Страницы

вторник, 25 сентября 2018 г.

5 ინოვაცია, რომელიც სამყაროს შეცვლის

სიაში „ხუთი ხუთში“ კომპანია აი-ბი-ემი ყოველწლიურად 5 საუკეთესო ტექნიკურ სიახლეს ასახელებს, რომელიც მომდევნო 5 წელიწადში დაინერგება
No media source currently available
0:063:070:53
 ბმული 
წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტზე ტანსაცმელს ყიდულობთ და ნაჭრის ფაქტურა გაინტერესებთ. სულ რაღაც 5 წელიწადში ისეთი ტექნოლოგია გვექნება, რომელიც მისი შეგრძნების სიმულაციას მობილურ ტელეფონზე შემოგვთავაზებს, ამბობს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი ბერნი მეიერსონი.

„კომპიუტერთან ადამიანის ურთიერთობის შეცვლაზეა საუბარი. ჩათვალეთ, რომ მას თავიდან გამოიგონებენ“- ამბობს ის. 

ეს ჭკვიანი მოწყობილობა დაიწყებს სამყაროს ხმების მოსმენას და იმ ხმების დამახსოვრებას და ამოცნობას, რომელიც უფრო გვაინტერესებს. მალე იმასაც გავიგებთ, თუ რატომ ტირის ახალშობილი.

„გავარკვევთ, შია მას, სტკივა, თუ უბრალოდ მარტო გრძნობს თავს. დღეს ეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ძალიან მალე შესაძლებელი გახდება“- აღნიშნავს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი და გვიხსნის, რომ ამოცნობა ხმის ტემბრის მეშვეობით მოხდება. 

უახლოეს მომავალში პერსონალური კომპიუტერი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობაა. ვიზუალურ მონაცემებს ისეთი პარამეტრები დაემატება, როგორიცაა მაგალითად ფერი. პროგრამა თქვენი ოჯახის წევრებს ამოცნობს და ფოტოებს დააფასოებს. სუნსაც კი შეიგრძნობს. როცა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დაგაცემინებთ, სენსორი თქვენი სუნთქვის ათასობით მოლეკულის ანალიზს გააკეთებს.

„განგაშს ატეხს, გეტყვის: შეიძლება ჯერ თავს ცუდად არ გრძნობ, მაგრამ ინფექცია გაქვს და სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე“- ამბობს ბერნი მეიერსონი.

„აი-ბი-ემის“ მეცნიერები ასევე მუშაობენ არომატების ამომცნობ პროგრამაზე, რომელიც მარტო რესტორნის შეფებს როდი დასჭირდებათ. პროდუქტის შემადგენლობა მოლეკულურ დონეზე გაიშიფრება, შემდეგ შეჯერდება კალორიებთან. ასე და ამგვარად, საკუთარი წონის გაკონტროლებასაც შევძლებთ.

„ის ისეთ საკვებს შეგირჩევთ, რომლის გემოც მოგწონთ და ამავე დროს თქვენს მიერ განსაზღვრულ ლიმიტებსაც დაიცავს: კალორიის, ქოლესტერინის, ცხიმის, ან შაქრის შემცველობის. ის იდეალურ ბალანსს დაიცავს ულუფის გემოს და შემადგენლობას შორის“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორის, მარკ მალუფის აზრით სიაში „ხუთი ხუთში“ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კომპიუტერული პროგრამების მოცულობაა: 

“აი-ბი-ემის სიაში, რომელიც მომდევნო 5 წლის 5 მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს გვაცნობს, ჩემი აზრით თვითონ სიახლეებზე უფრო მეტ გაოცებას ის იწვევს, თუ როგორ ხდება შემდეგ ამ ხედვის, სუნის, თუ სმენის ამომცნობი პროგრამების მცირე ზომის მობილურ ტელეფონებზე მორგება“. 

პროფესორის თქმით, ეს კომპიუტერული სიახლეები, რომელიც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკად გვეჩვენება, ძალიან მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

вторник, 10 апреля 2018 г.

ელექტრონული ჟურნალი


ელექტრონული ჟურნალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივად და შეცდომების გარეშე გამოვთვალოთ მოსწავლის შედეგები, როგორც გაცდენები  აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასება.

იხილეთ ექსელის ცხრილი https://drive.google.com/open?id=1kJyb4p03eoIGr0mZJDJCYKkLVtiQTBgn

среда, 31 января 2018 г.

среда, 13 декабря 2017 г.

გაკვეთილის თემა: ანიმაციები პროგრამა MS PowerPoint-ში

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2017 წლის 19 დეკემბერს  მე-6ა კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ანიმაციები პროგრამა
იხილეთ გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მიზანი იყო საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციის შესწავლა, საჭირო ობიექტების ადეკვატური გამოსახვის შესაძლებლობების გაცნობა.
მოსწავლეებმა გაიხსენებენ გავლილი მასალა, უპასუხეს კითხვებს, გაიხსენეს საოფისე პროგრამები, ისაუბრეს რა არის პრეზენტაცია, ეფექტური და საინტერესო  პრეზენტაციის შექმნისას რა უნდა გაითვალისწინონ...


პედაგოგმა გაკვეთილის თემა დაუკავშირა მულტიპლიკაციას. 
სიტყვა მულტიპლიკაცია ლათინური წარმოშობისაა (multiplicatio - გამრავლება) და იგი სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმნილი მოძრაობის ოპტიკურ ილუზიას ნიშნავს. 
ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო. სწორედ ამ თემაზე ძალზედ საინტერესო იყო მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეომასალა.



პედაგოგმა პროექტორის საშუალებით ახსნა  თუ როგორ უნდა მოხდეს რთული ანიმაციების გამოყენება ობიექტებზე. კერძოდ, ერთ ობიექტზე რამოდენიმე ანიმაციის დადება.



მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური დავალებები. მასწავლებელს ჰქონდა არჩეული მოთხრობა „სამი ხის ისტორია“, რომელიც დაყოფილი იყო პატარა ტექსტებად და ისინი მოთავსებული ჰქონდა  „ჯადოსნურ ყუთში“, საიდანაც მოსწავლეებმა აირჩიეს ერთი ნაწილი, რომლის მიხედვით  შექმნეს  შესაბამისი სლაიდი, სადაც გამოიყენეს სხვადასხვა ანიმაციები.




პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გაზიარების საქაღალდის გამოყენებით თავიანთი ნამუშევრები გაუზიარეს პედაგოგს, პროექტორის საშუალებით მათ  წარმოადგინეს და  ისაუბრეს თუ რა ანიმაციები გამოიყენეს მუშაობის პროცესში. 



იხილეთ გაკვეთილის სრული ფოტომასალა

გაკვეთილი  გამოვიდა საინტერესო, აქტიური, შრომატევადი. მასწავლებელი, მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება  კმაყოფილი დარჩა მუშა პროცესით. აღინიშნა ის, რომ მოსწავლეების შედეგით  მასწავლებელმა მიაღწია გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ შედეგს.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლაიდებით აიწყო ერთი მთლიანი პრეზენტაცია და მივიღეთ ძალიან საინტერესო რესურსი სახელწოდებით "სამი ხის ისტორია".



вторник, 5 декабря 2017 г.

გაკვეთილი ისტ-ში "ფაილი და საქაღალდე,მასთან დაკავშირებული მოქმედებები".

2017 წლის 28 ნოემბერს მე-5გ კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ფაილი და საქაღალდე, მასთან დაკავშირებული მოქმედებები“. 
ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად აღნიშნული საკითხი საინტერესო და აქტუალური იქნება ნებისმიერი პროფესიის დაუფლების მსურველთათვის. მოცემული თემის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სწავლების, ასევე დასაქმებისა დაყოველდღიური საქმიანობის პირობებში.


გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეს გაეცნობიერებინა 
მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის 
იერარქია (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე); დაეჯგუფებინა ფაილები საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეები ქვესაქაღალდეებად, გააზრებულად მიენიჭებინათ სახელწოდებები საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებისთვის, ლოგიკურად დაელაგებინათ ფაილები და საქაღალდეები მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით. 


მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი, იმუშავეს ხალისითა და მონდომებით, მოტივაცია იყო მაღალი.  
 მათ საუკეთესოდ შეძლეს საკითხის გაგება. 

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი.
პედაგოგის მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტიური სწავლა.