Страницы

вторник, 25 сентября 2018 г.

5 ინოვაცია, რომელიც სამყაროს შეცვლის

სიაში „ხუთი ხუთში“ კომპანია აი-ბი-ემი ყოველწლიურად 5 საუკეთესო ტექნიკურ სიახლეს ასახელებს, რომელიც მომდევნო 5 წელიწადში დაინერგება
No media source currently available
0:063:070:53
 ბმული 
წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტზე ტანსაცმელს ყიდულობთ და ნაჭრის ფაქტურა გაინტერესებთ. სულ რაღაც 5 წელიწადში ისეთი ტექნოლოგია გვექნება, რომელიც მისი შეგრძნების სიმულაციას მობილურ ტელეფონზე შემოგვთავაზებს, ამბობს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი ბერნი მეიერსონი.

„კომპიუტერთან ადამიანის ურთიერთობის შეცვლაზეა საუბარი. ჩათვალეთ, რომ მას თავიდან გამოიგონებენ“- ამბობს ის. 

ეს ჭკვიანი მოწყობილობა დაიწყებს სამყაროს ხმების მოსმენას და იმ ხმების დამახსოვრებას და ამოცნობას, რომელიც უფრო გვაინტერესებს. მალე იმასაც გავიგებთ, თუ რატომ ტირის ახალშობილი.

„გავარკვევთ, შია მას, სტკივა, თუ უბრალოდ მარტო გრძნობს თავს. დღეს ეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ძალიან მალე შესაძლებელი გახდება“- აღნიშნავს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი და გვიხსნის, რომ ამოცნობა ხმის ტემბრის მეშვეობით მოხდება. 

უახლოეს მომავალში პერსონალური კომპიუტერი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობაა. ვიზუალურ მონაცემებს ისეთი პარამეტრები დაემატება, როგორიცაა მაგალითად ფერი. პროგრამა თქვენი ოჯახის წევრებს ამოცნობს და ფოტოებს დააფასოებს. სუნსაც კი შეიგრძნობს. როცა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დაგაცემინებთ, სენსორი თქვენი სუნთქვის ათასობით მოლეკულის ანალიზს გააკეთებს.

„განგაშს ატეხს, გეტყვის: შეიძლება ჯერ თავს ცუდად არ გრძნობ, მაგრამ ინფექცია გაქვს და სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე“- ამბობს ბერნი მეიერსონი.

„აი-ბი-ემის“ მეცნიერები ასევე მუშაობენ არომატების ამომცნობ პროგრამაზე, რომელიც მარტო რესტორნის შეფებს როდი დასჭირდებათ. პროდუქტის შემადგენლობა მოლეკულურ დონეზე გაიშიფრება, შემდეგ შეჯერდება კალორიებთან. ასე და ამგვარად, საკუთარი წონის გაკონტროლებასაც შევძლებთ.

„ის ისეთ საკვებს შეგირჩევთ, რომლის გემოც მოგწონთ და ამავე დროს თქვენს მიერ განსაზღვრულ ლიმიტებსაც დაიცავს: კალორიის, ქოლესტერინის, ცხიმის, ან შაქრის შემცველობის. ის იდეალურ ბალანსს დაიცავს ულუფის გემოს და შემადგენლობას შორის“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორის, მარკ მალუფის აზრით სიაში „ხუთი ხუთში“ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კომპიუტერული პროგრამების მოცულობაა: 

“აი-ბი-ემის სიაში, რომელიც მომდევნო 5 წლის 5 მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს გვაცნობს, ჩემი აზრით თვითონ სიახლეებზე უფრო მეტ გაოცებას ის იწვევს, თუ როგორ ხდება შემდეგ ამ ხედვის, სუნის, თუ სმენის ამომცნობი პროგრამების მცირე ზომის მობილურ ტელეფონებზე მორგება“. 

პროფესორის თქმით, ეს კომპიუტერული სიახლეები, რომელიც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკად გვეჩვენება, ძალიან მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

вторник, 10 апреля 2018 г.

ელექტრონული ჟურნალი


ელექტრონული ჟურნალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივად და შეცდომების გარეშე გამოვთვალოთ მოსწავლის შედეგები, როგორც გაცდენები  აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასება.

იხილეთ ექსელის ცხრილი https://drive.google.com/open?id=1kJyb4p03eoIGr0mZJDJCYKkLVtiQTBgn

среда, 31 января 2018 г.

среда, 13 декабря 2017 г.

გაკვეთილის თემა: ანიმაციები პროგრამა MS PowerPoint-ში

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2017 წლის 19 დეკემბერს  მე-6ა კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ანიმაციები პროგრამა
იხილეთ გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მიზანი იყო საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციის შესწავლა, საჭირო ობიექტების ადეკვატური გამოსახვის შესაძლებლობების გაცნობა.
მოსწავლეებმა გაიხსენებენ გავლილი მასალა, უპასუხეს კითხვებს, გაიხსენეს საოფისე პროგრამები, ისაუბრეს რა არის პრეზენტაცია, ეფექტური და საინტერესო  პრეზენტაციის შექმნისას რა უნდა გაითვალისწინონ...


პედაგოგმა გაკვეთილის თემა დაუკავშირა მულტიპლიკაციას. 
სიტყვა მულტიპლიკაცია ლათინური წარმოშობისაა (multiplicatio - გამრავლება) და იგი სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმნილი მოძრაობის ოპტიკურ ილუზიას ნიშნავს. 
ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო. სწორედ ამ თემაზე ძალზედ საინტერესო იყო მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეომასალა.



პედაგოგმა პროექტორის საშუალებით ახსნა  თუ როგორ უნდა მოხდეს რთული ანიმაციების გამოყენება ობიექტებზე. კერძოდ, ერთ ობიექტზე რამოდენიმე ანიმაციის დადება.



მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური დავალებები. მასწავლებელს ჰქონდა არჩეული მოთხრობა „სამი ხის ისტორია“, რომელიც დაყოფილი იყო პატარა ტექსტებად და ისინი მოთავსებული ჰქონდა  „ჯადოსნურ ყუთში“, საიდანაც მოსწავლეებმა აირჩიეს ერთი ნაწილი, რომლის მიხედვით  შექმნეს  შესაბამისი სლაიდი, სადაც გამოიყენეს სხვადასხვა ანიმაციები.




პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გაზიარების საქაღალდის გამოყენებით თავიანთი ნამუშევრები გაუზიარეს პედაგოგს, პროექტორის საშუალებით მათ  წარმოადგინეს და  ისაუბრეს თუ რა ანიმაციები გამოიყენეს მუშაობის პროცესში. 



იხილეთ გაკვეთილის სრული ფოტომასალა

გაკვეთილი  გამოვიდა საინტერესო, აქტიური, შრომატევადი. მასწავლებელი, მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება  კმაყოფილი დარჩა მუშა პროცესით. აღინიშნა ის, რომ მოსწავლეების შედეგით  მასწავლებელმა მიაღწია გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ შედეგს.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლაიდებით აიწყო ერთი მთლიანი პრეზენტაცია და მივიღეთ ძალიან საინტერესო რესურსი სახელწოდებით "სამი ხის ისტორია".



вторник, 5 декабря 2017 г.

გაკვეთილი ისტ-ში "ფაილი და საქაღალდე,მასთან დაკავშირებული მოქმედებები".

2017 წლის 28 ნოემბერს მე-5გ კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ფაილი და საქაღალდე, მასთან დაკავშირებული მოქმედებები“. 
ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად აღნიშნული საკითხი საინტერესო და აქტუალური იქნება ნებისმიერი პროფესიის დაუფლების მსურველთათვის. მოცემული თემის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სწავლების, ასევე დასაქმებისა დაყოველდღიური საქმიანობის პირობებში.


გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეს გაეცნობიერებინა 
მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის 
იერარქია (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე); დაეჯგუფებინა ფაილები საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეები ქვესაქაღალდეებად, გააზრებულად მიენიჭებინათ სახელწოდებები საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებისთვის, ლოგიკურად დაელაგებინათ ფაილები და საქაღალდეები მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით. 


მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი, იმუშავეს ხალისითა და მონდომებით, მოტივაცია იყო მაღალი.  
 მათ საუკეთესოდ შეძლეს საკითხის გაგება. 

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი.
პედაგოგის მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტიური სწავლა.

среда, 3 мая 2017 г.

დინსტანციური სწავლება



დისტანციური სწავლება (E-learning) გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან." დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Bოსტონ Gაზეტტე განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს.

ისააკ პიტმანი

ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად  ოფიციალური  დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად:
დადებითი:
1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა - ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ.
2) მოქნილობა - არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ.
3) არჩევანი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია, რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა.
4) ღირებულება - ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯები.
5) მართვადი - სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.
6) ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია - მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
7) სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში ან სასწავლებელში.
უარყოფითი:
1) ლექტორთან პირისპირ შეხვედრა - თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა თქვენთვის არ არის.
2) აღქმა/რეპუტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობილი უნივერსიტეტი ქმნის ელექტრონულ პროგრამას, მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი ამ ტიპის სწავლების მიმართ.
3) მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს - თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის.
4) არანაირი სოციალური ინტერაქცია - მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.
5) დროის გაყვანა - თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება.
6) ნაკლები მხარდაჭერა - სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.
7) სტუდენტური ცხოვრება - ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს.
რა თქმა უნდა, ეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების არასრული ჩამონათვალია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა ამ სისტემის შესახებ. მნიშვნელოვანი დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ სწავლების ეს მეთოდი პატიმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ, როგორც იცით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უკვე შეუძლიათ, ახლა კი უმაღლესში სწავლის საშუალებაც მიეცემათ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ-ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. მათ ქალაქში გადაადგილების ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. დიდ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც დედაქალაქში ურჩევნიათ განათლების მიღება, მაგრამ გარკვეული, ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ასევე მათთვის ვინც მუშაობას სტუდენტობისას იწყებს, მათ აღარ დასჭირდებათ ლექციებისა და გამოცდების გაუთავებლად გაცდენა, ამის გამო საგნების ხელმეორედ აღება, სემესტრების დამატება, რაც თავის თავად დიდი ხარჯია და ხარისხზეც უარყოფითად აისახება. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, ამ ტიპის სწავლება შეიძლება ბევრმა "ბოროტად" გამოიყენოს, ეს იქნება გამართლებული საბაბი იმისთვის, რომ არ იარონ ლექციებზე. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, დაჩქარებული დასკვნების გაკეთებაც უაზრო იქნება, რადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. 

 წყარო: საგანმანათლებლო ბლოგი-http://mtm1984.wixsite.com/sophie/-1

понедельник, 1 мая 2017 г.

ინფორმაციული ტექნოლოგიები სწავლის გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის



როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგები ახალი თაობის აღზრდით, მათზე ზრუგანათლების მიცემით ქმნიან ქვეყნის მომავალს და მათი  წარმატება, წინსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული. სწრაფ, ტექნოლოგიებით მდიდარ, ცვალებად სამყაროში პედაგოგებს დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ პროფესიული ცოდნა თანამედროვე და ახალი ინფორმაციით იყოს გამდიდრებული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ახალი ეპოქის მოთხოვნებს, დავეუფლოთ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პროცესში. ბავშვების მსგავსად მასწავლებლებსაც გვიწევს სწავლა და ცოდნის გაღრმავება,

სწორედ რამდენიმე ასეთი სიახლის მაგალითზე მიმოვიხილოთ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციები, რომელიც წარმოდგენილია საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით.