მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები
კლასი III
სამიზნე ცნება /ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
პირობითი ნიშნები:
- პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;
- პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;
- პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.
ქვეცნებები:
პირობითი ნიშნების
სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება
და გადაცემა.
კომპლექსური დავალების პირობა:
თქვენთვის სასურველი ფორმატით (ნახატი, პლასტელინით, მაკეტით და სხვა) შექმენი პირობითი ნიშნები რომლებიც ყველაზე ხშირად გხვდება ყოველდღიურობაში (შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენეული ვარიანტი შემოგვთავაზო) შემდეგ კი გააცანი მასწავლებელსა და თანაკლასელებს.უპასუხე შეკითხვებს:
- რა გაიგე ახალი ჩვენ ირგვლივ არსებული პირობითი ნიშნების შესახებ?
- შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების წაკითხვა და მათი გამოყენება?
- რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
- დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?
- როგორ გამოიყენებ პირობითი ნიშნების შესახებ ამ გაკვეთილით მიღებულ ცოდნას?
- როგორ ფიქრობ, რატომაა საჭირო ჩვენ ირგვლივ არსებული პირობითი ნიშნების შესახებ ცოდნა მოსწავლისათვის?