Страницы

суббота, 11 ноября 2023 г.

დამაკავშირებელი სადენები

დავალება სსიპ ქალაქ  ქუთაისის N17  საჯარო სკოლის მესამეკლასელებს: "დაფიქრდი და მიუსადაგე, რომელი ტიპის სადენი სად უნდა შეაერთო?"

კომპიუტერის მექანიზმებს შორის ინფორმაცია მუდმივად „მოგზაურობს“. ინფორმაცია დენისა და ძაბვის დახმარებით გადაეცემა კომპიუტერში და მას სპეცილური გზები აქვს სამოძრაოდ, ჩვენ მათ დამაკავშირებელ სადენებს ვუწოდებთ.

ყველა სადენში გარკევეული ტიპის ინფორმაცია და დენი მოძრაობს. ყველას თავისებური ფორმა და, რაც მთავარია, დამაკავშირებელი თავები აქვთ ორივე მხრიდან. სწორედ დამაკავშირებელი თავებით უნდა გაარჩიონ ჩვენმა მესამე კლასელებმა ერთმანეთისგან სადენები.

პატარები კარგად გაერკვნენ სადენების სახეობებში და ისწავლეს მათი დახმარებით მოწყობილობების დაკავშირება. ვისაუბრეთ რა განსხვავება დენის მიმწოდებელ სადენებსა და ინფორმაციის გადამტან სადენებს შორის.










































понедельник, 29 мая 2023 г.

საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში

 მე და ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ თემაზე „უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში", "საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში“. თემის წარდგენისას დავინტერესდი მოსწავლეებიდან რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ე.წ. facebook-ზე და გაოცებული ვარ. მეორე კლასიდან დაწყებული მე-6 კლასის ჩათვლით თითქმის 85 %-ზე მეტია ამ სოც .ქსელში რეგისტრირებული. ეს ის ასაკია რომელთაც Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, ექაუნთის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია. ზოგიერთი მონაცემით, დღეს Facebook-ზე 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული.

ერთად შევიმუშაოთ წესები რათა დავიცვათ საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში.