
Страницы
- მთავარი
- მიზანი
- ჩემ შესახებ
- სტანდარტი, პროგრამა,თემატური გეგმები
- სახელმძღვანელოები
- შემაჯამებლები
- ვიდეო გაკვეთილები
- მოსწავლეთა ნამუშევრები
- გაკვეთილის გეგმები
- გაკვეთილები
- რესურსები
- პროექტები
- სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
- წრე ისტ-ში
- ჩემი სკოლა
- ბმულები
- სადამრიგებლო
- შეხვედრები კოლეგებთან
- გამოკითხვა
- ისტ-ის გამოყენება
- სასწავლო რესურსები
- ჩემი კვლევები
- მნიშვნელოვანი ბრძანებები
- წინსვლა
- ნიშნებისა და გაცდენები გამოთვლა
- Teams ის ინსტრუქციები
- კომპლექსური დავალებები ისტ-ში
- Scratch-ში შექმნილი ჩემი რესურსები
- არაფორმალური განათლება
- კურიკულუმები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში
среда, 28 апреля 2021 г.
შექმენი კომპიუტერი თავად

пятница, 23 апреля 2021 г.
ჩემი პერსონალური გამოფენა One Drive-ში- ღრუბლოვანი სერვისების სათანადოდ გამოყენება (ფაილის შექმნა, შენახვა, გაზიარება)
კომპლექსური დავალება N1
სათაური: გამოფენა One Drive-ში
პირობა: წარმოვიდგინოთ
რომ გვინდა გავაკეთოთ ონლაინ გამოფენა ტექნიკის განვითარების ისტორიაზე, რომელსაც წარმოადგენთ
თქვენთვის სასურველი ფორმატით (მაკეტები, პრეზენტაციები, ბუკლეტები, ფლაერები)
მეგობრებთან ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ჩვენი კლასის რესურსების საცავი ღრუბლოვან სივრცეში, ავტვირთოთ ჩვენი რესურსები One Drive-ში და შევქმნათ ერთგვარი რესურსების ბანკი.
ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავე პროექტის შესაბამის
თემაზე
I ჯგუფი - “ინფორმაციის გადაცემის
საშუალებები ძველად და ახლა.”
II ჯგუფი - „ინფორმაციის
სახეები“
III ჯგუფი - “კომპიუტერის
შექმნის ისტორია, ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები”
III
ჯგუფი - “ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები”
საძიებო სისტემების დახმარებით, მოიძიეთ თქვენი თემის
შესაბამისი ინფორმაცია.
პროექტზე მუშაობისას
დაგჭირდებათ ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ღრუბლოვან საცავში ატვირთვა, ერთმანეთთან გაზიარება
და მოძიებულ მასალაზე ერთობლივი მუშაობა. საბოლოოდ კი პრეზენტაციის სახით წარმოდგენა, მოპოვებული რესურსების პედაგოგისთვის გაზიარება
One Drive-ის სივრცეში
ნამუშევრის წარდგენისას:
ისაუბრე:
·
რა გაიგე ახალი ინტერნეტის
ფუნქციონირების პრინციპების შესახებ?
·
რა გაგიადვილდა და
რა გაგიჭირდა?
·
დაგეხმარა თუ არა
სავარჯიშოები და მინიშნებები?
·
როგორ გამოიყენებ
ამ გაკვეთილით მიღებულ ცოდნას?
·
დაასახელე რამდენიმე არგუმენტი, რატომაა საჭირო ინტერნეტის
ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა მოსწავლისათვის?
·
რისგან დაგიცავს და
რას გაგიადვილებს?
·
რატომაა მნიშვნელოვანი
ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება?
·
რაში დამეხმარა ინფორმაციის განთავსება ღრუბლოვან
სივრცეში?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის
დავალების შესასრულებლად
მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
·
პირველ რიგში
ჯგუფში გადაინაწილეთ დასამუშავებელი საკითხები;
·
მოიძიეთ
ინტერნეტში, სხვადასხვა წყაროდან, თქვენი თემისთვის საინტერსო ინფორმაცია.
·
იმსჯელეთ, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა, დაიხვეწა
და განვითარდა თქვენი თემის ირგვკლივ მოვლენები.
·
სანტერესო იქნება, მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი ვარაუდი თქვენი თემის
სამომავლო განვითარების შესახებ;
·
შეგროვებული ინფორმაცია დაახარისხეთ ჯგუფში (თემის ტექსტის,
ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს მასალის მიხედვით)
·
თქვენს ღრუბლოვან საცავში One Drive-ში შექმენით
საპროექტო თემის ძირითადი საქაღალდე. მასში კი, გამოყავით სხვა ქვესაქაღალდეები,
სადაც განათავსებთ თქვენს მიერ მოპოვებულ და დახარისხებულ მასალებს.
·
One
Drive-ში შექმნილი საქაღალდე რედაქტირების (edit) რეჟიმში
გაუზიარეთ ერთმანეთს.
·
გაეცანით ერთმანეთის ნამუშევარს, საჭიროების
მიხედვით შეიტანეთ ცვლილებები, ანუ იმუშავთ ერთობლივად.
· დასრულებული მასალა გაუზიარეთ პედაგოგს ნახვის რეჟიმში და წარმოადგინეთ კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით.
შეფასების კრიტერიუმი
- საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად
და ჯგუფურად მუშაობა;
- სასურველი ინფორმაციის გაფილტვრა და დახარისხება;
- ღრუბლოვან სივრცეში (One
Drive) საქაღალდეებისა და ქვესაქაღალდეების სისტემის დამოუკიდებლად შექმნა;
- ონლაინ რესურსის დამოუკიდებლად შექმნა, გაზიარება და უფლებების გაწერა (მაგ.: გაზიარებულ ფაილში სხვა მომხმარებლებისთვის ცვლილების შეტანის უფლების მინიჭება);
четверг, 15 апреля 2021 г.
ციკლები - რომელი მოვლენები მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ნაწილობრივ ან მუდმივად
კლასი III-
სამიზნე ცნება/ ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული ენა
ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
ქვეცნებები:
ციკლების გამოყენება
ვიზუალური პროგრამირების გარემოში;
კომპლექსური დავალების პირობა:
დაადგინე შენი ყოველდღიური ცხოვრების ციკლები (განმეორებითი საქმიანობები), განსაზღვრე მიზნები და შექმენი ყოველკვირეული სამუშაო განრიგი, რომელიც დაგეხმარება მათ მიღწევაში.
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:
- ადამიანის საარსებო გარემოში და ბუნებაში განმეორებადი მოვლენების არსებობა;
- ციკლი მოვლენათა ერთობლიობაა, რომლებიც მუდმივად მეორდება. ციკლი მეორდება მანამ, ვიდრე რამე არ შეიცვლება. აუცილებელია იცოდე ციკლის/გამეორების მიზანი და შედეგი;
- მუდმივი ბუნებრივი ციკლებია დღისა და ღამის მონაცვლეობა, წელიწადის დროები, ფოთლებიანი მცენარეების ცვლილებები წლის განმავლობაში და ა.შ.;
- გავარჩიოთ ერთმანეთისგან მუდმივ და დროებით ციკლებში შემავალი მოვლენები და საქმიანობები;
- ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება;
- ცხოვრებაში არის მუდმივი მისაღწევი მიზნები რომელთა მისაღწევად საჭიროა გარკვეული ქმედებების გამეორება;
- ცხოვრებაში სასარგებლო ციკლების შექმნით ადამიანი სარგებელს იღებს.
უპასუხე შეკითხვებს:
- რა გაიგე ახალი ციკლების შესახებ?
- შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების მნიშვნელობების ამოკითხვა?
- დაფიქრდი, რომელი მოვლენები მეორდება შენ ცხოვრებაში მუდმივად?
- რა სიკეთეს ან სარგებელს მიიღებ ცხოვრებაში ციკლების შექმნით?
-
მე და ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ თემაზე „უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში", "საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში“. თემის წ...
-
სისტემური ბლოკის კომპონენტები : პროცესორი , დედაპლატა , ოპერატიული მეხსიერება , მყარი დისკი , კვების ბლოკი . მე-6ა კლასის მოს...
-
კლასი: IV მიმართულება: ისტ საათების რაოდენობა: 6 სამიზნე ცნება: ინფორმაცია 1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორ...
-
იხილეთ თემატური მატრიცა კლასი-6 თემატური მატრიცა მიმართულება: ციფრული მოქალაქეობა სამიზნე ცნება: ინფორმაციული ეთიკის ნორმები ; სოცია...
-
კომპიუტერული ტექნოლოგიები კლასი III- სამიზნე ცნება/ ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული...
-
ლოკალური ქსელი ( ინგლ. local Area Network შემოკლებით LAN) — კომპიუტერული ქსელი, შემდგარი ფიზიკურად ერთმანეთთან ახლოს მდგომი კომპიუტე...
-
ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ელექტრო ენერგიის არქონის გამო გადავწყვიტეთ გვემუშავა და შეგვესრულებინა დავალება ჩვენთ არსებული რესურსების გამოყენებ...
-
ელექტრონულ ცხრილში მუშაობა- Microsoft office Excel წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ კომპიუტერულ პროგრამას, რომლის საშუალებითაც ...
-
პროექტი სახელწოდება : ინფორმაცია და კომპიუტერი პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციის არსს და მისი ...
-
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა პედაგოგი: ნატალია თურქაძე 2017-2018 სასწავლო წელი I სემესტრი თემა სთ-რაოდენ...