Страницы

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტექსტური რედაქტორი WordPad.





WordPad - Microsoft Word–ის გამარტივებული ვერსია ტექსტებთან სამუშაოდ









თემა: ტექსტური რედაქტორი WordPad. მენიუს მიმოხილვა, ფაილის შექმნა, რედაქტირება, ფორმატირება, ბეჭდვა, შენახვა, გახსნა.


Windows-ს სტანდარტული პროგრამა WordPad გამოიყენება მარტივი ტექსტური დოცუმენტის შესაქმნელად. შევასრულოთ ბრძანება Start Programs Accessories WordPad. ეკრანზე გამოვა ფანჯარა სათაურით Document – WordPad



WordPad-ის დოკუმენტის ფანჯარას გააჩნია Windows-ის სტანდარტული ფანჯრის ყველა ძირითადი ელემენტი, ამასთან, აქვს მთელი რიგი დამატებითი ელემენტებისა: სამუშაო არე, ინსტრუმენტების სტანდარტული პანელი, ფორმატირების პანელი, სახაზავი. WordPad-ის გახსნისას დოკუმენტის სამუშაო არეში მოჩანს მოციმციმე კურსორი | , რომელსაც უწოდებენ ჩასმის კურსორს. ჩასმის კურსორის პოზიციიდან იწყება კლავიატურიდან შეტანილი სიმბოლოების ბეჭდვა.

სამუშაო არის ძირითად ნაწილში მაუსის მაჩვენებელს აქვს I ფორმა, მაგრამ თუ მივიყვანთ მაუსს დოკუმენტის მარცხენა კიდეში, იგი მიიღებს ზევით და მარჯვნივ მიმართული ისრის ფორმას.

ტექსტი შეიძლება შეიცავდეს ინგლისურ სიმბოლოებს, ფიგურულ სიმბოლოებს, ქართულ სიმბოლოებს და სხვა. სიმბოლოების სტილის (ამბობენშრიფტის) არჩევა ხდება ფორმატირების პანელის  ჩამოშლადიმენიუდან. შრიფტის ზომის დაყენება კი -  მენიუდან.

ავირჩიოთ ქართული შრიფტი AcadMtavr , ზომა 12 და ავკრიფოთ წინადადება. მოვახდინოთ წინადადების კოპირება რამდენიმეჯერ. ამისათვის ტექსტი უნდა მოვნიშნოთ. საზოგადოდ, სანამ დოკუმენტის ნაწილზე მოვახდენთ რაიმე მოქმედებას (რედაქტირებას, ფორმატირებას, კოპირებას), იგი უნდა მოვნიშნოთ. მონიშვნა მაუსის საშუალებით ხდება სხვადასხვა ხერხით:


-   მივიყვანოთ მაუსის კურსორი მოსანიშნი ფრაგმენტის დასაწყისში, დავაჭიროთ Shift კლავიშს და დავაყენოთ მაუსის კურსორი ფრაგმენტის ბოლოს;

-   დავაყენოთ მაუსის კურსორი ფრაგმენტის დასაწყისში (ან ბოლოში), დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს და მის აუშვებლად გადავათრიოთ მაუსი საჭირო მიმართულებით;

-   მივიყვანოთ მაუსის კურსორი დოკუმენტის ფანჯრის მარცხენა კიდეში. კურსორი მიიღებს ზევით და მარჯვნივ მიმართული ისრის სახეს. ერთმაგი დაწკაპუნებით მოინიშნება ერთი სტრიქონი, ორმაგი დაწკაპუნებით - აბზაცი (ერთი Enter-იდან მეორე Enter-მდე ტექსტის ნაწილი), სამმაგი დაწკაპუნებით კი - მთლიანი ტექსტი.
წინადადების მონიშვნის შემდეგ შევასრულოთ ბრძანება Edit/Copy (ან Ctrl+C,Ctrl+Insert,  ), დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი საჭირო ადგილას და შევასრულოთ

ბრძანება Edit/Paste (ან Ctrl+V, Shift+Insert, ).

მოვახდინოთ     ტექსტის      ფორმატირება:            შევუცვალოთ       შრიფტს      ზომა,

გავამუქოთ წინადადება (დავაჭიროთ ღილაკს Bold), დავხაროთ იგი (ღილაკი Italic), გავხაზოთ (ღილაკიUnderline), შევცვალოთ ტექსტის ფერი (ღილაკი
Color ).

ღილაკების შემდეგი ჯგუფი გვაძლევს საშუალებას: გავასწოროთ ტექსტი მარცხენა კიდეზე (ღილაკი Align Left), მარჯვენა კიდეზე (ღილაკი Align Right) ან მოვახდინოთ ცენტრირება (ღილაკი  Center).ფორმატირების პანელის ღილაკიBullet Style გვეხმარება მონიშნული და სტრიქონებად დაყოფილი ტექსტის გარდაქმნაში ჩამონათვალის სახოთ.


ტექსტის ფრაგმენტის გადასატანად იგი უნდა მოვნიშნოთ, შევასრულოთ ბრძანება Edit/Cut (ან Ctrl+X, Shift+Delete, ), დავაყენოთ მაუსის კურსორი საჭირო ადგილას და შევასრულოთ ბრძანება Edit/Paste (ან Ctrl+V, Shift+Insert, ).

ტექსტის რედაქტირება ნიშნავს მასში ცვლილებების შეტანას. თუ გვსურს რომელიმე ფრაგმენტის მთლიანად შეცვლა, უნდა მოვნიშნოთ იგი და დავიწყოთ ახალი ტექსტის აკრეფა: კლავიატურის პირველივე ღილაკის დაჭერისას ძველი ფრაგმენტი იშლება.

თუ მაუსის კურსორს დავაყენებთ ტექსტზე და დავაწკაპუნებთ მაუსის მარცხენა ღილაკზე, ამ ადგილას მოხდება ჩასნის კურსორის დაყენება. კლავიშით Delete იშლება ჩასნის კურსორის მარჯვნივ მდგომი სიმბოლო, ხოლო კლავიშით Backspace ხდება ჩასნის კურსორის მარცხნივ მდგომი სიმბოლოს წაშლა.
ბოლო ბრძანების გაუქმება სრულდება ბრძანებით Edit/Undo (ან Ctrl+Z). WordPad-ის ახალი დოკუმენტის შექმნისათვის უნდა შევასრულოთ ბრძანებაFile/New (Ctrl+N) ან დავაჭიროთ ინსტრუმენტების პანელზეღილაკს. არსებული დოკუმენტის გახსნა შეიძლება File/Open (Ctrl+O) ბრძანების შესრულებით ან
ინსტრუმენტების პანელზეღილაკის დაჭერით. შექმნილი დოკუმენტის შენახვა პირველად სრულდება File/Save As ბრძანებით, ხოლო ხელახალი შენახვა დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შემდეგ - File/Save (Ctrl+S) ბრძანებით ან ინსტრუმენტების პანელზე ღილაკის საშუალებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий