Страницы

пятница, 10 декабря 2021 г.

ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები

იხილეთ თემატური მატრიცა

 კლასი-6

 თემატური მატრიცა

მიმართულება:  ციფრული მოქალაქეობა

სამიზნე ცნება: ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა, პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები. 

1.  პირადი ანგარიში ინახავს მომხმარებლის პირად მონაცემებს;  

2.   როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ციფრულ სივრცეში აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა (სხვისი და საკუთარი უფლებების პატივისცემა);  

3. ციფრული სივრცის გამოყენებით შესაძლებელია სხვა ადამიანებთან ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთობა;

ქვეცნება: ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.

საკვანძო კითხვები:

  • ციფრულ  სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია?
  • საჭიროა თუ არა ვირტუალურ სივრცეში დავიცვათ ეთიკის ნორმები? რატომ?
  • რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის?
  • რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის? 
  • მიუთითე თუ არა ნამუშევარში წყარო?

კომპლექსური დავალების დასახელება: ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე

კომპლექსური დავალების პირობა: ვიზუალური პროგრამირების Scratch-ის გარემოში შექმენი თამაში ან ანიმაცია თანატოლებისათვის, სადაც გამოყენებული  და გამახვილებული გექნება ყურადღება ციფრული მოქალაქის ქცევის წესებსა და ნორმებზე (ინფორმაციული ეთიკის, ქსელური ეტიკეტის-ნეტიკეტის შესახებ) გააზიარე ნამუშევარი  და წარადგინე  კლასის წინაშე.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  • რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის 
  • ციფრულ სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია 
  • რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის




















пятница, 3 декабря 2021 г.

კომიქსები - ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება

კლასი -IV
მიმართულება:  ისტ
საათების რაოდენობა: 5
თემატური მატრიცა
 სამიზნე ცნება: ინფორმაცია     

1.          კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება; 

2.          როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფიორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში; 

3. ფაილები შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში. 

ქვეცნება:  ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება

საკვანძო კითხვები:

  • დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?
  • როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?
  • თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?
  • საჭიროების შემთხვევაში როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში ?
კომპლექსური დავალების დასახელება:  კომიქსის შექმნა.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  •         ტექსტის შრიფტი უნდა იყოს  შესრულებული Sylfaen-ში
  •        ტექსტის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები;
  •    კომიქსში სურათები შეგიძლია, მოძებნო საძიებო სისტემით, ან ჩასვა Insert, Online Picture ბრძანებათა თანმიმდევრობით.
  •        ნამუშევარზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო, სასურველია გამოიყენოთ clip art
  •        დასრულებული მასალა დაასათაურე, ფაილს მიუთითეთ  თქვენი სახელი და გვარი.
  •     ატვირთე დრაივზე ან  გაუზიარე პედაგოგს teams-ის საშუალებით.

იხილეთ სრულად  თემატური მატრიცა





























вторник, 30 ноября 2021 г.

ჩემი საოცნებო უბანი - პირობითი ნიშნები ჩვენ ირგვლივ

კლასი: II  
იხილე თემატური მატრიცა

მიმართულება:  კომპიუტერული ტექნოლოგიები 

·         სამიზნე ცნება: პირობითი ნიშნები

·         პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;
  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

ქვეცნება:

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

საკვანძო კითხვები:

·      რა პრინციპითაა შემუშავებული ნიშანთა სისტემა, რომელსაც იყენებთ ? 

·      რა ინფორმაციას გადმოსცემს თქვენ მიერ შექმნილი / შერჩეული პირობითი ნიშნები ? 

·      რომელი ბრძანებების შესრულებაა შესაძლებელი თქვენ მიერ შერჩეული პირობითი ნიშნებით ?

კომპლექსური დავალების დასახელება:  ჩემი საოცნებო უბანი 

კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე ხართ შენი ქალაქის მერი და სურვილი გაქვს შენი ქალაქის უბნები ყველაზე ლამაზად და უსაფრთხოდ მოაწყო. საგანმანათლებლო თამაშის "ვსწავლობ თამაშით" გამოყენებით შექმენი შენი საოცნებო უბანი. პირობითი ნიშნების დახმარებით შექმენი შენი საოცნებო უბნისთვის სასარგებლო ციკლები. (შეგიძლიათ სასურველი სცენების რაოდენობა გამოიყენოთ)

  • შენ უნდა მოიფიქრო, როგორი გინდა, იყოს შენი მომავლის საოცნებო  უბანი, პირობითი ნიშნების ან ციკლების გამოყენებით. 
  • შევუქმნათ უბნის მაცხოვრებლებს მოძრაობის უსაფრთხო ციკლი საგზაო და გარემო ნიშნებისგან, რომლებიც მოაწესრიგებენ, უფრო საინტერესოსა და უსაფრთხოს გახდიან შენს უბანს;
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:
  • შესრულებული დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: 
  • როგორ შეადგინეთ ნიშანთა სისტემა, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი; 
  • რომელი ბრძანებები უნდა შესრულდეს თქვენ მიერ შექმნილი პირობითი ნიშნების გამოყენებით.