Страницы

четверг, 26 января 2023 г.

ციკლების შექმნა

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცვნენ ციკლის არსს, მის მნიშვნელობასა და აგებას  პირობითი ნიშნების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს ჩვენთვის სასარგებლო ქმედებები. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება, სადაც გამოკვეთეს თუ რა საფრთხეებს უნდა აარიდოს თავი ჩვენმა გმირმა , რომ არ დააგვიანდეს სკოლაში.  დამოუკიდებელი მუშაობისას გამოიყენეს მოცემული პირობითი ნიშნები "მარიამის" სკოლაში ყოველდღე უსაფრთხოდ და დროულად მისვლის ციკლის შესაქმნელად, ჩასვეს მოცემულ ცხრილში  ამორჩეული სიმბოლოები და იმსჯელეს ციკლების გამეორების მიზანებსა და შედეგებზე. 
















четверг, 29 декабря 2022 г.

მეოთხე კლასელების გზავნილი საზოგადოებას "გეხვეწებით არ გამოიყენოთ პიროტექნიკა"

სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის გამოყენებას როგორც ადამიანებისთვის, 
ასევე ფრინველებისა და ცხოველებისთვის. საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება. საკითხის მჯელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა პიროტექნიკის გარეშეც შესაძლებელია. მათ შექმნეს პოსტერები და მოუწოდეს საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ გარემოს, არ გამოიყენონ საშიში ნივთიერებებისგან დამზადებული ფეიერვერკები და ახალ წელს შეხვდნენ პიროტექნიკის გარეშე.







































пятница, 9 декабря 2022 г.



                                













 

კომპიუტერი და მისი შემადგენელი ნაწილები

ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ელექტრო ენერგიის არქონის გამო გადავწყვიტეთ გვემუშავა და შეგვესრულებინა დავალება ჩვენთ არსებული რესურსების გამოყენებით. დავალების პირობა ასეთი გახლდათ:  
  • შენ ალბათ ხშირად იყენებ კომპიუტერულ მოწყობილობებს სხვადასხვა დანიშნულებით: სამუშაოდ, საკომუნიკაციოდ, ინფორმაციის მოსაძიებლად და ეს ძალიან გიმარტივებს საქმეს და გიზოგავს დროს. ალბათ დაფიქრებულხარ კიდეც, როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში კომპიუტერული მოწყობილობები.
  • იფიქრე და წარმოიდგინე, როგორ სახეს მიიღებს მომავალში კომპიუტერი, რა შესაძლებლებები ექნება მას. დაგვიხატე და აღგვიწერე, როგორ იქნება ის მოწყობილი, რა ნაწილები ექნება, როგორ დაეხმარება ადამიანებს. გაგვიზიარე შენი ჩანაფიქრი და შთაბეჭდილებები.
  •   დავალების შესასრულებლად გამოიყენე შენთვის სასურველი რესურსები: ფერადი ფურცლები, პლასტილინი, ფერადი ფანქრები; დახატე ან გამოძერწე და შენი ნამუშევარი წარუდგინე კლასს.
  • შესარულებული დავალების პრეზენტაციისას ნათლად უნდა ჩანდეს რა ნაწილებისგან შედგება ეს მოწყობილობა.
     სსიპ ქლაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები 














მეორე გაკვეთილზე ჩვენი ნამუშევრები გავაციფრულეთ და უკვე სახატავ პროგრამა Paint 3D-ში ვიმუშავეთ.