Страницы

четверг, 11 апреля 2024 г.

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

 9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა, ნატალია თურქაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეების წინაშე. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა მოვლენები უძღოდა წინ 9 აპრილს, რა შეცვალა სისხლიანმა ღამემ მსოფლიო ისტორიაში, რა მოვალეობები გვაკისრია ამ მონაპოვრის შენარჩუნებისა და დაცვისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს. ვნახეთ დოკუმენტური კადრები, რამაც კიდევ უფრო დაგვაფიქრა ჩვენი გმირების თავგანწირვაზე.
9 აპრილი არის დღე, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა კონკრეტული ადამიანების გმირობისა და სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ... 🇬🇪
მადლობა თავისუფლებისათვის! 🌷
გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!












среда, 3 апреля 2024 г.

,,ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას"

 


ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერიანების მიერ გამოცხადებულ სასკოლო ბლოგების კონკურსში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის Xlბ კლასის მოსწავლეთა მიერ დამზადებულმა ბლოგმა ,,ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას" ჟიურის რჩეულის ნომინაცია დაიმსახურა. მოსწავლეებს გადაეცა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.

პრეზენტატორები: მარიამ გაჩეჩილაძე, ანი პერანიძე, თამარ დღვილავა, ნანუკა აბრალავა, ლიზი ბასილაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი. ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.