Страницы

четверг, 26 января 2023 г.

ციკლების შექმნა

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცვნენ ციკლის არსს, მის მნიშვნელობასა და აგებას  პირობითი ნიშნების საშუალებით, რომლებიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს ჩვენთვის სასარგებლო ქმედებები. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება, სადაც გამოკვეთეს თუ რა საფრთხეებს უნდა აარიდოს თავი ჩვენმა გმირმა , რომ არ დააგვიანდეს სკოლაში.  დამოუკიდებელი მუშაობისას გამოიყენეს მოცემული პირობითი ნიშნები "მარიამის" სკოლაში ყოველდღე უსაფრთხოდ და დროულად მისვლის ციკლის შესაქმნელად, ჩასვეს მოცემულ ცხრილში  ამორჩეული სიმბოლოები და იმსჯელეს ციკლების გამეორების მიზანებსა და შედეგებზე.