ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საინტერესო და სახალისო სამყაროა, რომელსაც,
თავის მხრივ, ახლავს ფარული საფრთხეები.
დაეთანხმეთ ამ გამონათქვამებს:
1. არ გავცემ ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა ჩემი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამუშაო ადგილი/ტელეფონის ნომრები, ჩემი სკოლის მისამართი და დასახელება ჩემი მშობლების ნებართვის გარეშე.
2. დაუყოვნებლივ ვაცნობებ მშობლებს თუკი გადავაწყდი ისეთ ინფორმაციას, რომელიც არაკომფორტულად მაგრძნობინებს თავს.
3. არაფრით არ დავთანხმდები ონლაინ გაცნობილ პიროვნებასთან შეხვედრას ჩემი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი ჩემი მშობლები შეხვედრის ნებას დამრთავენ, შეხვედრას დავნიშნავ ხალხმრავალ ადგილას და თან წავიყვან მშობელს.
4. არასდროს არ გავუგზავნი ონლაინ გაცნობილ პიროვნებას ჩემს სურათს ან რაიმე სხვა დოკუმენტს ჩემს მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
5. არ გავცემ პასუხს ისეთ მესიჯებს, რომლებიც თავს უხელხულად და არაკომფორტულად მაგრძნობინებს. ჩემი ბრალი არ იქნება თუკი ესეთი ტიპის მესიჯებს მივიღებ. ასეთი მესიჯების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვაცნობებ ჩემს მშობლებს.
6. გავესაუბრები მშობლებს და ერთად შევიმუშავებთ იმ წესებს, რომლებსაც გამოვიყენებ ინტერნეტში მუშაობის დროს და აგრეთვე მობილურის სარგებლობის დროსაც. ჩვენ შევთანხმდებით იმ დღეზე და დროზე თუ როდის შემეძლება ონლაინ ყოფნა და იმ საიტებზე რომლებსაც მოვინახულებ. ამ წესებს არ დავარღვევ მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
7. ჩემი მშობლების გარდა არავის გავუნდობ ჩემს პაროლებს (ჩემს საუკეთესო და უახლოეს მეგობარსაც კი).
8. ახალი პროგრამის გადმოწერამდე ან დაყენებამდე აუცილებლად ვკითხავ ნებართვას ჩემს მშობლებს. აგრეთვე ნებისმიერი ქცევის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემი ოჯახის კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რაიმე ზიანი მიაყენოს კომპიუტერს თუ მობილურ მოწყობილობას.
9. ვიქნები ინტერნეტის „მოწესრიგებული“ მომხმარებელი და არ ჩავიდენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც საზიანო იქნება სხვა მომხმარებლებისათვის. აგრეთვე არ ჩავიდენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
10. დავეხმარები ჩემს მშობლებს და ავუხსნი თუ როგორ უნდა გაერთონ ინტერნეტის მეშვეობით და ვასწავლი მათ ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებას. ეს რჩევები დაგეხმარება, უსაფრთხოდ გამოიყენო ინფორმაციული ინტერნეტ სივრცე!
ყოველთვის:

- იყავი ფრთხილი და იფიქრე, თუ ვის უგზავნი ფოტოს. შეიძლება ვინმემ შენი ფოტო არასწორი მიზნებისთვის ან ბოროტად გამოიყენოს.
- უთხარი შენს მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს, თუ ისეთ ინფორმაციას წააწყდები, რაც დისკომფორტს გიქმნის.
- დაეკითხე შენს მასწავლებელს ან მშობელს, სანამ რაიმე პროგრამას გადმოიწერ, დააინსტალირებ ან გააკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება დააზიანოს შენი კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის პირად ინფორმაციას.
- სოციალური ქსელის სწრაფ მესინჯერში (IM) დარეგისტრირებისას დააყენე ისეთი პარამეტრები, რომელიც შენს გვერდს "პირადს" გახდის.
- იყავი ონლაინსივრცის კარგი "მოქალაქე". არასდროს გააკეთო ისეთ რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს ან კანონსაწინააღმდეგო იქნება.
- დაეხმარე შენს მშობლებს, გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი შემეცნებისა და გართობის მიზნით. მიაწოდე მშობლებს ინფორმაცია ინტერნეტის, კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ.
- დაბლოკე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც არ გსურს საუბარი. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, ჰკითხე მასწავლებელს, მშობელს ან სანდო მეგობარს.
არასოდეს:
- გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას - ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.
- დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ "ინტერნეტმოძალადეების" ყურადღებას მიიპყრობს.
- უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ.
- არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა ("პაროლი") შენი მშობლების გარდა. მობილური ტელეფონები და ინტერნეტით დაშინება/მუქარა დღესდღეობით მობილური ტელეფონი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონით ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, ვიყენებთ კამერას, რადიოს, კომპიუტერს და სხვ. ეს საშუალებები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება მათი ბოროტი განზრახვით გამოყენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий