Страницы

пятница, 23 апреля 2021 г.

ჩემი პერსონალური გამოფენა One Drive-ში- ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა, გაზიარება)

IV კლასი: ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა, გაზიარება).

   კომპლექსური დავალება N1

   სათაური:  გამოფენა One Drive-ში 

    პირობა: წარმოვიდგინოთ რომ გვინდა     გავაკეთოთ ონლაინ გამოფენა ტექნიკის   განვითარების ისტორიაზე, რომელსაც   წარმოადგენთ თქვენთვის სასურველი ფორმატით (მაკეტები, პრეზენტაციები, ბუკლეტები, ფლაერები)

მეგობრებთან ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ჩვენი კლასის რესურსების საცავი ღრუბლოვან სივრცეში, ავტვირთოთ ჩვენი რესურსები One Drive-ში და შევქმნათ ერთგვარი რესურსების ბანკი.

ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავე პროექტის შესაბამის თემაზე

I  ჯგუფი - “ინფორმაციის გადაცემის საშუალებები ძველად და ახლა.”

II ჯგუფი - „ინფორმაციის სახეები“

III ჯგუფი - “კომპიუტერის შექმნის ისტორია, ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები”

III ჯგუფი - “ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები”

 

საძიებო სისტემების დახმარებით, მოიძიეთ თქვენი თემის შესაბამისი ინფორმაცია.

პროექტზე  მუშაობისას დაგჭირდებათ ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, დახარისხება,  ღრუბლოვან საცავში ატვირთვა, ერთმანეთთან გაზიარება და მოძიებულ მასალაზე ერთობლივი მუშაობა. საბოლოოდ კი პრეზენტაციის სახით წარმოდგენა,  მოპოვებული რესურსების პედაგოგისთვის გაზიარება One Drive-ის სივრცეში

 

ნამუშევრის წარდგენისას:

ისაუბრე:

·         რა გაიგე ახალი ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპების შესახებ?

·         რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?

·         დაგეხმარა თუ არა სავარჯიშოები და მინიშნებები?

·         როგორ გამოიყენებ ამ გაკვეთილით  მიღებულ ცოდნას?

·         დაასახელე  რამდენიმე არგუმენტი, რატომაა საჭირო ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა მოსწავლისათვის?

·         რისგან დაგიცავს და რას გაგიადვილებს?

·         რატომაა მნიშვნელოვანი ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება?

·         რაში დამეხმარა ინფორმაციის განთავსება ღრუბლოვან სივრცეში?

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის

დავალების შესასრულებლად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

·         პირველ რიგში ჯგუფში გადაინაწილეთ დასამუშავებელი საკითხები;

·          მოიძიეთ ინტერნეტში, სხვადასხვა წყაროდან, თქვენი თემისთვის საინტერსო ინფორმაცია.

·         იმსჯელეთ, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა, დაიხვეწა და განვითარდა თქვენი თემის ირგვკლივ მოვლენები.

·         სანტერესო იქნება, მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი ვარაუდი თქვენი თემის სამომავლო განვითარების  შესახებ;

·         შეგროვებული ინფორმაცია დაახარისხეთ ჯგუფში (თემის ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს მასალის მიხედვით)

·         თქვენს ღრუბლოვან საცავში One Drive-ში შექმენით საპროექტო თემის ძირითადი საქაღალდე. მასში კი, გამოყავით სხვა ქვესაქაღალდეები, სადაც განათავსებთ თქვენს მიერ მოპოვებულ და დახარისხებულ მასალებს.

·         One Drive-ში შექმნილი საქაღალდე რედაქტირების (edit) რეჟიმში გაუზიარეთ ერთმანეთს.

·         გაეცანით ერთმანეთის ნამუშევარს, საჭიროების მიხედვით შეიტანეთ ცვლილებები, ანუ იმუშავთ ერთობლივად.

·         დასრულებული მასალა გაუზიარეთ პედაგოგს ნახვის რეჟიმში და წარმოადგინეთ კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით.

შეფასების კრიტერიუმი

  • საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობა;
  • სასურველი ინფორმაციის გაფილტვრა და დახარისხება;
  • ღრუბლოვან სივრცეში (One Drive) საქაღალდეებისა და ქვესაქაღალდეების სისტემის დამოუკიდებლად შექმნა;
  • ონლაინ რესურსის დამოუკიდებლად შექმნა, გაზიარება და უფლებების გაწერა (მაგ.: გაზიარებულ ფაილში სხვა მომხმარებლებისთვის ცვლილების შეტანის უფლების მინიჭება);





მასწავლებლის რეფლექსია: 

ვინაიდან მე-4 კლასში განხორციელდა აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს ასაკიდან გამომდინარე აღარ ახსოვდათ ელექტრონული ფოსტების ლოჯინები და პაროლები, ამიტომ  მომიწია ამ პაროლების აღდგენისთვის დროებითი პაროლების გამოთხოვა, თუმცა დავალების ძირითადი მიზნის მიღწევაში ამ დროებით პრობლემას ხელი არ შეშლია. ვიდრე მოსწავლეები ინფორმაციის მოძიება-დახარისხებაზე მუშაობდნენ ეს პრობლემაც მარტივად გადავწყვიტეთ. მაკეტების, პრეზენტაციებისა და ფალაერების წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებმა გააციფრულეს თავიანთი მოძიებული, დახარისხებული და დამუშავებული მასალა, ატვირთეს  One Drive-ში, გაუზიარეს ერთმანეთს და ჯგუფურად წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, სადაც თითოეულმა ისაუბრა თავისი დამუშავებული თემის ირგვლივ.















მუშაობის ამსახველი ფოტომასალა



ან ეწვიეთ ბმულს https://mediacom.iliauni.edu.ge/_kompdav/?p=857



четверг, 15 апреля 2021 г.

ციკლები - რომელი მოვლენები მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ნაწილობრივ ან მუდმივად

კომპიუტერული ტექნოლოგიები

კლასი III-

სამიზნე ცნება/ ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული ენა
ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
ქვეცნებები:

ციკლების გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში;

კომპლექსური დავალების პირობა:
დაადგინე შენი ყოველდღიური ცხოვრების ციკლები (განმეორებითი საქმიანობები), განსაზღვრე მიზნები და შექმენი ყოველკვირეული სამუშაო განრიგი, რომელიც დაგეხმარება მათ მიღწევაში.
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  •          ადამიანის საარსებო გარემოში და ბუნებაში განმეორებადი მოვლენების არსებობა;
  •          ციკლი მოვლენათა ერთობლიობაა, რომლებიც მუდმივად მეორდება. ციკლი მეორდება მანამ, ვიდრე რამე არ შეიცვლება. აუცილებელია იცოდე ციკლის/გამეორების მიზანი და შედეგი;
  •          მუდმივი ბუნებრივი ციკლებია დღისა და ღამის მონაცვლეობა, წელიწადის დროები, ფოთლებიანი მცენარეების ცვლილებები წლის განმავლობაში და ა.შ.;
  •          გავარჩიოთ ერთმანეთისგან მუდმივ და დროებით ციკლებში შემავალი მოვლენები და საქმიანობები;
  •          ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება;
  •          ცხოვრებაში არის მუდმივი მისაღწევი მიზნები რომელთა  მისაღწევად საჭიროა გარკვეული ქმედებების გამეორება;
  •          ცხოვრებაში  სასარგებლო ციკლების შექმნით ადამიანი სარგებელს იღებს.

უპასუხე შეკითხვებს:

  1.         რა გაიგე ახალი ციკლების შესახებ?
  2.          შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების მნიშვნელობების ამოკითხვა?
  3.       დაფიქრდი, რომელი მოვლენები მეორდება შენ ცხოვრებაში მუდმივად?
  4.          რა სიკეთეს ან სარგებელს მიიღებ ცხოვრებაში  ციკლების შექმნით?















четверг, 18 марта 2021 г.

პირობითი ნიშნები ჩვენ ირგვლივ

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

კლასი III

სამიზნე ცნება /ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
პირობითი ნიშნები:

  •  პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;
  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;
  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

ქვეცნებები:

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

კომპლექსური დავალების პირობა:
თქვენთვის სასურველი ფორმატით (ნახატი, პლასტელინით, მაკეტით და სხვა) შექმენი პირობითი ნიშნები რომლებიც ყველაზე ხშირად გხვდება ყოველდღიურობაში (შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენეული ვარიანტი შემოგვთავაზო)  შემდეგ კი გააცანი მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

უპასუხე შეკითხვებს:

  •          რა გაიგე ახალი ჩვენ ირგვლივ არსებული პირობითი ნიშნების შესახებ?
  •          შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების წაკითხვა და მათი გამოყენება?
  •          რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
  •          დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?
  •          როგორ გამოიყენებ პირობითი ნიშნების შესახებ ამ გაკვეთილით  მიღებულ ცოდნას?
  •          როგორ ფიქრობ, რატომაა საჭირო  ჩვენ ირგვლივ არსებული  პირობითი ნიშნების შესახებ  ცოდნა მოსწავლისათვის?
















среда, 3 марта 2021 г.

სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ძიება ინტერნეტში

საძიებო სისტემების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ როგორც ტექსტური ასევე ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა


среда, 13 января 2021 г.

ელექტრონული ჟურნალი

 აქ თავმოყრილია ყველა რესურსი რაც პედაგოგს დაეხმარება ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით.

ელექტრონული ჟურნალი



კიბერუსაფრთხოება

ტექნოლოგიების მიმართულებით https://el.ge/-ზე განთავსებულია საინტერესო რესურსები.

ეს რესურსები დაგვეხმარება კიდევ უფრო გავერკვეთ ტექნოლოგიების გამოყენებისას რა სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

კიბერუსაფრთხოება

მოცემული ანიმაციის მიზანია მოზარდს მიაწოდოს ინფორმაცია კიბერ ჰიგიენის შესახებ

ავტორები:ზაქრო კაპანაძე, თინათინ ებანოიძე, თეა მხეიძე, სტუდია "ველოსიპედი"






понедельник, 6 апреля 2020 г.

შეხვედრის ჩანიშვნა კალენდრით

ახალი შეხვედრის ჩასანიშნად უნდა შევიდეთ კალენდარში.
 ავირჩიოთ ის თარიღი რომელ დღესაც გგეგმავთ შეხვედრას. აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება დროზეც ანუ საათზე.  თარიღისა და საათის თანაკვეთაზე ვაწკაპებთ მაუსს.

გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც უნდა შევიყვანოთ ყველა მონაცემი რაც შეხვედრისთვის გვჭირდება. სავალდებულო შესავსები ველია
Add title -დაამატე სათაური
შეხვედრის თარიღისა და საათის კიდევ ერთხელ გადამოწმება
Add required attendees -დაამატე საჭირო დამსწრეები (საჭიროებისამებრ)
Add channel-არხის ანუ ჯგუფის დამატება



მივყვეთ ინსტრუქციას 


Add channel-არხის ანუ ჯგუფის დამატება. ამ ველში მაუსის დაწკაპებით ჩამოიშლება ჩვენი კლასები. უნდა დავაწკაპოთ იმ კლასზე რომელ კლასსაც ვუნიშნავ შეხვედრას. მის ქვემოთ გაჩნდება პატარა წარწერა General და მასზე კვლავ ვაწკაპებ მაუსს

  
არნიშნულ ველში ჩაჯდა ის კლასი რომელიც ავირჩიე 


ამის შემდეგ ველში ანუ ლოკაციის მითითება არ არის აუცილებელი და ვტოვებთ ცარიელს


ამ  ველიც შეგვიძლია არაფერი მიუთითოთ, თუმცა ამ ველში შეგვიძლია ჩავწეროთ კომენტარი , გავაკეთო ჩანაწერი თუ რა შეიძლება დაგვჭირდეს გაკვეთილისთვის. მაგალითად მივუთითო წინასწარ წასაკითხი მასალა,ან ლინკი მიუთითო დამატებითი მასალის სახით. ან თუნდაც სახელმძღვანელოდან კონკრეტული დავალები გვერდი. ანუ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.





















ყველა ველის შევსების შემდეგ გადავაკონტროლოთ ჩანაწერი და ბოლოს ვადასტურებთ Send ღილაკით


რამდენიმე წამში ჩვენი ჩანიშნული შეხვედრა აისახება კალენდარში და შესაბამისად ყველა მოსწავლესთან ვინც ამ კლასში გვყავს დამატებული შეხვედრის შესახებ მიუვათ შეტყობინების სახით.

ჩანიშნული გაკვეთილზე შევდივართ აღნიშნული კლაიდან და გამოჩნდება ასეთი ჩანაწერი, რომელზე დაწკაპებითაც ვუერტდებით შეხვედრას. 


გისურვებთ წარმატებებს. 

суббота, 4 апреля 2020 г.

როგორ მოვიქცეთ შეცდომით სხვა ჯგუფში თუ გამაწევრიანეს

თუ შემთხვევით ვინმემ შეცდომით დაგამატათ სხვა ჯგუფში რა თქმა უნდა ის ჯგუფი უნდა დატოვოთ. ამისათვის კი უნდა შევიდეთ  teams-ში  ჯგუფებში და იმ კონკრეტული ჯგუფთან (მაგ: მე-10 კლასი როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) სადაც სამი წერტილია დავაკლილოთ მაუსის მიმთითებელი.  ჩამოიშლება მენიუ 



სადაც ავირჩევთ Leave the team

მასზე დაკლიკებით გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც ისევ უნდა დაეთანხმოთ Leave the team (გუნდის დატოვება)

თქვენ ამ ჯგუფის წევრი აღარ იქნებით და იგი თქვენი ჯგუფების სიიდანაც გაქრება. 

четверг, 2 апреля 2020 г.

მოსწავლეებმა Teams-ში ხმა რომ არ გაუთიშონ ერთმანეთს



ჩვენი ცელქი მოსწავლეები ინტერნეტ გაკვეთილების დროსაც ცდილობენ თავიანთი მოჭარბებული ენერგიის გამოვლენას. ზოგჯერ ისინი მეგობრებს ხმის ფუნქციასაც უთიშავენ. მათი ეს უწყინარი ხუმრობა რომ არ გახდეს გაურკვევლობის და დაძაბულობის მიზეზი ჯობია მასწავლებელმა თავიდანვე შეუზღუდოს მოსწავლეებს ესა თუ ის ფუნქციები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებისათვის ხმის გათიშვის ფუნქცის შეზღუდვაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
სხვა ვარიანტებს შორის განვიხილოთ ერთ-ერთი. 
როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს უნიშნავს შეხვედრას კალენდარით, რა თქმა უნდა მან უნდა შეავსოს ყველა ის ველი რაც აუცილებელია ამ შეხვედრისათვის და დაადასტუროს შენახვის ღილაკით. შემდეგ კალენდარი უნდა გახსნათ რედაქტირების რეჟიმით და მონიშნოთ ის ველები როგორც სურათზეა ნაჩვენები.
1-მიიტანეთ მაუსი მითითებულ ადგილზე და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე.
2-გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ Edit

3- გამოსულ ფანჯარაში დააკლიკეთ  Meeting Options (შეხვედრის პარამეტრები)


4- ახალ ფანჯარაში Everyone დააკლიკეთ და ჩამოიშლება მენიუ 




5- ამ ველში მოინიშნეთ Only me და დაადასტურეთ შენახვის ღილაკით, რომლის შემდეგაც მის გასწვრივ გაჩნდება თოლიის ნიშანი. 


შეხვედრის ჩატარებისას მოსწავლეებს აღარ ექნებათ პრეზენტატორის სტატუსი.  ისინი დამსწრის ფუნქციით იქნებიან, რაც აღარ მისცემთ მათ ცელქობის, ამ შემთხვევაში სხვებისთვის ხმის ფუნქციის შეზღუდვის საშუალებას.
გისურვებთ წარმატებებს.