Страницы

среда, 10 ноября 2021 г.

eTwinning და პროექტი "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული"

სსიპ ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული" ფარგლებში მორიგ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც საუბარი იყო ინტერნეტ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე. ვისაუბრეთ მათგან თავის დაღწევის გზებზე და თავდაცვის მექანიზმებზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება eTwinning-ის პლატფორმაზე, როელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩაერთონ. 

პროექტში "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული", რომლის მიზანია მოზარდების მედიაწიგნიერების ამაღლება, დეზინფორმაციის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. ერთობლივი მუშაობითა და გამოცდილების გაზიარებით ჩარატდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოსწავლეების  მედიაწიგნიერების, ელექტრონული უსაფრთხოების, კიბერბულინგის, ფიშინგის თემებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. 






среда, 3 ноября 2021 г.

eTwinning - პროექტი "ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - My Safe Cyberspace"

კიბერსივრცე არის ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით დაკავშირებული ციფრული ტექნოლოგიები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება გაამარტივა. ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ. თუმცა, ინფორმაციის ინერნეტში მოძიება/გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. გლობალური პანდემიის პირობებში კიბერსივრცე უფრო იმკვიდრებს პოზიციებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება ამიტომ, ახალგაზრდების უსაფრთხოებისთვის მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.  

 eTwinning- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელიც ქართველ დ აევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 

აღნიშნული პორტალის მეშვეობით ჩენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა (ნატალია თურქაძე) ახორციელებს პროექტს ზემოთ აღნიშნული თემის გათვალისწინებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი მოსწავლისათვის. 

Cyberspace is a digital technology connected to each other via the Internet. Technological progress has made our lives easier. We will find any information quickly. However, finding and exchanging information on the Internet is accompanied by cyber threats that pose a risk to your device and the personal information. In the context of the global pandemic, cyberspace is gaining ground. Informing young people about their safety is very important


მოსწავლეებმა ისაუბრეს და გამოკვეთეს წესები, რომლის დაცვით და მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენით შეძლებენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას.
წესები ასე ჩამოაყალიბეს:

1. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად
ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.













пятница, 2 июля 2021 г.

საინფორმაციო პოსტერის შექმნა- ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება

 კლასი: IV

მიმართულება:  ისტ

საათების რაოდენობა: 6

სამიზნე ცნება: ინფორმაცია

1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;

2. როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;

ფაილები შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში. 


საკვანძო კითხვები:

●  დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?

●  როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?

●  თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?

●  საჭიროების შემთხვევაში როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში ?

კომპლექსური დავალების დასახელება:  საინფორმაციო  პოსტერის შექმნა


კომპლექსური დავალების პირობა: თანაკლასელებთან ერთად მოამზადე  პოსტერი, სადაც თქვენი სკოლის მოსწავლეებს აუხსნით და უჩვენებთ, რა მნიშვნელობა აქვს მაკულატურის შეგროვებას, რას უწყობს ხელს და რატომაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობა?


შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

შენი მოვალეობაა პოსტერი იყოს გამართული როგორც ვიზუალურად ისე სტილისტურად და შეესაბამებოდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

·ტექსტის შრიფტი უნდა იყოს Unicode-ში კოდირებული Sylfaen-ი
·         ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს სათაურისა და ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომები: სათაურის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები,  ხოლო ძირითადი ტექსტის შრიფტი არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები
·         სათაურის შრიფტი უნდა იყოს გამუქებული (Bold), ცენტრირებული; ფერი სურვილისამებრ.
·         მოკლედ ახსენით და თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ პროექტის მთავარი აზრი
·         ინტერვალი სტრიქონებს შორის- 1.5;
·         პოსტერზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო (სურათების შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ. ისინი ზედმიწევნით უნდა ასახავდეს თქვენს მთავარ სათქმელს და კარგი ხარისხით  გამოირჩეოდეს.
·         F7 ღილაკით შეამოწმე მართლწერა;
·          წითელი ხაზები გააქრე (Set proofing language)
დასრულებული მასალა ატვირთე დრაივზე და გაუზიარე პედაგოგს

ნაბიჯის დასახელება (თემა): კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა


ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: გაეცანი კომპლექსურ დავალებას (იხ. კომპლექსური დავალება) და შევთანხმდეთ დავალების წარდგენის წესზე. დავალების შესასრულებლად დაგვჭირდება:

  1. გავიხსენოთ რა არის ინფორმაცია (იხილეთ დანართი)
  2.  ინფორმაციის რა სახეობები იცით და რომელი საშუალებებია შენთვის ნაცნობი?
  3.   რომელს იყენებ ყველაზე უფრო ხშირად? (იხილეთ დანართი)
  4.  რა არის ტექსტური რედაქტორები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შესწავლა. (იხილეთ განმარტება)
  5. MS Word-ის ფანჯრის ელემენტების გაცნობა (იხილეთ ელ. რესურსი )

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

ყველა კომპიუტერის ეკრანზე განთავსებულია ფაილის ტიპები (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო) თქვენ უნდა შექმნათ საქაღალდეები ფაილის ტიპების შესაბამისად, დაარქვათ შესაბამისი სახელები და გადაიტანოთ აღნიშნული ფაილები შესაბამის საქაღალდეებში.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: 

  • როგორი სახით შეიძლება ინფორმაციის წარმოდგენა? 
  • შეძელი თუ არა დავალებების შესრულება? 
  • რა მოგეწონა დავალების შესრულებისას  ყველაზე მეტად? 
  • რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
ნაბიჯი 2  ტექსტთან მუშაობა

ნაბიჯის დასახელება (თემა):  ტექსტთან მუშაობა Home ჩანართის გამოყენებით

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. ჩანართები, ჯგუფები, მმართველი ელემენტები, დიალოგური ფანჯრის ღილაკი (იხილეთ ელ. რესურსი )
  2. ტექსტთან მუშაობა Home ჩანართში გავეცნოთ ქართული შრიფტის თავისებურებებს (იხილეთ ელ. რესურსი )
  3. ტექსტის ზომის შეცვლა. გამუქება, დახრა, ხაზგასმა (იხილეთ ელ. რესურსი )
  4. ტექსტის ფერის შეცვლა ,დაფორმატების სხვადასხვა საშუალებები სიმბოლოებს შორის მანძილის  განსაზღვრა (იხილეთ ელ. რესურსი )

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

აკრიბეთ ტექსტი  მითითებების მიხედვით  (იხილეთ დანართი)

  1.         სათაურის შრიფტი 16, გამოიყენე გამუქება (Bold) და დახრა (Italic)
  2.          ხალხური  ხაზგასმა (Underline) შრიფტი-12
  3.          პირველ სტროფი აკრიბეთ ლურჯი ფერით
  4.          მეორე სტროფი წითელი ფერით
  5.          დანარჩენები ბოლო ორი სტრიქონი გამოყავი შავი ფერით. გამოიყენე გამუქება (Bold)
  6.          ნამუშევარი შეინახეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე  დაიხმარე ნიმუში

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: 

  • როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?
  • რა გაიგე ახალი ტექსტური რედაქტორისა და მასში მუშაობის შესახებ?
  • დავალების შესრულებისას რა სიძნელეებს წააწყდი?
  •   დაგეხმარა ელ. რესურეები და სავარჯიშოები?
ნაბიჯი 3  Home ჩანართის Paragraph ჯგუფის ელემენტების გაცნობა
 ნაბიჯის დასახელება (თემა): აბზაცების ფორმატირების ინსტრუმენტები

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. გავეცნოთ აბზაცების გასწორებას (იხილეთ ელ. რესურსი) და საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი
  2. გავეცნოთ ტექსტურ რედაქტორში ტექსტის სააბზაცო შეწევისთვის სახაზავის გამოყენებას. (იხილეთ ელ. რესურსი)
  3. სტრიქონებს შორის მანძილი (იხილეთ ელ. რესურსი)
  4. მართლწერის შემოწმება (იხილეთ ელ.რესურსი)

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

ტექსტურ რედაქტორში (Ms Word) დაარედაქტირეთ ან აკრიბეთ წინა გაკვეთილზე შესრულებული დავალება შემდეგი პირობის დაცვით:

  • დაიცავით აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები ისე, როგორც ტექსტშია წარმოდგენილი.
  • სათაურის გაფორმებისთვის დაიცავით შემდეგი წესები: ასოების ზომა: 22;
  • ასოების სტილი: მუქი (Bold); ტექსტის სწორება ცენტრში;
  • ძირითადი ტექსტის გაფორმებისთვის დაიცავით შემდეგი წესები: ასოების ზომა: 12; ასოებს შორის მანძილი გაზარდეთ 1.2 pt - ით;
  • სტრიქონებს შორის მანძილი 1.15
  • გამოიყენე სახაზავი და სტროფები განათავსე ნიმუშის მიხედვით.
  • მართლწერის შემოწე F7 ღილაკით
  • ნამუშევარი შეინახეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე.

იხილეთ ნიმუში

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • რა გაიგე ახალი ტექსტურ რედაქტორში (Ms Word) ტექსტის სწორების შესახებ? 
  • თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?
  • დაგეხმარათ თუ არა მინიშნებები და ელ. რესურსები დავალების შესრულებაში?
  • რა გაგიჭირდათ? რა გაგიადვილდათ?
ნაბიჯი 4  გრაფიკული შესაძლებლობები

ნაბიჯის დასახელება (თემა): სურათები ტექსტურ დოკუმენტში

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1.  Insert ჩანართის Illustrations -ჯგუფის გაცნობა (იხილეთ ელ. რესურსი)  
  2. როგორ ჩავსვა სურათი ტექსტურ დოკუმენტში (იხილეთ ელ. რესურსი) ან ეწვიე https://school.emis.ge/Computer-Science/Class-4/text-editor-10/15.html
  3. როგორ ჩავსვა ფიგურები  (იხილეთ ელ.რესურსი)

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

  1.  ინტერნეტში მოიძიე ფოტოები ეკოლოგიური პრობლემების კერძოდ ტყის მოვლა-პატრონობა-გაჩეხვაზე
  2.  გახსენი ვორდის დოკუმენტი და ჩასვი სასურველი ფოტო შენთვის სასურველი ხერხით.
  3. ფოტო დაარედაქტირე შენი სურვილისამებრ.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • თქვენი აზრით აადვილებს თუ არა ტექტსის აღქმას სურათები?
  • ნახატით, სურათით გადმოგიციათ თუ არა თქვენი აზრი?~
  • რა ხერხი გამოიყენე ტექტურ რედაქტორში სურათის ჩასასმელად?
ნაბიჯი 5 კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯის დასახელება (თემა): საინფორმაციო პოსტერის შექმნა:’შეაგროვე მაკულატურა-გადაარჩინე ტყე“

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. გავხსნათ ტექსტური რედაქტორი
  2. ტექსტის შრიფტი უნდა იყოს Unicode-ში კოდირებული Sylfaen-ი
  3.  ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს სათაურისა და ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომები: სათაურის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები,  ხოლო ძირითადი ტექსტის შრიფტი არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები
  4. სათაურის შრიფტი უნდა იყოს გამუქებული (Bold), ცენტრირებული; ფერი სურვილისამებრ.
  5.  მოკლედ ახსენით და თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ პროექტის მთავარი აზრი
  6. ინტერვალი სტრიქონებს შორის- 1.5;
  7. პოსტერზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო (სურათების შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ. ისინი ზედმიწევნით უნდა ასახავდეს თქვენს მთავარ სათქმელს და კარგი ხარისხით  გამოირჩეოდეს.
  8.  F7 ღილაკით შეამოწმე მართლწერა;
  9. წითელი ხაზები გააქრე (Set proofing language)
  10. დასრულებული მასალა ატვირთე დრაივზე და გაუზიარე პედაგოგს
ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება): ამ ეტაპზე ხდება კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია.
  • თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?








ნაბიჯი 6 კომპლექსურ დავალების პრეზენტაცია
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

● როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?

● თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?

● როგორ გადაიტანეთ თქვენი ფაილი დრაივზე?




შესრულებული ნამუშევრები ამოიბეჭდა და დაურიგდა სკოლის მოსწავლეებს

მიზანი: სკოლის სხვა კლასელების ჩართვა ე.წ. პროექტში  "შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე"






კომპლექსური დავალების სვეის საპრეზენტაციო ბმული

ან ეწვიეთ ბმულს https://mediacom.iliauni.edu.ge/_kompdav/?p=859



 



 












·