ჩემო ბარტყებო ვემზადებით ექსკურსიისთვის, ყველასათვის საყვარელ მწერლის სახლ-მუზეუმს უნდა ვეწვიოთ. იცით რაც უნდა მოამზადოთ, აქვე გთავაზობთ სლაიდ-შოუს ნოდარ დუმბაძის შესახებ. გვექნება ინტელექტუალური კითხვები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და მისი ნაწარმოებების ირგვლივ. აბა თქვენ იცით <3
მე-15 სლაიდში ნოდარ დუმბაძის ვიდეოკადრებია ჩასმული. იგი სინდისის ძარღვის გაწყვეტაზე საუბრობს: “ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე “იოლია” ძალიან ცხოვრება...
–ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვს და ნუ “გაიიოლებ” ცხოვრებასო…"
"ვცდილობ, რომ ნამუსის ეს შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს,” – ნოდარ დუმბაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий