Страницы

четверг, 1 ноября 2018 г.

ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები 
საგანი/ პედაგოგი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ნატალია თურქაძე
სწავლების საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30       მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები
  • გაეცნობიან ინფორმაციის  არსსმის დანიშნულებას და გავრცელების საშუალებებს
  • დაეუფლებიან  კვლევის ციფრულ საშუალებებს კერძოდ,  ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზს და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბებას. 
  • შეძლებენ    სწორად და ეფექტურად გამოიყენონ საძიებო სისტემა google-ის შესაძლებლობები  საჭირო ინფორმაციის მოძიებისას და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები.
  • შეაფასებენ და იმსჯელებენ ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან, 
  •  აიმაღლებენ ცოდნას, გაეზრდებათ მოტივაცია.
  • შეეჩვევიან ინდივიდუალურ  მუშაობას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. 
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ისტ. V.4. შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს

·         მოსწავლე  დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)      
·         მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას  და ადგილს.      
·         მუშაობის პროცესში რეგულარულად შეინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: Save,  „Save As, Export ...)           
·         
ისტ. V.5.  მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და კვლევის პროცესში.
·         ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას გამოიყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეძლებს საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);          
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა.  ტექსტურ რედაქტორში Word - ში ინფორმაციის შეტანა, კოპირება, ჩასმა და შენახვა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კომპონენტებით:
1.      მოძიებული მასალის გადმოწერა  და შენახვა სასურველ ადგილზე.      
3.      ფაილის გაზიარება მასწავლებლის კომპიუტერთან  „Share-ის საქაღალდის გამოყენებით.     
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა:
ტექნიკური რესურსები:
30 კომპიუტერი,  პროექტორი, ინტერნეტი, A8  ფორმატის ქაღალდი, ფერადი წებოვანი ქაღალდები.
გაკვეთილის მსვლელობა
მისალმება, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის გაცნობა- 2 წთ.
გაკვეთილის ფაზა A-ფაზა-გამოწვევა:
აქტივობა 1  - “მოლოდინების ხე- 7 წთ.
გაკვეთილი  იწყება .. ,,მოლოდინების . მოსწავლეებს ვთხოვ კომპიუტერის დანიშნულებაზე და  მისი გამოყენების სფეროებზე თავიანთი აზრი ჩამოწერონ წებოვან ქაღალდზე, რომელსაც მიაკრავენ ,,მოლოდინების ხეს, ეს უკანასკნელი წინასწარ მომზადებულია მასწავლებლის მიერ A8  ფორმატის ქაღალდზე. მოსწავლეების ჩანაწერის გარჩევა მასწავლებლის კომენტარით (3 წთ)
აქტივობა-2
პრეზენტაციის ჩვენება-6  წუთი.
მოსწავლეებს ვუჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას სხვადასხვა ეპოქაში ინფორმაციის გადაცემის  ხერხებსა და საშუალებებზე. სლაიდის მიმდინარეობისას, პარალელურად ვსვამ კითხვებს: თქვენი აზრით ინფორმაციის რა ხერხს გამოიყენებდნენ  ამ დროს? მოსწავლეების პასუხების შემდეგ უკვე ვაწვდი ინფორმაციას ამ კონკრეტული ეპოქისათვის ინფორმაციის გადაცემის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე.

გაკვეთილის ფაზა B-  ცოდნის კონსტრუირება 
აქტივობა-3
მოსწავლეებს  პროექტორის გამოყენებით ვაცნობ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემას  Google-ეს და  დემონსტრირებას ვუკეთებ ინფორმაციის მოძიების ხერხებს. (მაგალითად, ინფორმაციას მოვიძიებს  ქუთაისის შესახებ).  -5 წთ.

 გაკვეთილის ფაზა  C -რეფლექსია
აქტივობა-4

მოსწავლემ ინტერნეტის,  Google-ის საშუალებით  უნდა მოიძიოს ინფორმაცია  თავისი შესაბამისი სურათით( მათ ინდივიდუალურად დაურიგდებათ  თუ რის შესახებ უნდა მოიძიონ ინფორმაცია), რომელსაც  შეინახავენ  სამუშაო  მაგიდაზე და  ფაილის გაზიარებას მოახდენენ მასწავლებლის კომპიუტერთან Share-ის საქაღალდის გამოყენებით -10 წთ.

გაკვეთილის  ბოლოს 10 წთ. ეთმობა პრეზენტაციას, მოსწავლეები წარმოადგენენ თავიაანთ ნამუშევრებს და ხდება მათი შეფასება.

შეფასება- 2 წთ.
 შევაფასებ , გამოვავლენ საუკეთესოს, მივცემ რჩევებს და კომენტარებს ყველა მოსწავლეს.


вторник, 30 октября 2018 г.

სასწავლო რესურსი -ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები

თემა: ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები
ელექტრონული მისამართი: https://teqnologiebi36.blogspot.com/2018/12/blog-post.html
სასწავლო  რესურსის შექმნა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ იგი. ასეთი რესურსი მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში, მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.

ემს მიერ  შექმნილი რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს შეესაბამება კერძოდ,
 ისტ. V.4. შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს

·         მოსწავლე  დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)
·         მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას  და ადგილს.
·         მუშაობის პროცესში რეგულარულად შეინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: Save,  „Save As, Export ...)
·         
ისტ. V.5.  მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და კვლევის პროცესში.
·         ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას გამოიყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეძლებს საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
ვინაიდან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არ გვაქვს სახელმძღვანელო საკითხის უკეთ გაგებისა და დაინტერესების მიზნით გადავწყვიტე აღნიშნული მასალის ირგვლივ მომემზადებინა პრეზენტაცია. გარდა ამისა თითქმის ყველა კლასში მყავს როგორც აუდიალები, ასევე ვიზუალები და კინესტეტიკური მოსწავლეები. ამიტომ ვფიქრობ აღნიშნული რესურსი საინტერესო იქნება თითქმის ყველა ტიპის მოსწავლისათვის.



суббота, 27 октября 2018 г.

ტვინის ვარჯიში ანუ ვმუშაობთ კროსვორდის შედგენაზე

მე-6 კლასის მოსწავლეებს მიეცათ დავალება შეედგინათ კროსვორდი ჩვენი საგნის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ირგვლივ. კროსვორდების შედგენა-შევსება ერთ-ერთია იმ აქტივობათაგანია, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ამ აქტივობის გამოყენება მნიშვნელოვნად აადვილიებს ინფორმაციის დახარისხება-კლასიფიცირებას, კითხვისა და უნარების გამომუშავებას, მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, თანამშრომლობა, ჩართულობა. იგი ამდიდრებს მასალას, ხელს უწყობს ცოდნის აქტუალიზაციას, შეჯამებას, გამტკიცებას, ყურადღების, მეხსიერებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. მომავალ გაკვეთილებზე ვგეგმავ მოსწავლეებს შევთავაზო Excel-ში კროსვორდის შედგენის ერთ-ერთი არც თუ ისე რთული ხერხი.