Страницы

среда, 3 мая 2017 г.

დინსტანციური სწავლება



დისტანციური სწავლება (E-learning) გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან." დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Bოსტონ Gაზეტტე განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს.

ისააკ პიტმანი

ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად  ოფიციალური  დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად:
დადებითი:
1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა - ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ.
2) მოქნილობა - არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ.
3) არჩევანი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია, რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა.
4) ღირებულება - ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯები.
5) მართვადი - სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.
6) ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია - მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
7) სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში ან სასწავლებელში.
უარყოფითი:
1) ლექტორთან პირისპირ შეხვედრა - თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა თქვენთვის არ არის.
2) აღქმა/რეპუტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობილი უნივერსიტეტი ქმნის ელექტრონულ პროგრამას, მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი ამ ტიპის სწავლების მიმართ.
3) მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს - თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის.
4) არანაირი სოციალური ინტერაქცია - მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.
5) დროის გაყვანა - თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება.
6) ნაკლები მხარდაჭერა - სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.
7) სტუდენტური ცხოვრება - ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს.
რა თქმა უნდა, ეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების არასრული ჩამონათვალია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა ამ სისტემის შესახებ. მნიშვნელოვანი დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ სწავლების ეს მეთოდი პატიმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ, როგორც იცით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უკვე შეუძლიათ, ახლა კი უმაღლესში სწავლის საშუალებაც მიეცემათ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ-ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. მათ ქალაქში გადაადგილების ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. დიდ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც დედაქალაქში ურჩევნიათ განათლების მიღება, მაგრამ გარკვეული, ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ასევე მათთვის ვინც მუშაობას სტუდენტობისას იწყებს, მათ აღარ დასჭირდებათ ლექციებისა და გამოცდების გაუთავებლად გაცდენა, ამის გამო საგნების ხელმეორედ აღება, სემესტრების დამატება, რაც თავის თავად დიდი ხარჯია და ხარისხზეც უარყოფითად აისახება. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, ამ ტიპის სწავლება შეიძლება ბევრმა "ბოროტად" გამოიყენოს, ეს იქნება გამართლებული საბაბი იმისთვის, რომ არ იარონ ლექციებზე. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, დაჩქარებული დასკვნების გაკეთებაც უაზრო იქნება, რადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. 

 წყარო: საგანმანათლებლო ბლოგი-http://mtm1984.wixsite.com/sophie/-1

понедельник, 1 мая 2017 г.

ინფორმაციული ტექნოლოგიები სწავლის გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის



როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგები ახალი თაობის აღზრდით, მათზე ზრუგანათლების მიცემით ქმნიან ქვეყნის მომავალს და მათი  წარმატება, წინსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული. სწრაფ, ტექნოლოგიებით მდიდარ, ცვალებად სამყაროში პედაგოგებს დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ პროფესიული ცოდნა თანამედროვე და ახალი ინფორმაციით იყოს გამდიდრებული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ახალი ეპოქის მოთხოვნებს, დავეუფლოთ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პროცესში. ბავშვების მსგავსად მასწავლებლებსაც გვიწევს სწავლა და ცოდნის გაღრმავება,

სწორედ რამდენიმე ასეთი სიახლის მაგალითზე მიმოვიხილოთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციები, რომელიც წარმოდგენილია საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით.


воскресенье, 30 апреля 2017 г.

ჩემი პატარები - I კლასიის მოსწავლეთა ნამუშევრები

თამუნა ხარაზიშვილი





თამუნა ხარაზიშვილი
თეკლა კალანდაძე


თეკლა ჭეიშვილი



კოტე ხარაიშვილი


ლაშა ლიპარტელიანი


მარიამ ბერიოსკინა


ნიკოლოზ მეყანწიშვილი


ნიკა ხმელიძე


ნინო ჩხენკელი


ანო გაბრიჭიძე


ანასტასია პაიკიძე


ანასტასია პაიკიძე


ანაჟელიკა ჯღამაძე
ბარბარე წიქორიძე


გიორგი ჩიმ აკაძე


მარიამ გოდუაძე



ლევან ბოჭორიშვილი


ლუკა კობახიძე


ლუკა ტალახაძე


მარიამ გოდუაძე

ნანო გაბრიჭიძე



ნიკოლოზ მეყანწიშვილი


ანასტასია იაკუშინა













თემატურ კალენდარული გეგმა ისტ-ში VI კლასი (II სემესტრი)

თემატურ კალენდარული გეგმა ისტ-ში
VI კლასი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნატალია თურქაძე    
2016-2017 სასწავლო წელი

II სემესტრი


№
თემა
თემატური ერთეული
საათი

თი
სასწავლო მიზანი/შედეგი
რესურსები
მეთოდები, სტრატეგიები
დრო
















3

















კომენტარები, შაბლონი, სქოლიო და სარჩევი. დოკუმენტების დაცვა
განვლილი მასალის განმეორება
2
ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.2, ის ტექნ. VI.3
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
18.01-21.01
3.7 ფორმების შექმნა
1
მოსწავლე შეისწავლის ელექტრონული ფორმების შექმნასა და მათი საშუალებით სხვადასხვა ანკეტის შევსებას. ის ტექნ. VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
25.01
3.8 პრაქტიკული სამუშაო ,,ანკეტა-კითხვარის შექმნა“
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი,
დამოუკიდებელი სამუშაო
28.01
3.9 შაბლონი
1
ციფრული მასალის შენახვის თავისებურებების გაცნობა. სხვადასხვა ფორმატის მქონე დოკუმენტთან მუშაობა. შაბლონის შექმნა. ის ტექნ. VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
01.01
3.10 როგორ დავიცვათ ინფორმაცია
1
რიგ შემთხვევაში ინფორმაციის დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება. ის ტექნ. VI.3
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
04.02
3.11 დიაგრამები MS Word 2007-ში
1
მოსწავლეები სწავლობენ დიაგრამის აგებას ტექსტურ რედაქტორში. ის ტექნ.VI.1; ის ტექნ.VI.3
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
08.02
3.12 პრაქტიკული სამუშაო ,,ტურნირი ,,მე მიყვარს სპორტი’’’’
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი,
დამოუკიდებელი სამუშაო
11.02
3.13 ობიექტის ჩასმა დოკუმენტში
1
მოსწავლეები ისწავლიან OLE Object-ის გამოყენებას ტექსტურ რედაქტორში. ის ტექნ.VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
15.02
3.14 ტექსტურ დოკუმენტში შესრულებული ყველა ფუნქციის გამეორება და შეჯამება
1
მოსწავლეები აფასებენ ციფრული საშვალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტების, პროცესების გამოსახვისას. ის ტექნ.VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
საკლასო დისკუსია, დამოუკიდებლად მუშაობა
18.02

შემაჯამებელი დავალება N 3
განვლილი მასალის განმეორება
1
ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.3
კომპიუტერი
დამოუკიდებელი სამუშაო
22.02

















4

















ინტერნეტი და HTML. საკუთარი ვებ-გვერდის შექმნა
4.1ინტერნეტი და HTML ენა
1
ენის სტრუქტურისა და ტეგების გაცნობა, პირველი ვებ-გვერდის შექმნა.ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
25.02
4.2 ტექსტის დაფორმატება HTML ენაში
1
ტექსტის დაფორმატება HTML ენაის გამოყენებით, სათაურის, აბზაცის, ცარიელი სტრიქონის დამატების, ჰორიზონტალური ხაზის შესაქმნელი ტეგის გაცნობა. ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
29.02
4.3 სიები
1
ტექსტის დაფორმატება HTML ენის გამოყენებით, დანომრილი და მარკირებული სიის შექმნა და მათი ტეგების გამოყენება. ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
02.03
4.4 ტეგის ატრიბუტები
1
ტექსტის დაფორმატება HTML ენაში, ტექსტის გამუქებისა და დახრის  ტეგის გაცნობა, ტეგის ატრიბუტები და მათი დანიშნულება, შრიფტის ზომის, ტექსტის საზღვრების მიმართ გასწორების, ფერის ატრიბუტები.ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
07.03
4.5 სურათები და ცხრილები
1
ვეგ-გვერდის გაფორმება სურათებითა და ცხრილებით. სურათებისა და ცხრილების ტეგებისა და მათი ატრიბუტების გაცნობა. ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
10.03
4.6 პრაქტიკული სამუშაო ,,ჩემი სკოლა“

სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
დამოუკიდებელი სამუშაო
14.03
4.7 სიმბოლოთა ASCII და Unikode კოდირება
1
სიმბოლოების კოდირების სხვადასხვა სისტემის გაცნობა. ის ტექნ.VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
17.03
4.8 განმავითარებელი გაკვეთილი. ვებ გვერდიშ შექმნა ,, ჩემი უბანი“
1
ის ტექნ.VI.4
კომპიუტერი
დამოუკიდებელი სამუშაო
21.03

შემაჯამებელი დავალება N 4
განვლილი მასალის განმეორება
1
ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.3, ის ტექნ. VI.4
კომპიუტერი
დამოუკიდებელი სამუშაო
24.03







5







ელექტრონული ცხრილები MS Eqsel 2007
5.1 ელექტრონული ცხრილების WS Eqsel 2007 მასალის განმეორება
1
ელექტრონული ცხრილების WS Eqsel 2007 გახსენება. ელექტრონული ცხრილების WS Eqsel 2007 ელემენტები: დავთარი და ფურცელი, უჯრა და უჯრის მისამართი, სვეტებისა და სტრიქონების ჩამატება-ჩასმა, უჯრაში მონაცემთა შეტანა, რედაქტირება, ფორმულები და ფორმულების გავრცელება, დიაგრამები. ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.3
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
28.03
5.2 პრქქტიკული სამუშაო ,,ბეღურები“
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
31.03
5.3 პრაქტიკული სამუშაო ,,დიაგრამის აგება“
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
04.04
5.4 ფორმულები და მუდმივი უჯრა
1
მოსწავლეები გაეცნობიან რა არის მუდმივი უჯრა, როგორ შეიძლება უჯრის დაფიქსირება სხვა უჯრაში ფორმულის გავრცელებისას
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
07.04
5.5 პრაქტიკული სამუშაო
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი
დამოუკიდებლად მუშაობა
11.04
5.6 მონაცემთა ფორმატის განსაზღვრა
1
მონაცემთა სხვადასხვა ფორმატის გაცნობა, უჯრაში შეტანილი მონაცემის წარმოდგენისათვის შესაფერისი ფორმატის შერჩევა. დიდ ზომის ცხრილებში საჭირო მონაცემის სწრაფად მოძებნის და დაფორმატების გაცნობა. ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.3
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
14.04
5.7 პირობითი დაფორმატება
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
18.04
5.8 ფუნქციები ,,შეჯიბრი მხიარული სტარტები“
1
მოსწავლეები შეისწავლიან ელექტრონული ცხრილები MS Eqsel 2007 ფუნქციის გამოყენება რეალურ ამოცანების გადასაჭრელად.გაცნობა. ის ტექნ. VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
21.04
5.9 პრაქტიკული სამუშაო ,,სასწავლო ოლემპიადა“
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
25.04
5.10 პრაქტიკული სამუშაო ,,სასწავლო ოლემპიადა“
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
05.05
5.11 მაკროსები
1
მოსწავლეები ისწავლიან მაკროსების დანიშნულებას, მათ ჩაწერას და გამოყენებას პრაქტიკული სიტუაციიდან გამომდინარე ამოცანების გადასაჭრელად. გაცნობა. ის ტექნ. VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
16.05
5.12 MS Eqsel-ის დაცვა
1
ინფორმაციის დაცვის აუცილებლობის მნუშვნელობა რიგ შემთხვევაში და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობის გაცნობა. ის ტექნ. VI.1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
დისკუსია
19.05
5.13 მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება
1
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
23.05
განვლილი მასალის განმეორება
2
ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.2, ის ტექნ. VI.3, ის ტექნ. VI.4
სახელმძღვანელო
კომპიუტერი, პროექტორი
სწავლა-კეთებით
30.05-6.06

შემაჯამებელი დავალება N 5
განვლილი მასალის განმეორება
1
ის ტექნ. VI.1, ის ტექნ. VI.2, ის ტექნ. VI.3, ის ტექნ. VI.4
კომპიუტერი
დამოუკიდებელი სამუშაო
9.06