სად ისმის გია ყანჩელი დღეს?ის ყველგან ისმის... ჩვენს ჯგუფშიც
ისმის... ჩვენს სულშიც და გონებაშიც... მისი მელოდია გამშვიდებს, გადაჰყავხარ ზღაპრულ
სამყაროში, სადაც სიმშვიდე, სიკეთე, ლამაზი ფერებია... სადაც მზე კაშკაშებს... სადაც
ყვითელი ფოთლებია, მაგრამ მაინც მშვიდი და იმედით სავსე ხარ ... მის მუსიკას ზეცაში
აჰყავხარ და გათავისუფლებს ყოველდღიური პრობლემებისგან, ხდები უფრო პატიოსანი და სუფთა,
უფრო მშვიდი და კეთილი...
გია ყანჩელის ხსოვნასა და მისი შემოქმედებისადმი პატივისცემას
მიეძღვნა სასწავლო პროექტი, რომელიც განახორციელა
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნატალია თურქაძის
ხელმძღვანელობით.
სამი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ თემის
ირგვლივ: მოიძიეს მასალები, მოუსმინეს გია
ყანჩელის მელოდიას, კიდევ ერთხელ ნახეს ფილმები მისი მუსიკის გაფორმებით, გაეცვნენ
ლიტერატურას, მის ბიოგრაფიას, სხვადასხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანების
მოსაზრებებს მისი შემოქმედების შესახებ.
ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა
შექმნა დიდი მაესტროს პორტრეტი, სადაც გამოხატა
მის მიმართ
სიყვარული და პატივისცემა.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა შეაჯამეს პროექტი და მოხდა
პრეზენტაციის წარდგენა, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს
გია ყანჩელის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე. სიყვარულით გავიხსენეთ ფილმები და
სპეტქაკლები მისი მუსიკის გაფორმებით. ვისაუბრეთ მისი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებზე. აღვნიშნეთ, თითოეული ქართველისთვის თუ როგორ საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებითა და ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილია მისი შემოქმედება.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს სიურპრიზად შესთავაზა ქვიზი სახელწოდებით: „შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის“, მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ მოსმენილი მუსიკის სახელწოდეები. აქტივობა წარმატებით განხორციელდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ „ის აქ არის“ და მისი მუსიკა ჭეშმარიტად გაუძლებს დროს.
დასასრულს მადლობა გადაგვიხადა სკოლის დირექციამ, გვისურვეს წარმატებები და გია ყანჩელის მთავარი სათქმელის გათავისება:"სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა."
Комментариев нет:
Отправить комментарий