კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი კომპიუტერების გარეშეც საინტერესოდ
მიმდინარეობს. დღეს ელექტრო ენერგიის არქონის გამო უჩვეულო რეჟიმში წარიმართა საგაკვეთილო პროცესი, თუმცა ყველა მოსწავლე თავისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეება იმუშავეს წყვილებში. პირობითი ნიშნების გამოყენებით მოსწავლეებმა დაწერეს პროგრამები თითოეული ნახაზის დასახატად. თითოეულმა წყვილმა ერთად შეარჩიეს ერთ-ერთი გამოსახულება მოცემული ნახაზებიდან. მათ განიხილეს ნახაზის შექმნის ალგორითმი. სიმბოლოების გამოყენებით გადააქციეს ალგორითმები პროგრამებად.
წარმოადგინეს სხვადასხვა ვარიანტებიც, რაც უფრო სახალისოს, საინტერესოს ხდიდა
მუშაობის პროცესს.
Страницы
- მთავარი
- მიზანი
- ჩემ შესახებ
- სტანდარტი, პროგრამა,თემატური გეგმები
- სახელმძღვანელოები
- შემაჯამებლები
- ვიდეო გაკვეთილები
- მოსწავლეთა ნამუშევრები
- გაკვეთილის გეგმები
- გაკვეთილები
- რესურსები
- პროექტები
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
- წრე ისტ-ში
- ჩემი სკოლა
- ბმულები
- სადამრიგებლო
- შეხვედრები კოლეგებთან
- გამოკითხვა
- ისტ-ის გამოყენება
- სასწავლო რესურსები
- ჩემი კვლევები
- მნიშვნელოვანი ბრძანებები
- წინსვლა
- ნიშნებისა და გაცდენები გამოთვლა
- Teams ის ინსტრუქციები
- კომპლექსური დავალებები ისტ-ში
- Scratch-ში შექმნილი ჩემი რესურსები
- არაფორმალური განათლება
- კურიკულუმები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში
среда, 15 ноября 2023 г.
პირობითი ნიშნების ენაზე დაწერილი პირველი დამოუკიდებელი პროგრამა
суббота, 11 ноября 2023 г.
დამაკავშირებელი სადენები
დავალება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს: "დაფიქრდი და მიუსადაგე, რომელი ტიპის სადენი სად უნდა შეაერთო?"
კომპიუტერის მექანიზმებს შორის ინფორმაცია მუდმივად „მოგზაურობს“. ინფორმაცია დენისა და ძაბვის დახმარებით გადაეცემა კომპიუტერში და მას სპეცილური გზები აქვს სამოძრაოდ, ჩვენ მათ დამაკავშირებელ სადენებს ვუწოდებთ.
ყველა სადენში გარკევეული ტიპის ინფორმაცია და დენი მოძრაობს. ყველას თავისებური ფორმა და, რაც მთავარია, დამაკავშირებელი თავები აქვთ ორივე მხრიდან. სწორედ დამაკავშირებელი თავებით უნდა გაარჩიონ ჩვენმა მესამე კლასელებმა ერთმანეთისგან სადენები.
პატარები კარგად გაერკვნენ სადენების სახეობებში და ისწავლეს მათი დახმარებით მოწყობილობების დაკავშირება. ვისაუბრეთ რა განსხვავება დენის მიმწოდებელ სადენებსა და ინფორმაციის გადამტან სადენებს შორის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
-
ბლოგზე გამოკითხვის შესაქმნელად ვასრულებთ შემდეგ მოქმედებებს: ჯერ შევდივართ ჩვენ ფოსტაზე და გადავდივართ დრაივში გამოკითხვის ფორმის შესაქმნელ...
-
ალბათ, ხშირად გქონიათ როცა დაკოპირებულ ტექსტს მიყვება წითელი ხაზები და ვერანაირად აქრობთ. ასეთ შემთხვევაში შევეცდები დაგეხმაროთ. დააკოპირე...
-
იტვირთება...
-
Word–ში ალბათ ხშირად გვჭირდება ფურცლების გადანომვრა, მაგრამ პირველ ფურცელს (თავფურცელს) ხშირად არ ნომრავენ. გვერდების დანომრვისას, სასურვ...
-
Paint არის ოპერაციულ სისტემა ვინდოუსში ჩაშენებული პროგრამა, რომელშიც შესაძლებელია უბრალო, ან რთული ნახატების შექმნა.ეს ნახატები შეს...
-
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - მე-2 კლასი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა- მე-3 კლასი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - მე-4 კლასი
-
1. "ციფრული სკოლა საქართველო" 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრიდან ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამ...
-
კლასი: IV მიმართულება: ისტ საათების რაოდენობა: 6 სამიზნე ცნება: ინფორმაცია 1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორ...
-
მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ პროექტი — კროსვორდების შექმნა სხვადასხვა სასწავლო საგნის თემებზე. სამუშაო პროცესში მოსწავლეებმა Wor...
-
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთ...




























































