Страницы

суббота, 15 декабря 2018 г.

სამუშაოსთვის განწყობა პირველ კლასებში


"თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება" -ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა. ჩემმა  პატარა ღიმილაკებმა შეიქმნეს საზეიმო განწყობა და Paint-ში მუშაობის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახადეს.




განწყობის ფენომენი არის ერთგვარი შინაგანი მზაობა რაიმე კონკრეტული ქცევის განსახორციელებლად, რომლის დროსაც ხდება საჭირო უნარების მობილიზირება  და გააქტიურება, ასე ვთქვათ ფსიქიკის გადაწყობა, რათა ინდივიდმა განახორციელოს ესა თუ ის საჭირო ქცევა. აი, შედეგიც! ჩემმა პატარებმა ამაღლებული განწყობით Paint-ში შექმნეს ნამუშევრები ახალი წლის თემასთან დაკავშირებით და თავიანთი ნამუშევრებით მოხდენილად იპოზიორეს ფოტოაპარატის კამერის წინ . 


მოსწავლეთა წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც დადებითი განწყობა, ასევე პირადი ურთიერთობა. ჩვენ ვირჩევთ დადებით და მეგობრულ გარემოს. 
პირველ კლასში დავიწყეთ საახალწლო მზადება და გრაფიკულ რედაქტორ "Paint"-ში შევქმენით საახალწლო განწყობა. პატარებს ძალიან მოეწონათ სტიკერებით "მოხატვა" და თავიანთ ნამუშევრებთან ერთად ფოტოსესია <3 

მე-7 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის



📢 მათ, ვისაც ადრეული ასაკიდან უნდა კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლება  ინოვაციური განათლების აკადემია (iea.ge) გთვაზობთ უნიკალურ შანსს: 2019 წლის იანვარში სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას


ტრენინგზე 🎅🏂🎿❄️ ზამთრის ბანაკში;
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბლოგს

четверг, 13 декабря 2018 г.

ტექნოლოგიების ერა სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ


ტაივანურმა კომპანია Orwellian-მა მომხმარებელს ჭკვიანი სარკე – HiMirror Mini Premium წარუდგინა, რომელიც მაღალი ხარისხის კამერითა და LCD სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი.
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს პიგმენტაციის, კანის ლაქების, ხორკლიანობის, თვალებქვეშა სიშავის, ნაოჭების მდგომარეობას და კანის სხვა პრობლემებს, მომხმარებელს კი მისთვის საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს.


იმისათვის, რომ მომხმარებელმა არ მოიწყინოს, HiMirror Mini Premium-ს მუსიკის ჩართვაც შეუძლია, რისთვისაც Spotify-ს სერვისს უკავშირდება.


ტექნოლოგიას მომხმარებლის კანის მდგომარეობის მონაცემების შენახვა, მისი ცვლილების დინამიკის ანალიზი და მონიტორინგის შედეგების სოციალურ ქსელებში თუ სხვა ვებპლატფორმებზე გაზიარება შეუძლია.
HiMirror Mini Premium 259 ევრო ღირს.


вторник, 11 декабря 2018 г.

ტექნოლოგიური განვითარების სიახლეები

21-ე საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.

ბიზნეს ინსაიდერმა შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:
  1. ავტომობილები მძღოლების გარეშე
  2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები
  3. მფრინავი ტაქსები
  4. ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურვილისამებრ მოქმედებენ
  5. სახის იდენთიფიკაციის მქონე სმარტფონები.
წყარო: 
http://www.doctrina.ge/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91/

вторник, 27 ноября 2018 г.

კომპიუტერი და მისი მოწყობილობები

პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში. ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგვეხმარება, ჩვენ უნდა ვერკვეოდეთ ამ საკითხში. გარდა ამისა მოსწავლეები ვიზუალური მასალით უფრო ადვილად იმახსოვრებენ ამა თუ იმ მასალაც ვიდრე სხვა მეთოდით, ამიტომ გადავწყვიტე და შევქმენი წარმოდგენილი რესურსი, რომელიც კარგი თვალსაჩინოებაა, შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. 
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ იგი. ასეთი რესურსი მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში, მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.