ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მონაცემებია. პრაქტიკულად ყველა ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება, ორგანიზაციებთან კომუნიკაცია - პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. ორგანიზაციებში მუშავდება და თავს იყრის ჩვენი სახელები, პირადი ნომრები, საბანკო მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის, სამსახურის, შემოსავლების, ჯანმრთელობის შესახებ და სხვა. მართალია მონაცემების მიმოცვლა აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა ეს პროცესი შეიცავს საფრთხეებსაც და აუცილებელია წარიმართოს კანონიერად. ამ გვერდზე თავმოყრილი ინფორმაცია და ინსტრუმენტები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, გაიგონ ყველაფერი საკუთარ უფლებებზე და წარმატებით შეძლონ მათი დაცვა.
http://portal.personaldata.ge/anbani/-ზე წავასწყდი ძალიან საინტერესო მასალას თუ რა არის პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი და პირადი ნომერი ალბათ პირველია რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ ახსენდებათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია, ჩვენ კი გვინდა, რომ მოქალაქეები ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე ფლობნენ. პერსონალური მონაცემების ანბანი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს, შესაძლო საფრთხეებს და ცდილობს მარტივად აუხსნას ადამიანებს პერსონალური მონაცემების არსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий