ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, და ჩვენი სკოლაც აქტიურად შეუერთდა ამ კამპანიას.
💻 მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური აქტივობების ციკლი კიბერუსაფრთხოების თემაზე.
მოსწავლეებმა ისწავლეს:
🔹 როგორ უნდა შექმნან ძლიერი და დაცული პაროლი
🔹 როგორ ამოიცნონ ფიშინგი და ონლაინ თაღლითობა
🔹 რატომ არის საშიში პირადი ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტში
🔹 როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები და მოწყობილობები
🎨 აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა:
- შექმნეს როგორც მატერიალური, ასევე ციფრული პოსტერები დევიზით — „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს!“
- მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „ციფრული დეტექტივები“
- იმუშავეს ინტერაქტიულ ქვიზებზე, რათა შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ უსაფრთხო ონლაინ ქცევის პრინციპები
- ჩაერთვნენ დისკუსიაში თემაზე — „როგორ უნდა ვიქცეოდეთ სოციალურ სივრცეში“
აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და კიბერცნობიერების ამაღლება.

