Страницы

понедельник, 5 февраля 2024 г.

„სანამ პიროტექნიკას იყიდი ჩვენს მოგვისმინე, იქნებ გადაიფიქრო“

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 ბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „სანამ პიროტექნიკას იყიდი ჩვენც მოგვისმინე, იქნებ გადაიფიქრო...’’ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ თუ რა საფრთხე ახლავს პიროტენიკის გამოყენებას, რა ზიანის მოტანა შეუძლია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის და ზოგადად ბუნებისთვის.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა ონლაინ კითხვარის საშუალებით, რომლის გაანალიზებისას დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები. მოსწავლეებმა საკითხზე სასაუბროდ მოიწვიეს ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ქალბატონი ციცინო თურქაძე. ლექცია საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ციცინომ ისაუბრა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, კერძოდ, პიროტექნიკის მავნებლობის საკითხზე. ისაუბრა ფეიერვერკის ქიმიურ შემადგენლობაზე და მისი გამოყენების შედეგად გარემოს სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებაზე.
ლექციის შემდეგ უფროსკლასელებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით დაამუშავეს თემა და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან. ისაუბრეს თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის...
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა:
 კვლევა ონლაინ კითხვარის საშუალებით;
 ლექცია ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის ჩართულობით;
 ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან;
 საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება"არა პიროტექნიკას";
 ნახატების კონკურსი "ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე".
ერთ-ერთია ნახატების კონკურსი თემაზე: "ახალი წელი პიროტენიკის გარეშე! რომლის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი იყო 35-მდე ნახატი. მოსწავლეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და პროექტის ხელმძღვანელიდან ფასიანი საჩუქრები.
29 იანვარს გაიმართა პროექტის დახურვა და განხორციელებული აქტივობების წარდგენა დამსწრე-საზოგადოებისთვის.

პროექტს ხელმძღვანელობას უწევდა კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი ნატალია თურქაძე

пятница, 15 декабря 2023 г.

"კოდის ერთი საათი"- ჩვენს სკოლაში

🤖 "კოდის ერთი საათი" #HourOfCode და კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული
💻🤖 სახალისო, საინტერესო, საჭირო "კოდის ერთი საათი", რომლის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.
🏆🦾 "კოდის ერთი საათის" ამოცანაა, მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ პროგრამირება/კოდინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელია, მიუხედავად ყოველგვარი წინარე ცოდნის და გამოცდილებისა
🎉 "Hour of Code"-ის მონაწილე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ გადადგან პირველი წარმატებული ნაბიჯები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კოდინგის საოცარ სამყაროში, მიიღონ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები; გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება მეგობრებს.
💎პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და 21-ე საუკუნის უნარებს.
თამაშზე დაფუძნებული საერთაშორისო პლატფორმები კი მოსწავლეებს პროგრამირების კომპლექსური კონცეფციების მარტივად გააზრებაში ეხმარებათ
🎯 კოდის საათის გლობალური ღონისძიებები ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს.
🥳"კოდის ერთი საათი" (Hour Of Code) გლობალური ღონისძიებაა და ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით #CSEdWeek
CodeMonkey Georgia

CodeMonkey-ი მარტივად აღსაქმელ, თამაშებზე დაფუძნებულ სწავლის მეთოდს სთავაზობს სკოლის ასაკის ბავშვებს და შესაბამისად, აძლევს შესაძლებლობას, ადვილად აუღონ ალღო პროგრამირების შესწავლას.
CodeMonkey-ის პროგრამა ბავშვებს არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ ანალიტიკურ, ლოგიკურ, კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებასაც უვითარებს. ბავშვები სწავლობენ როგორ შეხედონ პრობლემას სხვადასხვა კუთხით და როგორ გადაჭრან ის დამოუკიდებლად.














среда, 15 ноября 2023 г.

პირობითი ნიშნების ენაზე დაწერილი პირველი დამოუკიდებელი პროგრამა

კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი კომპიუტერების გარეშეც საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს ელექტრო ენერგიის არქონის გამო უჩვეულო რეჟიმში წარიმართა საგაკვეთილო პროცესი,  თუმცა ყველა მოსწავლე თავისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეება იმუშავეს წყვილებში. პირობითი ნიშნების გამოყენებით მოსწავლეებმა  დაწერეს პროგრამები თითოეული ნახაზის დასახატად. თითოეულმა წყვილმა ერთად შეარჩიეს ერთ-ერთი გამოსახულება მოცემული ნახაზებიდან. მათ განიხილეს  ნახაზის შექმნის ალგორითმი. სიმბოლოების გამოყენებით გადააქციეს ალგორითმები პროგრამებად. წარმოადგინეს სხვადასხვა ვარიანტებიც, რაც უფრო სახალისოს, საინტერესოს ხდიდა მუშაობის პროცესს.