ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტი ოკეანეს უკავია, სწორედ ამ შთამბეჭდავი მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი დიდი ნაწილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და საიდუმლოებებით მოცული რჩება.
თუმცა, მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნებისა, უკვე არსებობს უამრავი საინტერესო ფაქტი, რომელის შესახებაც, შეიძლება, ადამიანების უმრავლესობას არც კი სმენიათ. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ მეტი თვალუწვდენელ და იდუმალებით მოცულ წყლის სამყაროზე.
თუმცა, მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნებისა, უკვე არსებობს უამრავი საინტერესო ფაქტი, რომელის შესახებაც, შეიძლება, ადამიანების უმრავლესობას არც კი სმენიათ. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ მეტი თვალუწვდენელ და იდუმალებით მოცულ წყლის სამყაროზე.
1. ოკეანის უმეტეს ნაწილში ბნელა
ვინაიდან წყლის სიღრმეში მზის სხივების სინათლე მხოლოდ 200 მეტრით აღწევს, ოკეანის დანარჩენ, ანუ უმეტეს ნაწილში სიბნელეა. მეცნიერები ამას აფოტიკურ ზონას უწოდებენ.2. მეცნიერებისათვის ოკეანის დიდი ნაწილი ამოუცნობი რჩება
როგორც უკვე გითხარით, ოკეანეს დედამიწის 70% უკავია და მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუკვლეველია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოკეანის 95% მეცნიერებისათვის დიდი კითხვის ნიშნებითა და ბურუსით არის მოცული.3. ოკეანეს თქვენი დაჭმუჭნვა შეუძლია
რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ოკეანეში, მით უფრო მატულობს წყლის წნევა, რომელიც დაუნდობლად აწვება ორგანიზმს, საბოლოოდ კი ის თქვენს ორგანოებს გაანადგურებს და სიცოცხლეს გამოგასალმებთ. მართალია, ყვინთვისას კრიტიკული ზღვარი არ არის დადგენილი, მაგრამ მყვინთავები რომლები რისკავენ და ოკეანის ფსკერს მაქსიმალურად უახლოვდებიან, სისხლიანი ხველას და ფილტვების ტკივილის უჩივიან ხოლმე.4. ოკეანე ათასობით ბაქტერიის და ვირუსის სახლია
გაგიკვირდებათ და ოკეანეში იმაზე მეტი ვირუსი და ბაქტერია ცხოვრობს. სწორედ ამიტომ აქ ცურვისას ყოველთვის არის რისკი, რომ ნაპირზე ისეთი საშიში დაავადებებით დაბრუნდეთ, როგორიც არის კანის გამონაყარი, ჰეპატიტი და სტაფილოკოკური ინფექციები. დაავადების რისკს ისიც განაპირობებს თუ კონკრეტულად რომელი ქალაქის სანაპიროზე იმყოფებით.5. ოკეანეში 8 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავია
ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ოკეანეში ხვდება და დღეს, მასში ნაგვის რაოდენობა უკვე 8 მილიონ ტონას აღწევს.6. ოკეანის ენერგია
ჩვენ რომ ოკეანის კინეტიკური ენერგიის 0.1% ათვისება შეგვეძლოს, მსოფლიოს ხუთჯერ მეტი ელექტროენერგია ექნებოდა ვიდრე დღეს არის საჭირო.7. 20 მილიონი ტონა ოქრო
ოკეანის ფსკერზე 20 მილიონი ტონა ოქროს მარაგია, თუმცა ის პატარა და თითქმის უხილავ ნაწილაკებად არის გაბნეული.8. ოკეანეში დაკარგული ადამიანები
ოკეანეში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იკარგება, მათ შორის არის დაკარგული საკრუიზო ლაინერი, რომელიც 165 ადამიანთან ერთად კაცმა არ იცის სად გაუჩინარდა.9. მკვლელი მედუზები
ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყოველწლიურად მედუზები გაცილებით მეტი ადამიანს კლავენ, ვიდრე ოკეანის ნებისმიერი სხვა ბინადარი, მაგალითად ზვიგენი.10. ოკეანის ბინადართა უცნობი სახეობები
ყველა ფიქრობს, რომ წყალქვეშა სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, როგორი თევზი ან უცნაური წყალში მოლივლივე არსება არ გვინახავს, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო შოკის მომგვრელია. ოკეანის ბინადართა 85%-ზე მეტი, ადამიანებისათვის ჯერ კიდევ უცნობია. ერთი რამ კი ყველასთვის ცხადია რომ სამომავლოდ ოკეანე ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს.წყარო:https://sconnection.ge/index.php?newsid=11
Комментариев нет:
Отправить комментарий