Страницы

суббота, 15 мая 2021 г.

ჩემი საოცნებო უბანი - IIკლასი

II კლასი: პირობითი ნიშნების შემუშავება და მათი საშუალებით ინფორმაციის გადაცემა; პირობითი ნიშნების საშულებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება. 

მკვიდრი წარმოდგენები: 

·         პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

·         პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;

·         პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

კომპლექსური დავალების პირობა:

სათაური:  მოვაწყოთ საოცნებო უბანი 

პირობა: წარმოიდგინე ხართ შენი ქალაქის მერი და სურვილი გაქვს შენი ქალაქის უბნები ყველაზე ლამაზად და უსაფრთხოდ მოაწყო. საგანმანათლებლო თამაშის "ვსწავლობ თამაშით" გამოყენებით შექმენი შენი საოცნებო უბანი. პირობითი ნიშნების დახმარებით შექმენი შენი საოცნებო უბნისთვის სასარგებლო ციკლები. (შეგიძლიათ სასურველი სცენების რაოდენობა გამოიყენოთ)

·         შენ უნდა მოიფიქრო, როგორი გინდა, იყოს შენი მომავლის საოცნებო  უბანი, პირობითი ნიშნების ან ციკლების გამოყენებით. 

·         შევუქმნათ უბნის მაცხოვრებლებს მოძრაობის უსაფრთხო ციკლი საგზაო და გარემო ნიშნებისგან, რომლებიც მოაწესრიგებენ, უფრო საინტერესოსა და უსაფრთხოს გახდიან შენს უბანს; 






























Комментариев нет:

Отправить комментарий