Страницы

четверг, 2 апреля 2020 г.

მოსწავლეებმა Teams-ში ხმა რომ არ გაუთიშონ ერთმანეთს



ჩვენი ცელქი მოსწავლეები ინტერნეტ გაკვეთილების დროსაც ცდილობენ თავიანთი მოჭარბებული ენერგიის გამოვლენას. ზოგჯერ ისინი მეგობრებს ხმის ფუნქციასაც უთიშავენ. მათი ეს უწყინარი ხუმრობა რომ არ გახდეს გაურკვევლობის და დაძაბულობის მიზეზი ჯობია მასწავლებელმა თავიდანვე შეუზღუდოს მოსწავლეებს ესა თუ ის ფუნქციები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებისათვის ხმის გათიშვის ფუნქცის შეზღუდვაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
სხვა ვარიანტებს შორის განვიხილოთ ერთ-ერთი. 
როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს უნიშნავს შეხვედრას კალენდარით, რა თქმა უნდა მან უნდა შეავსოს ყველა ის ველი რაც აუცილებელია ამ შეხვედრისათვის და დაადასტუროს შენახვის ღილაკით. შემდეგ კალენდარი უნდა გახსნათ რედაქტირების რეჟიმით და მონიშნოთ ის ველები როგორც სურათზეა ნაჩვენები.
1-მიიტანეთ მაუსი მითითებულ ადგილზე და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე.
2-გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ Edit

3- გამოსულ ფანჯარაში დააკლიკეთ  Meeting Options (შეხვედრის პარამეტრები)


4- ახალ ფანჯარაში Everyone დააკლიკეთ და ჩამოიშლება მენიუ 




5- ამ ველში მოინიშნეთ Only me და დაადასტურეთ შენახვის ღილაკით, რომლის შემდეგაც მის გასწვრივ გაჩნდება თოლიის ნიშანი. 


შეხვედრის ჩატარებისას მოსწავლეებს აღარ ექნებათ პრეზენტატორის სტატუსი.  ისინი დამსწრის ფუნქციით იქნებიან, რაც აღარ მისცემთ მათ ცელქობის, ამ შემთხვევაში სხვებისთვის ხმის ფუნქციის შეზღუდვის საშუალებას.
გისურვებთ წარმატებებს. 


2 комментария: