Страницы

среда, 8 мая 2019 г.

ახალი სკოლის მოდელი და ჩემი პირველკლასელები, პედაგოგი ნატალია თურქაძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36  საჯარო სკოლის პირველკლასელები  აქტიურად იყენებენ ციფრულ რესურს "ვსწავლობთ თამაშით". დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე შევასრულეთ  ოთხსცენიანი დავალება, სადაც პირველ სცენაზე პატარებმა ასახეს სკოლის ცხოვრება, მეორეზე სცენაზე- თავისი ოთახი სადაც სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ისვენებენ, მესამეზე სცენაზე გამოსახეს გაკვეთილების მომზადების პროცესი და მეოთხეზე- ეზოში თამაშის პროცესი. პატარები ხალისით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში, მათი ფანტაზია უსაზღვროა... ისინი თავიანთი პატარა თითებით ცდილობდნენ ლამაზი და შინაარსიანი პროდუქტის შექმნას. თამაშით სწავლება მათთვის სწავლისა და განვითარების საუკეთესო გზაა. 



სასწავლო პროცეში „Minecraft-ის“ გამოყენება მათთვის სასიამოვნოცაა და მოტივაციის მიმცემიც. მოსწავლე ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ივითარებს ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. უვითარდებათ ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, საკუთარი თავის რწმენა, კრიტიკული აზროვნება... ამასთან ერთად მოსწავლე თავად იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად , რაც მას საშუალებას აძლევს, ირწმუნოს საკუთარი თავის და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნოს.



вторник, 7 мая 2019 г.

MICROSOFT WORD-ის ხელოვნური ინტელექტი ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ

Microsoft Word-ის ხელოვნური ინტელექტი ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ
  • ხელოვნური ინტელექტი სტილისტიკურ შეცდომებსაც გაასწორებს
  • ფუნქცია ივნისში ამოქმედდება
Microsoft Word-ს ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ტექსტის კორექტირებაში დაგეხმარებათ. ახალი ფუნქციის მიზანი მხოლოდ გრამატიკული შეცდომების დაფიქსირება არ არის - ხელოვნული ინტელექტი პროგრამის მომხმარებლებს არამარტო სტილისტიკური შეცდომების სწორ ვერსიებს შესთავაზებს, არამედ უზრუნველყოფს, რომ ტექსტი გენდერის კუთხით ნეიტრალურ ენაზე იყოს დაწერილი.
ნეიტრალური გენდერი ენაში გულისხმობს, რომ გამოყენებულ სიტყვებში, რომელთა შინაარსი კონკრეტულ სქესთან დაკავშირებული არ არის, არ უნდა გვხვდებოდეს სქესის სტერეოტიპული განსაზღვრა. ამის მაგალითია მამრობითი სქესის შემთხვევაში ინგლისური სიტყვა "policeman", რომელიც ავტომატურად გულისხმობს, რომ ყველა პოლიციელი კაცია, მდედრობითი სქესის შემთხვევაში კი სიტყვა "stewardess", რომელიც ასევე ბორტგამცილებლის სქესს უსვამს ხაზს. Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი მსგავს სიტყვებს მათი გენდერულად ნეიტრალური ვერსიებით, ამ შემთხვევაში სიტყვებით "police officer" და "flight attendant" ჩაანაცვლებს.
“წერა ადამიანის შემოქმედებითობას მოითხოვს, რის იმიტაციასაც ხელოვნური ინტელექტი სათანადოდ ვერ შეძლებს, თუმცა შეგვიძლია, მას ჩვენი გრამატიკული და სტილისტიკური შეცდომების გასწორება მივანდოთ.” - Microsoft
მწერლის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის, ქელუმ ჩეისის თქმით, წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლის გაზრდა “მხოლოდ სასიკეთო შეიძლება იყოს”. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითი ვერასდროს იქნება, თუმცა მას შეუძლია საგრძნობლად შეუმსუბუქოს შრომა ჟურნალისტებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც წერა ხშირად უწევთ.
ფუნქცია Cloud სისტემაზე იქნება დაფუძნებული და მის გამოყენებას თავდაპირველად მხოლოდ Word Online-ის მომხმარებლები შეძლებენ. ფუნქციის სატესტო ვერსია ინვისში, საბოლოო ვერსია კი შემოდგომაზე ამოქმედდება.

სამოდელო გაკვეთილი თემაზე "საავტორო უფლებები ციფრულ სამყაროში", პედაგოგი ნატალია თურქაძე


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში,  ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე "საავტორო უფლებები ციფრულ სამყაროში", რომლის მიზანი იყო მოსწავლემ შეძლოს ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსის გაგება-გააზრებას, ამ კუთხით არსებული პრობლემის გაანალიზება და გადაჭრის გზების მოძიება. 21-ე საუკუნეში ინტერნეტის ხანაში-საკმაოდ გაძნელებულია საავტორო უფლებების დაცვა. აქ ყველაზე ხშირად ხდება მუსიკის, სტატიების, ფილმების, სურათების და სხვა ინფორმაციის კოპირება. ეს დანაშაულია. მოქალაქეებს ხშირად უჭირთ (ზოგმა არც იცის) იმის გაანალიზება, რომ თუნდაც ინტერნეტში ძებნისას მოპოვებულ ფოტოზეც კი შეიძლება ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.


მეხუთე კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტის გაანალიზების შემდგომ გადავწყვიტე საავტორო უფლებების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და გადაჭრის გზების გაცნობის მიზნით დამეგეგმა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი. სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ ინფორმაციის  აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას, კრიტიკულ  და შემოქმედებით აზროვნებას, პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ-საკანონმდებლო ნორმება და  საავტორო უფლებებს. სწორედ, ამ პრობლემის გააზრებას და გადაჭრის გზების ძიებას ემსახურებოდა  გაკვეთილი, რომლის შემდეგაც  მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნის გაანალიზება  და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება. 



სწავლება აიგო სოციალური ურთიერთობების გზით, რადგან გამოვიყენეთ თანამშრომლობითი სწავლება- ჯგუფური მუშაობა, კითხვა-პასუხი. გაკვეთილზე განხორციელდა არსებული ცოდნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შემცველი ტრანსფერი, რადგან მაგალითებში გამოკვეთილი პრობლემა დაკავშირდა რეალობასათან, თანამედროვეობასთან . ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს. პრეზენტატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და რჩევებიც მისცეს თანატოლებს.




მოცემული გაკვეთილით მოსწავლეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარს სწავლაზე და ეს არის დასაწყისი ეტაპი იმისა, რომ დამოუკიდებლადაც შეძლონ მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. გაკვეთილზე წამოჭრილი მთავარი პრობლემა რეალობიდან იყო წარმოშობილი, მოსწავლეებმა გაიაზრეს ნამდვილი, თუ რეალურთან მიახლოებული ვითარება . მათ პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს , რომლებიც საჭიროებდა დასაბუთებას. ე.ი. პრობლემაზე ორიენტირებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებისგან მოითხოვა აზროვნების ისეთ კომპლექსური უნარების გააქტიურება-განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. 



შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებმა ტექსტურ დოკუმენტში ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნეს საინფორმაციო ბროშურა „არ გაბედო საავტორო უფლებების დარღვევა! “, სადაც ინტერნეტიდან გადმოწერეს სურათები და დღევანდელ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე დაწერეს შესაბამისი სლოგანები


ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ მოხდა მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შემუშავებული და გაცნობილი შეფასების რუბრიკით. ასევე საინტერესო იყო ანკეტირება „რამდენად ვიცავ საავტორო უფლებებს“,  კითხვარში გაცემული პასუხების მიხედვით მოსაწვლეებმა დაითვალეს ქულები და სქემის მიხედვით  თავად აღმოაჩინეს თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. გაკვეთილის ბოლოს მოხდა მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასებს. თვითშეფასების მიზნით მოსწავლეებმა share საქაღალდის მეშვეობით მასწავლებელს გაუზიარეს თვითშეფასების ბარათები. 


გაკვეთილის მიზნები მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რამაც ხელი შეუწყო საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებამ .





გაკვეთილის ესწრებოდა სკოლის დირექცია, შეფასების ჯგუფის წევრები და საგანმანათლებლო ლიდერების ექსპერტი ქალბატონი ნინო უგლავა.




четверг, 2 мая 2019 г.

მოსწავლეებისთვის ვიდეოკონკურსს - „არა კიბერბულინგს!“


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოსწავლეებისთვის ვიდეოკონკურსს - „არა კიბერბულინგს!“ აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. 
საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე - https://www.youtube.com და ბმული გაზიარდესელექტრონულ მისამართზე - nocyberbullying2019@gmail.com. 
ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც). 
რაც შეეხება ვიდეოს შინაარსს, ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.
ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:
  • თემასთან კავშირი
  • საკითხის სიმწვავე
  • მოსწავლეთა ჩართულობა
  • მასწავლებელთა ჩართულობა
  • ვიდეოგადაღების ხარისხი
  • ხმის ხარისხი/სმენადობა
  • მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
  • ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა
​კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში“, - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:http://www.etaloni.ge/geo/main/index/24324?fbclid=IwAR3Dci1LNvSt97dJ75CcWbisCoB6C8AA14mfVY_W9OV85rWJFwv6BFEei3w

вторник, 16 апреля 2019 г.

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა''.

14 აპრილი დედაენის დღეა. პუნქტუაციის წესების დაცვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა წინადადებების გამართულად ასაგებად. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ტესტს, რათა გამოსცადოთ თქვენი თავი, რამდენად სწორად იყენებთ სასვენ ნიშნებს.
იხილეთ ლინკი -http://netgazeti.ge/news/356468/?fbclid=IwAR1SJojxKFT3vG_EaUuVKe1O56CT7QCgp1Al0xfk61_3dOYRUGW9Zcp4UKM
ან დააკლიკეთ ფოტოზე




წინა ტესტზე ითქვა, რომ ძალიან მარტივი იყო. ვეცადეთ, ცოტა გაგვერთულებინა. შეავსე ნეტგაზეთის მომზადებული “ქვიზი” და შეამოწმე, რამდენად კარგად იცი ქართული.  ამავე თემაზე მეორე ტესტი შეამოწმე, რამდენად კარგად იცი ქართული – Quiz
გადადი ბმულზე http://netgazeti.ge/news/356390/?fbclid=IwAR2IyGNxlWzhVZiEqEjEkYvX7xTsohDvHfcq1LNAN3FyU3zuKmN_WfY-7x4  ან დააწკაპე ფოტოზე 





წყარო
Netgazeti