"კოდის ერთი საათი" #HourOfCode და კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული
სახალისო, საინტერესო, საჭირო "კოდის ერთი საათი", რომლის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.
"Hour of Code"-ის მონაწილე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გადადგან პირველი წარმატებული ნაბიჯები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კოდინგის საოცარ სამყაროში, მიიღონ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები; გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება მეგობრებს.
პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და 21-ე საუკუნის უნარებს.
თამაშზე დაფუძნებული საერთაშორისო პლატფორმები კი მოსწავლეებს პროგრამირების კომპლექსური კონცეფციების მარტივად გააზრებაში ეხმარებათ
კოდის საათის გლობალური ღონისძიებები ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს.
"კოდის ერთი საათი" (Hour Of Code) გლობალური ღონისძიებაა და ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით #CSEdWeek
CodeMonkey Georgia
CodeMonkey-ი მარტივად აღსაქმელ, თამაშებზე დაფუძნებულ სწავლის მეთოდს სთავაზობს სკოლის ასაკის ბავშვებს და შესაბამისად, აძლევს შესაძლებლობას, ადვილად აუღონ ალღო პროგრამირების შესწავლას.
CodeMonkey-ის პროგრამა ბავშვებს არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ ანალიტიკურ, ლოგიკურ, კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებასაც უვითარებს. ბავშვები სწავლობენ როგორ შეხედონ პრობლემას სხვადასხვა კუთხით და როგორ გადაჭრან ის დამოუკიდებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий