სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი „ჩემი სკოლის ისტორია“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საკუთარი სკოლის ისტორიის შესახებ, შეაგროვეს მასალები და გაანალიზეს მიღებული მონაცემები.
მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა ტექსტურ რედაქტორში – Microsoft Word-ის დოკუმენტში გადაიტანეს, რამაც ხელი შეუწყო ტექსტის აკრეფის, რედაქტირების და ფორმატირების უნარ-ჩვევების განვითარებას. სამუშაო პროცესში ისინი დაეუფლნენ ტექსტურ რედაქტორთან მუშაობის პრაქტიკულ ელემენტებს, რაც მნიშვნელოვანია მათი ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესებისთვის.
პროექტმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, არამედ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას საკუთარი სკოლის ისტორიის მიმართ. მუშაობის პროცესში მათ უკეთ გაიცნეს სკოლის წარსული, მნიშვნელოვანი მოვლენები და ტრადიციები, რამაც გააძლიერა კუთვნილების, პასუხისმგებლობისა და სკოლისადმი პატივისცემის გრძნობა.
პროექტი განხორციელდა კვლევითი, შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობების შერწყმით და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა როგორც საგნობრივი, ისე ციფრული და მოქალაქეობრივი უნარების განვითარება



