ბავშვებს ვთხოვე თავისი ბედნიერება გადმოეცათ ნამუშევარში, რომელიც უნდა შეესრულებინათ Paint 3D- პროგრამის საშუალებით. შესწავლილი ინსტრუმენტების შემდეგ საბოლოო პროდუქტი შექმნეს. ისინიც განიცდიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ფიქრობენ, ოცნებობენ, აზროვნებენ და თავიანთ ემოციებს ნამუშევრებში გადმოცემენ. გასაოცარია მათი ნამუშევრების მრავალფეროვნება <3 თუმცა მაინც სჭარბობს ომის თემატიკა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს პატარები თავიანთ ბედნიერებას ომის დასრულებასთან აიგივებენ.
ბედნიერ, მშვიდობიან და თავისუფალ მსოფლიოში გეცხოვროთ!
Комментариев нет:
Отправить комментарий