Страницы

понедельник, 29 мая 2023 г.

საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში

 მე და ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ თემაზე „უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში", "საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში“. თემის წარდგენისას დავინტერესდი მოსწავლეებიდან რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ე.წ. facebook-ზე და გაოცებული ვარ. მეორე კლასიდან დაწყებული მე-6 კლასის ჩათვლით თითქმის 85 %-ზე მეტია ამ სოც .ქსელში რეგისტრირებული. ეს ის ასაკია რომელთაც Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, ექაუნთის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია. ზოგიერთი მონაცემით, დღეს Facebook-ზე 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული.

ერთად შევიმუშაოთ წესები რათა დავიცვათ საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში.







































четверг, 26 января 2023 г.

ციკლების შექმნა

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცვნენ ციკლის არსს, მის მნიშვნელობასა და აგებას  პირობითი ნიშნების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს ჩვენთვის სასარგებლო ქმედებები. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება, სადაც გამოკვეთეს თუ რა საფრთხეებს უნდა აარიდოს თავი ჩვენმა გმირმა , რომ არ დააგვიანდეს სკოლაში.  დამოუკიდებელი მუშაობისას გამოიყენეს მოცემული პირობითი ნიშნები "მარიამის" სკოლაში ყოველდღე უსაფრთხოდ და დროულად მისვლის ციკლის შესაქმნელად, ჩასვეს მოცემულ ცხრილში  ამორჩეული სიმბოლოები და იმსჯელეს ციკლების გამეორების მიზანებსა და შედეგებზე. 
















четверг, 29 декабря 2022 г.

მეოთხე კლასელების გზავნილი საზოგადოებას "გეხვეწებით არ გამოიყენოთ პიროტექნიკა"

სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის გამოყენებას როგორც ადამიანებისთვის, 
ასევე ფრინველებისა და ცხოველებისთვის. საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება. საკითხის მჯელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა პიროტექნიკის გარეშეც შესაძლებელია. მათ შექმნეს პოსტერები და მოუწოდეს საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ გარემოს, არ გამოიყენონ საშიში ნივთიერებებისგან დამზადებული ფეიერვერკები და ახალ წელს შეხვდნენ პიროტექნიკის გარეშე.