Страницы

четверг, 25 ноября 2021 г.

სასრული და უსასრულო ციკლები - ჩემი პირველი დამოუკიდებელი ანიმაცია

კლასი: 5 კლასი

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

საათების რაოდენობა: 5

სამიზნე ცნება: (ალგორითმი) პროგრამული კოდი

1.      ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;

2.      პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად;

3.      პროგრამული კოდი განსაზღვრავს კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას, მოწყობილობის ქცევას;

4.      პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება.


ქვეცნება: კომპიუტერული პროგრამა; უსასრულო და სასრული ციკლები; პარალელური პროგრამირება; პირობითი ოპერატორების (if, else) გამოყენება პროგრამული კოდის შექმნისას; პროგრამულ კოდში ობიექტების (DateTime) გამოყენება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების დამახსოვრება.

საკვანძო კითხვები:

  • როგორია თქვენ მიერ შემუშავებული ალგორითმი; 
  • იყო თუ არა ალგორითმი სწორად შემუშავებული, რომ პროგრამული კოდი გამართული ყოფილიყო; 
  • რისთვისაა საჭირო პროგრამული კოდი?
  • იყო თუ არა ვიზუალური პროგრამირების ეს პროგრამა თქვენი შესასრულებელი დავალებისთვის მოსახერხებელი? 
კომპლექსური დავალების დასახელება: ჩემი პირველი დამოუკიდებელი ანიმაცია
კომპლექსური დავალების პირობა:  შექმენით ანიმაცია ვიზუალური პროგრამირების Scratch- ის  გარემოში. გაიაზრეთ, როგორი ალგორითმი ექნება თქვენს ნამუშევარს. შექმნის პროცესში მიაქციეთ ყურადღება, რომ პროგრამული კოდი იყოს გამართული და უშეცდომო. თქვენ უნდა შეასრულოთ დავალება Scratch-ში ციკლების გამოყენებით. შექმენი ანიმაცია: აირჩიე ობიექტი: მაგ: ბეიზბოლისტი, ბურთი,  აირჩიე ფონი. 

  • სპრაიტმა განახორციელოს მარცხნივ გადაადგილება 10 ნაბიჯით 2 წამის განმავლობაში
  • გამოიყენე ციკლი, სადაც მოქმედებას სჭირდება განმეორება, მიუთითე სასურველი რაოდენობა
  • გამოიყენე  ობიექტის (ბურთის) გადაადგილების ბლოკი, სადაც კურსორი იქნება შემთხვევით კოორდინატებზე
  • ანიმაციის გასაფორმებლად გაქვს სრული თავისუფლება, შეგიძლია  შემოიყვანო სხვა ახალი სპრაიტები ან ფონის ცვლილება, გამოიყენო შესაბამისი ხმა.
  • ნამუშევარი გააზიარე , გაუგზავნე მასწავლებელს და წარადგინე კლასის წინაშე.
სრულად იხილეთ თემატური მატრიცა

მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები: https://scratch.mit.edu/projects/602634019/




















среда, 24 ноября 2021 г.

რებუსები და ანდაზები - ვიზუალური კომუნიკაცია პირობითი ნიშნების გამოყენებით

   კლასი-III
  
  მიმართულება:  კომპიუტერული ტექნოლოგიები 

        სამიზნე ცნება: პირობითი ნიშნები

  1.           პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

  2.           პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა; 

  3.      პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება. 


ქვეცნება: ვიზუალური კომუნიკაცია პირობითი ნიშნების გამოყენებით

საკვანძო კითხვები:

  •           რა გაიგე ახალი ვიზუალური კომუნიკაციის ენის შესახებ?
  •          შესძელი თუ არა ვიზუალური კომუნიკაციის ენისა და სახეობების გამოყენება?
  •          როგორ შეადგინეთ ნიშანთა სისტემა, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი; 
  •      რომელი ბრძანებები უნდა შესრულდეს თქვენ მიერ შექმნილი პირობითი ნიშნების გამოყენებით.   
       კომპლექსური დავალების დასახელება:  რუბრიკა - „რებუსები და ანდაზები“.

       კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე ხარ საბავშვო გაზეთის ჟურნალისტი და უნდა მოამზადო რუბრიკა სახელწოდებით „რებუსები და ანდაზები“. საგანმანათლებლო თამაშის "ვსწავლობ თამაშით" გამოყენებითა და პირობითი ნიშნების გამოყენებით შეადგინე რებუსები და ანდაზები. 

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  •     რა პრინციპითაა შემუშავებული ნიშანთა სისტემა, რომელსაც იყენებთ
  •     რა ინფორმაციას გადმოსცემს თქვენ მიერ შექმნილი / შერჩეული პირობითი ნიშნები
  •     რომელი ბრძანებების შესრულებაა შესაძლებელი თქვენ მიერ შერჩეული პირობითი ნიშნებით
თ    იხილეთ თემატური მატრიცა სრულად
















































































 



среда, 10 ноября 2021 г.

eTwinning და პროექტი "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული"

სსიპ ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული" ფარგლებში მორიგ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც საუბარი იყო ინტერნეტ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე. ვისაუბრეთ მათგან თავის დაღწევის გზებზე და თავდაცვის მექანიზმებზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება eTwinning-ის პლატფორმაზე, როელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩაერთონ. 

პროექტში "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული", რომლის მიზანია მოზარდების მედიაწიგნიერების ამაღლება, დეზინფორმაციის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. ერთობლივი მუშაობითა და გამოცდილების გაზიარებით ჩარატდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოსწავლეების  მედიაწიგნიერების, ელექტრონული უსაფრთხოების, კიბერბულინგის, ფიშინგის თემებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. 






среда, 3 ноября 2021 г.

eTwinning - პროექტი "ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - My Safe Cyberspace"

კიბერსივრცე არის ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით დაკავშირებული ციფრული ტექნოლოგიები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება გაამარტივა. ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ. თუმცა, ინფორმაციის ინერნეტში მოძიება/გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. გლობალური პანდემიის პირობებში კიბერსივრცე უფრო იმკვიდრებს პოზიციებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება ამიტომ, ახალგაზრდების უსაფრთხოებისთვის მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.  

 eTwinning- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელიც ქართველ დ აევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 

აღნიშნული პორტალის მეშვეობით ჩენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა (ნატალია თურქაძე) ახორციელებს პროექტს ზემოთ აღნიშნული თემის გათვალისწინებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი მოსწავლისათვის. 

Cyberspace is a digital technology connected to each other via the Internet. Technological progress has made our lives easier. We will find any information quickly. However, finding and exchanging information on the Internet is accompanied by cyber threats that pose a risk to your device and the personal information. In the context of the global pandemic, cyberspace is gaining ground. Informing young people about their safety is very important


მოსწავლეებმა ისაუბრეს და გამოკვეთეს წესები, რომლის დაცვით და მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენით შეძლებენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას.
წესები ასე ჩამოაყალიბეს:

1. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად
ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.