საქართველოს ბაზარზე ახალი კლავიატურა „Hary - ჰარი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული ასოებით „გაწყობილ“ პროდუქტს სთავაზობს.
ამის შესახებ Bm.ge-ის კლავიატურის ერთ-ერთმა შემქმნელმა ალექსანდრე ანდღულაძემ განუცხადა.
კლავიატურის შექმნის იდეა პროფესიით არქიტექტორ სანდრო ანდღულაძეს რამდენიმე მეგობართან ერთად (გიორგი შარვაშიძე, ნატალია გაბისონია, ნინო გაბისოანია და სანგ ეუნ ლი), ერთი წლის წინ კოპენჰაგენში ყოფნისას გაუჩნდა.
მათ მთავარ მიზანს საზოგადოებაში ქართულად წერის პრაქტიკის გავრცელება და განვითარება წარმოადგენს.
„ახალი კლავიატურის წყალობით, ამიერიდან ლათინურ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ, არაბულ და სხვა კლავიატურებს ქართულიც შეემატება. ეს უკანასკნელი MES განლაგებაზეა აწყობილი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში MES layout გახდეს სტანდარტი, რაც ერთი სქემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Apple და Microsoft და სხვები, რომლებიც აწარმოებენ ლეპტოპებს, ქართული კლავიატურა სტანდარტად აღიქვან", - ამბობს ალექსანდრე ანდღულაძე.
მისი თქმით, პროდუქტი ჩინეთში მზადდება და შემდეგ მისი საქართველოში იმპორტი ხორციელდება.
საწყის ეტაპზე მწარმოებლებმა 1000 კლავიატურა შეუკვეთეს და ამ სტარტ-აპში ინვესტირება საკუთარი ფინანსებით განახორციელეს.
სანდრო ანდღულაძე bm.ge-ის უყვება, რომ პირველ ეტაპზე პროდუქტის შეძენა მომხმარებელს ონლაინ შეუძლია, თუმცა შემდგომში ისინი მაღაზიის გახსნას ან ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღაზიებისთვის პროდუქტის შეთავაზებას გეგმავენ.
ამ ეტაპზე პროდუქტის ფასი 38 ლარია, თუმცა კლავიატურის ტიპების განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, მწარმოებლებმა მომხმარებლებს სხვადასხვა საფასო კატეგორიები შესთავაზონ.
ალექსანდრე ანდღულაძის თქმით, ისინი სხვადასხვა - უსადენო, Gaming კლავიატურის შექმნას აპირებენ.
„ჩვენი მიზანია, რომ საწყის ეტაპზე მოვახდინოთ ჰარი - Hary - ის განვითარება, პროდუქტის ქართულ ბაზარზე გავრცელება და მომხმარებლისათვის სხვადასხვა სახის კლავიატურის შეთავაზება. გვსურს, რომ ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა და მოხდეს ჩვენი პროდუქციის საქართველოს მასშტაბით გავრცელება“, - აცხადებს ახალგაზრდა სტარტ-აპერი.
იმისთვის რომ ვბეჭდოთ ჰარის კლავიატურაზე კომბინაციების გარეშე აუცილებელია დავაყენოთ ქარუთლი MES განლაგება.
იმისთვის რომ ვბეჭდოთ ჰარის კლავიატურაზე კომბინაციების გარეშე აუცილებელია დავაყენოთ ქარუთლი MES განლაგება.
Комментариев нет:
Отправить комментарий