Страницы

воскресенье, 30 апреля 2017 г.

რესურსი- კომპიუტერი და მისი მოწყობილობები




კომპიუტერი და მისი მოწყობილობები
პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში. ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგეხმარება, ჩვენ უნდა ვერკვეოდეთ ამ საკითხში.  გარდა ამისა მოსწავლეები ვიზუალური მასალით უფრო ადვილად იმახსოვრებენ ამა თუ იმ მასალაც ვიდრე სხვა მეთოდით, ამიტომ გადავწყვიტე და შევქმენი წარმოდგენილი რესურსი, რომელიც კარგი თვალსაჩინოებაა, შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. რესურსი შინაარსობრივად ჩამოვაყალიბე, თანმიმდევრობა დავიცავი, რათა ადვილად აღსაქმელი იყოს მოსწავლეებისათვის.
ემს მიერ  შექმნილი რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შეესაბამება კერძოდ,


I კლასში:
  ის.ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას.
·    სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირების მიზნით (მაუსი, კლავიატურა, მონიტორი);
·           ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად,  სწორად იყენებს ტერმინოლოგიას.

V კლასში:
    ის ტექნ. V. 1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
·           აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს

·           ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);

1 комментарий:

  1. მეც გამოვიყენებ ამ რესურსს, გმადლობთ

    ОтветитьУдалить