Страницы

пятница, 31 октября 2025 г.

ოქტომბერი- კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე


ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, და ჩვენი სკოლაც აქტიურად შეუერთდა ამ კამპანიას.

💻 მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური აქტივობების ციკლი კიბერუსაფრთხოების თემაზე.
მოსწავლეებმა ისწავლეს:
🔹 როგორ უნდა შექმნან ძლიერი და დაცული პაროლი
🔹 როგორ ამოიცნონ ფიშინგი და ონლაინ თაღლითობა
🔹 რატომ არის საშიში პირადი ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტში
🔹 როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები და მოწყობილობები

🎨 აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა:

  • შექმნეს როგორც მატერიალური, ასევე ციფრული პოსტერები დევიზით — „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს!“
  •  მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „ციფრული დეტექტივები“
  • იმუშავეს ინტერაქტიულ ქვიზებზე, რათა შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ უსაფრთხო ონლაინ ქცევის პრინციპები
  •  ჩაერთვნენ დისკუსიაში თემაზე — „როგორ უნდა ვიქცეოდეთ სოციალურ სივრცეში“

 აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და კიბერცნობიერების ამაღლება.































среда, 25 июня 2025 г.

საერთაშორისო პროექტი „შემამჩნიე – Notice Me“

 ქალაქ ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო პროექტი „შემამჩნიე – Notice Me“.  

2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით ქუთაისის №36 საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში „შემამჩნიე – Notice Me“, რომელიც აერთიანებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 34 პარტნიორ სკოლას.

პროექტში ჩართულნი იყვნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე და ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ აბულაძე, V-VI კლასის მოსწავლეებთან ერთად.

პროექტის მთავარი მიზანი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში, თანატოლებთან თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ადაპტაციის უნარების განვითარება. პროექტი ასევე ხელს უწყობდა მოსწავლეების ციფრული უნარების გაძლიერებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი აქტივობა, რომელთა მიზანი იყო საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილება იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რასაც თანაგრძნობა და მხარდაჭერა იწვევს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების განათლებაში.

განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ პროექტის კოორდინატორების — ბელმა ბაინდირისა და რიმა კუპრეიშვილის გამორჩეულ საქმიანობას. ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდით პარტნიორი სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

პროექტის აქტივობები:

 მომზადების ეტაპი

  • მასწავლებელთა წარდგენა
  • სკოლის მონიშვნა რუკაზე
  • მასწავლებელთა რეგისტრაცია
  • მოსწავლეთა წარდგენა
  • მოსწავლის პრე-ტესტი
  • მასწავლებლის პრე-ტესტი
  • მშობლის თანხმობის შეგროვება

 შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებიდან:

  • ლოგოს ასატვირთი კონკურსი
  • ლოგოს კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და გამარჯვებული ლოგოს პრეზენტაცია
  • ქვეყნის, სკოლის და ქალაქის პრეზენტაცია
  • წიგნის შექმნა („გავაკეთე წიგნი“)
  • „Create story with AI“ – ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ამბავი
  • „შექმენით სიმღერა ხელოვნური ინტელექტით“
  • დედამიწის დღე – სურათი და პაზლი ხელოვნური ინტელექტით

 შემოქმედებითი და საახალწლო აქტივობები

  • თესლის დარგვა (ეკო-აქტივობა)
  • საახალწლო ბარათების გაგზავნა
  • Handmakes – ხელნაკეთი ნივთების შექმნა
  • პოსტერების კონკურსი
  • გაზეთის შექმნა პროექტზე

 სპეციალური საჭიროებების თემატური დღეები

  • 3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე
  • International Day of People with Disabilities
  • World Hearing Impaired Day
  • ბრაილის შრიფტით აქტივობა
  • დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
  • აუტიზმის საერთაშორისო დღე – 2 აპრილი

 განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა

  • International Reading Day
  • International Education Day
  • Safe Internet Day
  • Happy eTwinning Day

სპორტი და ინკლუზია

  • Para sports – პარასპორტული აქტივობები
  • The harmony of sports – სპორტისა და თანასწორობის გაერთიანება

 სამოქალაქო ჩართულობა და პრეზენტაცია

  • „Sightseeing in my city“ – ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნაობები
  • Event at my school – სკოლის ღონისძიება

 შეხვედრები და თანამშრომლობა

  • მასწავლებელთა შეხვედრა N1
  • მოსწავლეთა შეხვედრა
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი შეხვედრები
  • პარტნიორი სკოლების მასწავლებლებთან და კოორდინატორებთან ონლაინ-კომუნიკაცია