Страницы

пятница, 26 октября 2018 г.

მე-5 კლასი კომპიუტერის შემადგენელი და სისტემური ბლოკში შემავალი ნაწილების კლასიფიკაცია

მე-5 კლასის მოსწავლეები წინა გაკვეთილებზე გაცნენ კომპიუტერის არქიტექტურას,  შემადგენელი ნაწილების კლასიფიკაციას, მათ დანიშნულებებს. ნასწავლი მასალის გახსენებისა და უკეთ განმტკიცების მიზნით მათ დაურიგდათ ფურცლები, სადაც გამოსახული ან დაწერიალია კომპიუტერის ან სისტემურ ბლოკში შემავალი კომპონენტები. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ და აეხსნათ თუ რა არის გამოსახული მათ სამუშაო ფურცლებზე. დასაცავი მოთხოვნა იყო: მოსწავლეებს ერთმანეთისთვის არ უნდა ეჩვენებინათ ის დავალებები რაც ეწერათ მის კონკრეტულ ფურცლებზე.

დავალებები შესრულდა წყვილებში. მოსწავლეებმა რიგ-რიგობით კლასის წინაშე სიტყვიერად ახსნენ (დანიშნულების, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით), თუ რა იყო გამოსახული ან დაწერილი მათ ფურცელზე. კლასის დანარჩენი ნაწილი შეეცადა გამოეცნო რომელ კომპიუტერულ დეტალს აღწერდა კლასის წინაშე გამოსული მოსწავლე. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში, გამოცნობის პროცესი იყო საინტერესო და პროდუქტიული. ვფიქრობ მსგავსი მეთოდების გამოყენება მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესოა, ეფექტურია და სიხარულით ნასწავლი გაკვეთილები (თემები, საკითხები) მოსწავლეებს უფრო მეტად ამახსოვრდებათ.



среда, 24 октября 2018 г.

Office 2016-ის გაქართულების პაკეტები



 საოფისე პროგრამების ქართულენოვან ინტერფეისზე გადართვისათვის  შეასრულეთ მოქმედებები:

გახსენით რომელიმე საოფისე პროგრამა, მაგალითად Word 2016;

  • File ჩანართიდან აირჩიეთ ბრძანება Option;
  • გახსნილ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Language;
  • დააკვირდით Choose Display and Help languages-ში რა ენაა აქტიური Display Language ენად; 
  • აღნიშნულ ჩამონათვალში მონიშნეთ ქართული ენა და ისრების საშუალებით ამოიტანეთ ის პირველ ნომრად;
  • დააწკაპუნეთ ღილაკს OK;
  • პროგრამა დახურეთ და ხელმეორედ გახსენით. 
პროგრამის ინტერფეისი ქართული გახდება. ინტერფეისი ავტომატურად შეიცვლება სხვა საოფისე პროგრამებშიც: MS PowerPoint, MS Excel, MS Outlook.

თუ ზემოთ მოცემულ ფანჯარაში არ ჩანს ქართული ენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენს კომპიუტერზე ქართულენოვანი პაკეტი დაინსტალირებული არ არის. 

ქვემოთ მოცემულია ოფისის ქართულენოვანი საინსტალაციო პაკეტების ვერსიები. გადმოწერეთ და დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში თქვენი კომპუტერისთვის შესაბამისი პაკეტი.

ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, VLSC)

ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, VLSC)

ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)

ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)



წყარო:https://ictschool56.blogspot.com/2017/08/blog-post.html

გაკვეთილის თემა: სისტემური ბლოკის კომპონენტები



სისტემური ბლოკის კომპონენტები: პროცესორი, დედაპლატა, ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი, კვების ბლოკი.
მე-6ა კლასის მოსწავლეებს ნასწავლი მასალის გახსენებისათვის  მიეცათ დავალება გამოეცნოთ და აეხსნათ  რა არის გამოსახული სურათზე, რომელიც დაურიგდათ წინასწარ. მოთხოვნა იყო: მოსწავლეებს ერთმანეთისთვის არ უნდა ეჩვენებინათ ის გამოსახულებები ან  ფურცელზე დაწერილი სისტემურ ბლოკში შემავალი კომპონენტების დასახელებები, რაც ეწერათ მის კონკრეტულ დავალებებზე. დავალებები შესრულდა წყვილებში.   მოსწავლეებმა რიგ-რიგობით კლასის წინაშე სიტყვიერად ახსნენ (დანიშნულების, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით), თუ რა იყო გამოსახული ან დაწერილი მათ ფურცელზე. კლასის დანარჩენი ნაწილი შეეცადა გამოეცნო რომელ კომპიუტერულ დეტალს აღწერდა კლასის წინაშე გამოსული მოსწავლე.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში, გამოცნობის პროცესი იყო საინტერესო და პროდუქტიული.


ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან

1950–1960–იან წლებში იწინასწარმეტყველეს, რომ 2000 წლისთვის მფრინავი მანქანები და რობოტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილები გახდებოდნენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ხანაა.
ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება, მაგალითად – ნახევრად თვითმმართავი მანქანები, რობოტები, რომლებიც ჯერ ბევრ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა – ყველაფერი განვითარების პერსპექტივის ქვეშაა. სულ მალე კიდევ ბევრი სხვა ტექნოლოგია შეცვლის ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებას, Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე სავარაუდო ტექნოლოგია, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან:
  1. ხმოვანი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა მოქმედების შესრულებაში მიეხმარება ადამიანებს
  2. დამხმარე რობოტები
  3. თვითმავალი მანქანები
  4. კრიპტოვალუტა
  5. ხელოვნური ინტელექტი
წყარო:http://www.doctrina.ge/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%9B/

სასწავლო ბარათები და ტექსტის გამოყენება სასურველი ფონტით






воскресенье, 21 октября 2018 г.

3D სათვალის დამზადება სახლის ან თუნდაც სკოლის პირობებში.

ამბობენ, რომ  ,,შემოქმედ მასწავლებელს ჰყავს შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლეები“, სრული ჭეშმარიტებაა, რადგან  სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სიახლის მაძიებელი, ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიმღები,  შემოქმედი. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს გამოიწვიოს მოსწავლეები, წააქეზოს თამამად წარმოაჩინონ თავიანთი უნარები,  შესაძლებლობები და, შემდეგ, ეს ისევ მათი შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად გამოიყენოს.  
მე არ ვამბობ რომ შემოქმედი ვარ :) თუმცა ჩემს მოსწავლეებს უყვართ ჩხილკედელობა, ქაღალდებით რაღაცეების გაკეთება, გამოჭრა-დაწებება...  სწორედ, ამიტომ ჩემო პატარებო, მინდა შემოგთავაზოთ (ვგონებ საინტერესო) "ჩხირკედელობა" 3D სათვალის  დამზადება  სახლის ან თუნდაც სკოლის პირობებში.


დიდი ხანია უკვე შესაძლებელი გახდა სახლში 3D ფორმატში ფილმების ნახვა. თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი სათვალეები, შეგიძლიათ ისინი რამდენიმე წუთში საკუთარი ხელებით გააკეთოთ.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
·         სათვალე (ან სათვალის ჩარჩო)
·         მარკერი (წითელი და ლურჯი ფესრის)
·         პლასტმასის ბოთლი

1. აიღეთ რამე ძველი სათვალის ჩარჩო, ან უბრალოდ ამოაცალეთ შუშები.

 ÐšÐ°Ðº сделать 3D-очки (домашние условия)-ის სურათის შედეგი

2. ბოთლიდან ამოჭერით შუშის ფორმის/ზომის პლასტმასი.

3. სანამ სათვალეში ჩასვავდეთ ამოჭრილ რგოლებს, ერთი მხარე გააფერადეთ ლურჯად, ხოლო მეორე წითლად.


4. დაელოდეთ გაშრობას, გაშრობისთანავე ჩასვით ლურჯი სათვალის მარჯვენა მხარეს, ხოლო წითელი მარცხენა მხარეს.

 ÐšÐ°Ðº сделать 3D-очки (домашние условия)-ის სურათის შედეგი

იხილეთ ვიდეო 






სხვადასხვა შაბლონები:
წყარო: http://www.rogor.ge/article_1069_rogor-gavaketot-3d-satvale--pirobebshi.html


როგორ გავკურნოთ ვირუსებიდან კომპიუტერი

წინა პოსტის გაცნობის შემდეგ, რომელიც კომპიუტერულ ვირუსებს ეხებოდა, საჭიროება გახდა  პრევენცის მიზნით ახალი მასალები მოგვეძია და თავი დაგვეცვა მსგავსი შემოტევებისგან.  მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა დაცვის მექანიზმებმი არ მუშაობს  და ვირუსი უკვე ჩვენს კომპიუტერებში ბუდობს? როგორ ამოვძირკვოთ ის? ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ანტივირუსიც თავისუფლად უმკლავდება ამ ამოცანას, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება „ჯიუტი” ვირუსი, რომელსაც ეს მიდგომა არ შველის, მასთან საბრძოლველად განსაკუთრებული მეთოდები გვჭირდება.