Страницы

понедельник, 6 апреля 2020 г.

შეხვედრის ჩანიშვნა კალენდრით

ახალი შეხვედრის ჩასანიშნად უნდა შევიდეთ კალენდარში.
 ავირჩიოთ ის თარიღი რომელ დღესაც გგეგმავთ შეხვედრას. აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება დროზეც ანუ საათზე.  თარიღისა და საათის თანაკვეთაზე ვაწკაპებთ მაუსს.

გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც უნდა შევიყვანოთ ყველა მონაცემი რაც შეხვედრისთვის გვჭირდება. სავალდებულო შესავსები ველია
Add title -დაამატე სათაური
შეხვედრის თარიღისა და საათის კიდევ ერთხელ გადამოწმება
Add required attendees -დაამატე საჭირო დამსწრეები (საჭიროებისამებრ)
Add channel-არხის ანუ ჯგუფის დამატება



მივყვეთ ინსტრუქციას 


Add channel-არხის ანუ ჯგუფის დამატება. ამ ველში მაუსის დაწკაპებით ჩამოიშლება ჩვენი კლასები. უნდა დავაწკაპოთ იმ კლასზე რომელ კლასსაც ვუნიშნავ შეხვედრას. მის ქვემოთ გაჩნდება პატარა წარწერა General და მასზე კვლავ ვაწკაპებ მაუსს

  
არნიშნულ ველში ჩაჯდა ის კლასი რომელიც ავირჩიე 


ამის შემდეგ ველში ანუ ლოკაციის მითითება არ არის აუცილებელი და ვტოვებთ ცარიელს


ამ  ველიც შეგვიძლია არაფერი მიუთითოთ, თუმცა ამ ველში შეგვიძლია ჩავწეროთ კომენტარი , გავაკეთო ჩანაწერი თუ რა შეიძლება დაგვჭირდეს გაკვეთილისთვის. მაგალითად მივუთითო წინასწარ წასაკითხი მასალა,ან ლინკი მიუთითო დამატებითი მასალის სახით. ან თუნდაც სახელმძღვანელოდან კონკრეტული დავალები გვერდი. ანუ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.





















ყველა ველის შევსების შემდეგ გადავაკონტროლოთ ჩანაწერი და ბოლოს ვადასტურებთ Send ღილაკით


რამდენიმე წამში ჩვენი ჩანიშნული შეხვედრა აისახება კალენდარში და შესაბამისად ყველა მოსწავლესთან ვინც ამ კლასში გვყავს დამატებული შეხვედრის შესახებ მიუვათ შეტყობინების სახით.

ჩანიშნული გაკვეთილზე შევდივართ აღნიშნული კლაიდან და გამოჩნდება ასეთი ჩანაწერი, რომელზე დაწკაპებითაც ვუერტდებით შეხვედრას. 


გისურვებთ წარმატებებს. 

суббота, 4 апреля 2020 г.

როგორ მოვიქცეთ შეცდომით სხვა ჯგუფში თუ გამაწევრიანეს

თუ შემთხვევით ვინმემ შეცდომით დაგამატათ სხვა ჯგუფში რა თქმა უნდა ის ჯგუფი უნდა დატოვოთ. ამისათვის კი უნდა შევიდეთ  teams-ში  ჯგუფებში და იმ კონკრეტული ჯგუფთან (მაგ: მე-10 კლასი როგორც ფოტოზეა ნაჩვენები) სადაც სამი წერტილია დავაკლილოთ მაუსის მიმთითებელი.  ჩამოიშლება მენიუ 



სადაც ავირჩევთ Leave the team

მასზე დაკლიკებით გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც ისევ უნდა დაეთანხმოთ Leave the team (გუნდის დატოვება)

თქვენ ამ ჯგუფის წევრი აღარ იქნებით და იგი თქვენი ჯგუფების სიიდანაც გაქრება. 

четверг, 2 апреля 2020 г.

მოსწავლეებმა Teams-ში ხმა რომ არ გაუთიშონ ერთმანეთს



ჩვენი ცელქი მოსწავლეები ინტერნეტ გაკვეთილების დროსაც ცდილობენ თავიანთი მოჭარბებული ენერგიის გამოვლენას. ზოგჯერ ისინი მეგობრებს ხმის ფუნქციასაც უთიშავენ. მათი ეს უწყინარი ხუმრობა რომ არ გახდეს გაურკვევლობის და დაძაბულობის მიზეზი ჯობია მასწავლებელმა თავიდანვე შეუზღუდოს მოსწავლეებს ესა თუ ის ფუნქციები. კონკრეტულად ამ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებისათვის ხმის გათიშვის ფუნქცის შეზღუდვაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
სხვა ვარიანტებს შორის განვიხილოთ ერთ-ერთი. 
როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს უნიშნავს შეხვედრას კალენდარით, რა თქმა უნდა მან უნდა შეავსოს ყველა ის ველი რაც აუცილებელია ამ შეხვედრისათვის და დაადასტუროს შენახვის ღილაკით. შემდეგ კალენდარი უნდა გახსნათ რედაქტირების რეჟიმით და მონიშნოთ ის ველები როგორც სურათზეა ნაჩვენები.
1-მიიტანეთ მაუსი მითითებულ ადგილზე და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე.
2-გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ Edit

3- გამოსულ ფანჯარაში დააკლიკეთ  Meeting Options (შეხვედრის პარამეტრები)


4- ახალ ფანჯარაში Everyone დააკლიკეთ და ჩამოიშლება მენიუ 




5- ამ ველში მოინიშნეთ Only me და დაადასტურეთ შენახვის ღილაკით, რომლის შემდეგაც მის გასწვრივ გაჩნდება თოლიის ნიშანი. 


შეხვედრის ჩატარებისას მოსწავლეებს აღარ ექნებათ პრეზენტატორის სტატუსი.  ისინი დამსწრის ფუნქციით იქნებიან, რაც აღარ მისცემთ მათ ცელქობის, ამ შემთხვევაში სხვებისთვის ხმის ფუნქციის შეზღუდვის საშუალებას.
გისურვებთ წარმატებებს.