გაკვეთილის გეგმა: „ჩემი პირველი რობოტი“
კლასი: მე-5
ხანგრძლივობა: 45 წუთი
მიზანი:
- მოსწავლეების შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
- რობოტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
- გუნდის მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
გაკვეთილის სტრუქტურა
I ნაწილი: მოსწავლეების ჩართვა (5-7 წუთი)
- მასწავლებლის მისალმება და გაკვეთილის მიზნის წარდგენა.
- „დღეს ვისაუბრებთ რობოტებზე და შექმნით საკუთარ იდეალურ რობოტს.“
- მოკლე საუბარი:
- რას ნიშნავს „რობოტი“?
- სად გვხვდებიან რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- რამდენიმე ცნობილი მაგალითის განხილვა (მტვერსასრუტი, Alexa, Tesla). ინფორმაცია ჰუმანოიდი რობოტი სოფიას შესახებ.
- როგორ ფიქრობ, რობოტების არსებობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას რამდენად უწყობს ხელს?
- ხომ არ ხედავ რაიმე საფრთხეს რობოტების არსებობაში? რას ფიქრობ, როგორ შეგვიძლია ავირიდოთ ეს საფრთხეები?
II ნაწილი: ახალი მასალის მიწოდება (10-15 წუთი)
- მთავარი ინფორმაცია:
- რა არის რობოტი? რატომ არის ელექტრული წრედი ყველა ელექტრომექანიზმისთვის მთავარი?
- რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს რობოტს?
- რობოტის ძირითადი კომპონენტები: სენსორები, ძრავები, პროგრამირება.
- მაგალითის განხილვა:
- მარტივი და გასაგები მაგალითი (მაგ., სათამაშო რობოტი).
- ვიდეო თუ სურათი, რომელიც თვალსაჩინოებას გააუმჯობესებს.
III ნაწილი: შემოქმედებითი დავალება (15-20 წუთი)
- დავალება:
- მოსწავლეებმა უნდა დახატონ და აღწერონ საკუთარი „პირველი რობოტი.“
- გაამახვილონ ყურადღება:
- რას გააკეთებს რობოტი?
- რა ფუნქციები ექნება?
- როგორ გამოიყენებენ მას?
- გუნდის მუშაობა (თუ კლასი დიდი ჯგუფია):
- მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და ერთობლივად ქმნიან რობოტის მოდელს.
IV ნაწილი: შედეგების წარდგენა და განხილვა (10 წუთი)
- თითოეული მოსწავლე/ჯგუფი წარადგენს საკუთარ იდეას.
- სხვა მოსწავლეები დასვამენ კითხვებს და განიხილავენ იდეას.
- მასწავლებელი დადებითად აფასებს და აჯამებს.
V ნაწილი: გაკვეთილის დასკვნა (3 წუთი)
- მოსწავლეების შექება აქტიურობისთვის.
- კითხვები:
- „როგორ წარმოიდგენთ, თქვენს რობოტს მომავალში?“
- სახალისო დავალება სახლში: "დახატეთ ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან შექმენი და წარმოადგინე რობოტი, განუსაზღვრე მიზანი".
Комментариев нет:
Отправить комментарий