Страницы

воскресенье, 21 октября 2018 г.

კომპიუტერის არქიტექტურა-მიმოხილვა


თითქმის ყველა იყენებს კომპიუტერს დღესდღეობით მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ მუშაობს ის.ფაქტიურად ბევრი ადამიანი მას ან პროცესორს ან ვინჩესტერს უძახის,როცა ეს მისი მხოლოდ ორი ნაწილია.როცა მისი ყველა ნაწილი ერთად მუშაობს,იქმნება მოწყობილობა რომელსაც ქვია
ყველა ინდივიდუალური კომპონენტი რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან კომპიუტერს,თავმოყრილნი არიან ე.წ. კომპიუტერის ქეისში.ქეისზე დავინახავთ სხვადასხვა პორტებს, „შესაერთებლებს“ სადაც შეგვიძლია შევაერთოთ სხვადასხვა მოწყობილობები.


ქეისის უკანა მხარექეისის წინა მხარე                                                 

                            
      
1.კომპიუტერის ქეისის წინა მხარე                                2.კომპიუტერის ქეისის უკანა მხარე

 კომპიუტერის ქეისს წინა მხრიდან აქვს ოპტიკური დისკწამყვანი სადაც შეგიძლიძლიათ დისკი ჩადოთ რათა მოახერხოთ მისი „წაკითხვა“.
წინამხრიდან ასევე არის USB პორტები და მედია მკითხველები.USB პორტები განკუღვნილიაUSB მოწყობილობებისა და კაბელებისთვის.USB პორტში შეგიძლიათ შეაერთოთ „ფლეშკები“ (flash drive)
iPod,iPad,გარე მყარი დისკები. მედია მკითხველებით შესაძლებელია მოახდინოთ ვიდეო კამერის მეხსიერების წაკითხვა,მასზე სურათების და ვიდეოების დათვალიერება,კამერის მეხსიერების კარტის მედია რიდერში მოთავსებით. კომპიუტერის უკანა მხარეს ნახავთ შესაერთელებს კომპიუტერის სხვადასხვა ნაწილებისთვის, გარე მოწყოილობებისთვის, როგორიცაა პრინტერი, მაუსი, კლავიატურა,მონიტორი. უკანა მხარეს ასევე ნახავთ იტერეტის კაბელის შესაერთებელს დაე რამდენიმე დამატებით USB პორტს.
კომპიუტერის შიგა ნაწილი

კომპიუტერის შიგა ნაწილი

კომპიუტერის ქეისის გასახსნელად უნდა მოხსნათ ჯერ ხრახნები შემდეგ კი ქეისის ნახევარი მთლიანად მოიხსნება.კომპიუტერის შიგნით დაინახავთ დაფას რომელზეც მიმაგრებულია სხვადასხვა ნაწილები,ზოგი კაბელებით და ზოგი პირდაპირ შეერთებული დაფაზე კაბელის გარეშე.დაფას,რომელზეც ეს ნაწილებია დამაგრებული ეწოდება დედაპლატა ან დედადაფა
3.დედაპლატა

დედადაფა

კომპიუტერის თითოეული ინდივიდუალური ნაწილი მიერთებულია დედაპლატაზე შემდეგ კი კვების ბლოკზე რათა მოხდეს მათი დენით მომარაგება
4.კვების ბლოკი
კვების ბლოკი PSU

დედაპლატაზე ხდება კომპიუტერის ყველა ინდივიდუალური კომპონენტის მიერთება რათა მათ ქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცისს საშუელება და კომპიუტერმა შეძლოს გამართულად მუშაობა.


четверг, 11 октября 2018 г.

პროცესორი


განვმარტოთ, პროცესორი (Central Processor Unit-CPU) - პერსონალური კომპიუტერის ცენტრალური მოწყობილობაა. მისი დანიშნულებაა პროგრამების შესრულება. პროცესორი ასრულებს ძირითად გამოთვლით ოპერაციებს, მართავს და აკონტროლებს სამუშაო პროცესს. 

ამრიგად, თამამად შეიძლება უმთავრეს კომპონენტად ჩაითვალოს, ძირითადად მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად გადაამუშავებს კომპიუტერი ინფორმაციას. 
კომპიუტერის სწრაფქმედება და წარმადობა დიდადაა დამოკიდებული პროცესორის მახასიათებლებზე. დღეისათვის კომპიუტერებში გამოიყენება პროცესორები, რომლებიც შექმნილია ფირმების Intel, AMD, Cyrix და IBM. პროცესორები ერთმანეთისაგან განსხვავდება ორი მახასიათებლით: ტიპით (მოდელი) და ტაქტური სიხშირით. ტაქტურისი ხშირემი უთითებს, რამდენ ელემენტარულ ოპერაციას (ტაქტს) ასრულებს მიკროპროცესორი ერთ წამში. ტაქტურისი ხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი=1000000 ჰერცი).


ხშირია შემთხვევა როდესაც ამბობენ სისტემური ბლოკის ნაცვლად პროცესორს. ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.  პროცესორი თავადაა მოთავსებული სისტემურ ბლოკში.

вторник, 9 октября 2018 г.

როგორ მუშაობს მყარი დისკი

ვიკიპედიის განმარტებით: 
მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია.ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).
მყარ დისკებზე დამახსოვრების მოწყობილობის სქემა.jpg
ე.ი. მყარი დისკი ინფორმაციის შესანახად გამოიყენება. კომპიუტერში ჩაწერილი ყველანაირი ინფორმაცია (თამაშები, პროგრამები, სურათები, ფილმები,წერილები, წიგნები, დოკუმენტები და სხვა.) მყარ დისკზე ინახება. 

თემატურ კალენდარული გეგმა ისტ-ში 1კლასი


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნატალია თურქაძე
2017-2018 სასწავლო წელი
I სემესტრი
თემა
სთ-რაოდენობა
რესურსი
აქტივობა
შენიშვნა
რა არის კომპიუტერი? ნეტ ბუკის მოხმარების წესების გაცნობა
1
კომპიუტერი, პროექტორი ,

მასწავლებელი უხსნის მსწალეებს რა არის კომპიუტერი და რისთვის გამოიყენება ის. შემდეგ აჩვენებს ნეტ ბუკს და ასწავლის მის გახსნას, დახურვას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ ქმედებას. ამის შემდეგ მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს ჩართვასა და გამორთვას. შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ კომპიუტერს მუშაობისათვის სჭირდება ელემენტის დატენა. ასწავლის მათ როგორ უნდა შეაერთუნ დენში კომპიუტერი


სასურველია მოსწავლეებმა გააცნობიერონ კომპიუტერთან უსაფრთხო მოქცევის წესები. (მაგ. არ ჩართონ დენის წყაროში სველი ხელებით, არ მოქაჩონ სადენი დენის წყაროდან გამორთვის მიზნით და. ა.შ)
ნეთ-ბუკის შესაძლებლობების გაცნობა
1
კომპიუტერი
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კომპიუტერის ჩართვას. შემდეგ აცნობს მათ კომპიუტერის შესაძლებლობებს (ფოტოს გადაღება, მულთფილმის გახსნა, სიმღერების მოსმენა და ა.შ)
სასურველია თუ მასწავლებელი მსწავლეებთან ერთად უყურებს წინასწარ შერჩეულ მულტფილმს.
საშინაო დავალება: მოსწავლეებს ვთხოვოთ გადაიღონ ფოტოები მის ოჯახის წევრებთან და გვაჩვენონ მომდევნო გაკვეთილზე
ფაილი, ფაილის ტიპების გარჩევა
1
კომპიუტერი, პროექტორი
ფურცლები სხვადასხვა ნახატებით
მასწავლებელი მაგიდაზე აწყობს ფურცლებს ზოგზ ნახატია გამოსახული ზოგზე ტექსტი და სთხოვს მოსწავლეებს დააწყონ ფურცლები რაიმე გარკვეული ნიშნით.  შემდეგ უხსნის მოსწავლეებს რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ფაილები რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, უხსნის თუ რა ტიპის ფაილები არსებობს (გრაფიკული, ტექსტური, ვიდეო, აუდიო)
მასწავლებელი პროექტორის მეშვეობით აჩვენებს მოსწავლეებს ფაილის ოთხივე ტიპს და მათ გარჩევას
კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევების ჩამოყალიბება
1
კომპიუტერი
იმისათვის რომ მასწავლეებმა მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები ჩამოუყალიბოს ჯერ უხსნის კომპიუტერთან უსაფრთხოთ ჯდომის წესებს. შემდეგ ასწავლის თაჩ-პედის დანიშნულებას და თაჩ-პედის უკეთ მიჩვევის მიზნით ურთავს მათ კომპიუტერში წინასწარ ჩაწერილ თამაშებს
მასწავლებელი სთხოვს მშობლებს აკონტროლონ სახლში მოსწავლის კომპიუტერთან ჯდომისას უსაფრთხოების წესები სწორი ჯდომა, დროის დაცვა და ა.შ)
ფაილის შენახვა და დახარისხება
1
კომპიუტერი, პროექტორი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის ფაილი შემდეგ პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს თუ როგორ ხდება ფაილის შენახვა. უხნის მას რომ ყველა ფაილს აქვს თავისი სახელწოდება. გადათრევის საშუალებით კომპიუტერის ეკრანზე ახდენს ფაილების დალაგებას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ მოქმედებას

საქაღალდის შქმნა
1
კომპიუტერი
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს რა არის საქაღალდე. პროექტორზე აჩვენებს საქაღალდის შექმნას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ მოქმედებას. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს საქაღალდისათვის სახელის დარქმევასა და გადარქმევას. ასევე ფაილების საქაღალდეში ჩაყრას
სასურველი იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ფაილებს სხვადასხვა საქაღალდეში მოვათავსებინებთ ძებნის გაადვილების მიზნით
მეხსიერების ბარათი და მისი გამოყენება
1
კომპიუტერი. ფლეშ მეხსიერების ბარათი
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის მეხსიერების ბარათის დანიშნულებას. შემდეგ მოსწავლეების კომპიუტერიდან მეხსიერების ბარათით გადმოაქვს თავის კომპიუტერში მოსწავლეთა ნაშრომები
სასურველი იქნება თუ მშობლებს ვურჩევთ არ გადატვირთონ კომპიუტერი და ინფორმაცია შეინახონ მეხსიერების ბარათებზე
გრაფიკული რეგაქტორი
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი ასწავლი მოსწავლეებს გრაფიკული რედაქტორის გახსას, სახატავ ფურცლებსისა და სახატავი ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქციას. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს გაავლონ კომპიუტერში სხვადასხვა ფერისა და ზომის ხაზები. მას შემდეგ რაც მასწავლებელი დარწმუნდება რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს გრაფიკული რედაქტორის მუშაობას არჩევს თემებს და მოსწავლეებს სთხოვს შექმნას ნახატი.
სასურველი იქნება თუ ნახატების შექმნასა და შენახვას მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივცემთ
გრაფიკულ რედაქტორში ფიგურების ჩასმა
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით აჩვენებს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს. შემდეგ უხსნის მათ რომ paint-ში ნახატების აგება შეიძლება გეომეტრიული ფიგურების დახმარებითაც. ასწავლის მოსწავლეებს ფიგურების გამრავლებას copy – paste ბრძანებით

ტექსტური რედაქტორი
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს, რომ გარდა ნახატების შექმნისა კომპიუტერში ჩვენ შეგვიძია სხვადასხვა ტექსტის შეტანა. ასწავლის wordpad-ში ტექსტის შეტანას, კლავიატურაზე ქართული ასოების აკრებას.
სასურველი იქნება თუ მოსწავლეს ნასწავლი ექნება ყველა ასო ბგერა


შემაჯამებელი გაკვეთილი
2
კომპიუტერი
მასწავლებელი ახდენს მთელი სემესტრის მანძილზე განვლილი მასალების განმეორებას




вторник, 25 сентября 2018 г.

5 ინოვაცია, რომელიც სამყაროს შეცვლის

სიაში „ხუთი ხუთში“ კომპანია აი-ბი-ემი ყოველწლიურად 5 საუკეთესო ტექნიკურ სიახლეს ასახელებს, რომელიც მომდევნო 5 წელიწადში დაინერგება
No media source currently available
0:063:070:53
 ბმული 
წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტზე ტანსაცმელს ყიდულობთ და ნაჭრის ფაქტურა გაინტერესებთ. სულ რაღაც 5 წელიწადში ისეთი ტექნოლოგია გვექნება, რომელიც მისი შეგრძნების სიმულაციას მობილურ ტელეფონზე შემოგვთავაზებს, ამბობს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი ბერნი მეიერსონი.

„კომპიუტერთან ადამიანის ურთიერთობის შეცვლაზეა საუბარი. ჩათვალეთ, რომ მას თავიდან გამოიგონებენ“ამბობს ის. 

ეს ჭკვიანი მოწყობილობა დაიწყებს სამყაროს ხმების მოსმენას და იმ ხმების დამახსოვრებას და ამოცნობას, რომელიც უფრო გვაინტერესებს. მალე იმასაც გავიგებთ, თუ რატომ ტირის ახალშობილი.

„გავარკვევთ, შია მას, სტკივა, თუ უბრალოდ მარტო გრძნობს თავს. დღეს ეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ძალიან მალე შესაძლებელი გახდება“- აღნიშნავს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი და გვიხსნის, რომ ამოცნობა ხმის ტემბრის მეშვეობით მოხდება. 

უახლოეს მომავალში პერსონალური კომპიუტერი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობაა. ვიზუალურ მონაცემებს ისეთი პარამეტრები დაემატება, როგორიცაა მაგალითად ფერი. პროგრამა თქვენი ოჯახის წევრებს ამოცნობს და ფოტოებს დააფასოებს. სუნსაც კი შეიგრძნობს. როცა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დაგაცემინებთ, სენსორი თქვენი სუნთქვის ათასობით მოლეკულის ანალიზს გააკეთებს.

„განგაშს ატეხს, გეტყვის: შეიძლება ჯერ თავს ცუდად არ გრძნობ, მაგრამ ინფექცია გაქვს და სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე“- ამბობს ბერნი მეიერსონი.

„აი-ბი-ემის“ მეცნიერები ასევე მუშაობენ არომატების ამომცნობ პროგრამაზე, რომელიც მარტო რესტორნის შეფებს როდი დასჭირდებათ. პროდუქტის შემადგენლობა მოლეკულურ დონეზე გაიშიფრება, შემდეგ შეჯერდება კალორიებთან. ასე და ამგვარად, საკუთარი წონის გაკონტროლებასაც შევძლებთ.

„ის ისეთ საკვებს შეგირჩევთ, რომლის გემოც მოგწონთ და ამავე დროს თქვენს მიერ განსაზღვრულ ლიმიტებსაც დაიცავს: კალორიის, ქოლესტერინის, ცხიმის, ან შაქრის შემცველობის. ის იდეალურ ბალანსს დაიცავს ულუფის გემოს და შემადგენლობას შორის“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორის, მარკ მალუფის აზრით სიაში „ხუთი ხუთში“ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კომპიუტერული პროგრამების მოცულობაა: 

აი-ბი-ემის სიაში, რომელიც მომდევნო 5 წლის 5 მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს გვაცნობს, ჩემი აზრით თვითონ სიახლეებზე უფრო მეტ გაოცებას ის იწვევს, თუ როგორ ხდება შემდეგ ამ ხედვის, სუნის, თუ სმენის ამომცნობი პროგრამების მცირე ზომის მობილურ ტელეფონებზე მორგება“. 

პროფესორის თქმით, ეს კომპიუტერული სიახლეები, რომელიც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკად გვეჩვენება, ძალიან მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

вторник, 10 апреля 2018 г.

ელექტრონული ჟურნალი


ელექტრონული ჟურნალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარტივად და შეცდომების გარეშე გამოვთვალოთ მოსწავლის შედეგები, როგორც გაცდენები  აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასება.

იხილეთ ექსელის ცხრილი https://drive.google.com/open?id=1kJyb4p03eoIGr0mZJDJCYKkLVtiQTBgn