8 თებერვალი დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
სსიპ ქლაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დავით აღმაშენებლის ისტორია და მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოს წინაშე. მოვიძიეთ შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური მასალა, დავამუშავეთ და შევარჩიეთ სანდო ინფორმაცია.
ნასწავლი თემების გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც პრაქტიკულად გამოიყენეს შემდეგი უნარები:
დოკუმენტის დასათაურება;
-
დოკუმენტის შენახვა;
-
ფოტოს შემოტანა ტექსტურ დოკუმენტში;
-
ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაფილტვრა;
-
ტექსტის გაფორმება და განლაგება;
-
ფურცლის ფერის შეცვლა;
-
მოჩარჩოების გამოყენება.
გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ციფრული კომპეტენციების განვითარებას, ისე ისტორიული ცნობიერების გაღრმავებას და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.


