ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე პირველკლასელებმა გაიგეს, რომ ადამიანებმა მრავალი ტიპის კომპიუტერი შექმნეს სხვადასხვა მიზნისთვის. მათი ფორმები და ზომები ერთმანეთისგან განსხვავდება და ისინი მრავალფეროვანია. ასევე ვისაუბრეთ იმ საქმიანობებზე, რომლებშიც ისინი გვეხმარებიან. გამოვყავით ის საქმიანობები რომლისთვისაც კომპიუტერს უფრო ხშირად ვიყენებთ. შევჯერდით იმაზე რომ კომპიუტერს ძირითადად ვიყენებთ სწავლისა და თამაშისთვის.
პირველკლასელებს მიეცათ დავალება:
წარმოიდგინე ხარ კონსტრუქტორი და უნდა შექმნა შენი საოცნებო კომპიუტერი. ნამუშევრის წარმოადგენა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფორმატით მაკეტები, ნახატები, პლასტელინით გამოძერწილი...
წარმოგიდგენთ ჩემი პატარების საოცარ ნამუშევრებს:
Комментариев нет:
Отправить комментарий