტის“ რედაქტირება (ახალი არხების დამატება).
აღნიშნული ფუნქცია ჯერ კიდევ აპრილში დაანონსდა, თუმცა მისი აქტივაცია დაგვიანდა. ამჯერად კი ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ის სისტემებისთვის, ხოლო iOS-ის ბაზაზე მოგვიანებით გააქტიურდება.
 მეორე ფუნქცია 8-12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი და დაშვების ორი დონე გააჩნია: „უმცროსებისთვის“ და „მოზარდებისთვის“. მაგალითად, თუ მშობელი ააქტიურებს დონეს „მოზარდებისთვის“.  მომხმარებელს წვდომა ექნება მხოლოდ ვიდეოთამაშებისა და მუსიკის სერვისთან, ხოლო „უმცროსების შემთხვევაში“ – კონტენტს თავად მშობელი განსაზღვრავს.
 ჯერჯერობით აღნიშნული სიახლე მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე დაინერგა, თუმცა, ვიდეოჰოსტინგი Youtube“ ნოვაციის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий