სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
მე-4 კლასელებმა გააერთიანეს სხვადასხვა საგანში (მე და საზოგადოება,პედაგოგი ია კაშია, ინგლისური ენა, პედაგოგი მარიამ აბულაძე) ნასწავლი თემატიკა და წარმოადგინეს ნამუშევრები საკუთარი ოჯახის წინაპრების შესახებ, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ტექსტური რედაქტორის გამოყენებით მათ ციფრული სახე მისცეს.



































































