
ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ექიმები უკვე დაავადებად აღიარებენ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომლის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას. ინტერნეტ დამოკიდებულება მრავალი ფიზიკური დაავადების მაპროვოცირებელია – ხერხემლის გამრუდებით დაწყებული ტვინის მოქმედების დარღვევით დამთავრებული. ცნობილია, რომ იწვევს თავის ტკივილს და უძილობას.
უფრო საშიშია ფსიქოლოგიური აშლილობები. ინტერნეტ–დამოკიდებულება იწვევს აგრესიას, უჩვეულო განრისხებას და ფსიქოზს, ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მახინჯდება ფასეულობების სიტემა, ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ურჩევნიათ, ამიტომ სოციალურად დეზორიენტირებულნი ხდებიან. ცხოვრება მათთვის უაზრო ხდება.
გაჩნდა სატირული ნახატებიც, რომელიც დაგვაფიქრებს რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
საინტერესო ნახატებია, სიმართლეა ასახული
ОтветитьУдалить