Страницы

понедельник, 7 января 2019 г.

გავიხსენოთ ნასწავლი მასალა

დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს. მოსწავლეები მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ-ი დაგვეხმაროს. გადავწყვიტე ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა.
როგორც მოგეხსენებათ ერთფეროვანი ტესტირებები მოსაწყენია მოსწავლეთათვის, ამიტომ მსურდა უფრო საინტერესო, სახალისო, ეფექტიანი, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი გზით შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის ნასწავლი მასალის გამეორება, რაც მოსწავლეებს  სასწავლო მასალის აღქმასა და ფოკუსირებაში დაეხმარებოდა. https://learningapps.org/display?v=pc0g9n5qc19 -ზე   თამაშ-ვიქტორინა გამოყენებული სასწავლო მიზნებისა და აქტივობების შესაბამისადაა შევქმენი. იგი აღჭურვილია ასაკის შესაბამისად, გასაგები და თანამიმდევრული ინსტრუქციით, რომელიც  V კლასში ისტ-ში შესწავლილი მასალის გასამეორებლად არის გამოყენებადი.

воскресенье, 6 января 2019 г.

Youtube მშობლებისთვის ბავშვის დაცვის ახალ ფუნქციებს რთავს



ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვების გართობის, შემეცნების, განათლების, შესაბამისად, განვითარების საქმეში. თუმცა, ინტერნეტი არასრულწლოვნებისათვის არასასურველ მასალასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები თუ სხვადასხვა ვებპლატფორმები მაქსიმალურად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, საკუთარ პროდუქტებში დაცვის სისტემებს ავითარებენ, რითაც ამცირებენ შეუსაბამო მასალასთან არასრულწლოვანთა წვდომის რისკებს.
Youtube-მა ორი ახალი დაცვის ფუნქცია აამუშავა.
  • მშობელი შედის შვილის პროფილში, ააქტიურებს ფუნქციას „დასაშვები კონტენტი“, რის შემდეგაც პატარა მომხმარებელს წვდომა ეზღუდება და შეუძლია მხოლოდ კონკრეტული არხებით სარგებლობა. მშობელს თავად შეუძლია „დასაშვები კონტენტის“ რედაქტირება (ახალი არხების დამატება).
აღნიშნული ფუნქცია ჯერ კიდევ აპრილში დაანონსდა, თუმცა მისი აქტივაცია დაგვიანდა. ამჯერად კი ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ის სისტემებისთვის, ხოლო iOS-ის ბაზაზე მოგვიანებით გააქტიურდება.
 მეორე ფუნქცია 8-12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი და დაშვების ორი დონე გააჩნია: „უმცროსებისთვის“ და „მოზარდებისთვის“. მაგალითად, თუ მშობელი ააქტიურებს დონეს „მოზარდებისთვის“.  მომხმარებელს წვდომა ექნება მხოლოდ ვიდეოთამაშებისა და მუსიკის სერვისთან, ხოლო „უმცროსების შემთხვევაში“ – კონტენტს თავად მშობელი განსაზღვრავს.
 ჯერჯერობით აღნიშნული სიახლე მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე დაინერგა, თუმცა, ვიდეოჰოსტინგი Youtube“ ნოვაციის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ესაუბრეთ კიბერ გალაკტიონს

გიფიქრიათ თუ არა, რას იზამდით შესაძლებლობა რომ გქონოდათ, სხვა ეპოქის მნიშვნელოვან მოღვაწეებთან გქონოდათ საუბრის საშუალება? 
მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძესთან. 🤔
ჯეოლაბის ლექტორებმა განახორციელეს პროექტი “კიბერგალაკტიონი”, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ეს გამოცდილება.
#კიბერგალა არის პირველი ქართული ბოტი, რომელიც საქართველოს ფარგლებში შეიქმნა! 🤗
სად და რომელ წელს დაიბადა გალაკტიონი? მსგავს კითხვებზე პასუხის მისაღებად აღარ არის საჭირო დაკარგოთ დრო ინტერნეტსივრცეში ძიების მცდელობაში. 🔍
სჯობს, ეს ყველაფერი თავად http://cybergala.me/ ჰკითხოთ, რომელსაც თქვენთვის ყოველთვის სცალია და მზადაა გიპასუხოთ ნებისმიერი რაოდენობის კითხვაზე.🧐

კიბერგალას შეგიძლიათ ესაუბროთ საიტზე:http://cybergala.me/chatbot/Index/1/გალაკტიონ-ტაბიძე

четверг, 3 января 2019 г.

კომპიუტერული უსაფრთხოების წესები მოზარდებისათვის

ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საინტერესო და სახალისო სამყაროა, რომელსაც, თავის მხრივ, ახლავს ფარული საფრთხეები.
დაეთანხმეთ ამ გამონათქვამებს:
1. არ გავცემ ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა ჩემი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამუშაო ადგილი/ტელეფონის ნომრები, ჩემი სკოლის მისამართი და დასახელება ჩემი მშობლების ნებართვის გარეშე.
2. დაუყოვნებლივ ვაცნობებ მშობლებს თუკი გადავაწყდი ისეთ ინფორმაციას, რომელიც არაკომფორტულად მაგრძნობინებს თავს.
3. არაფრით არ დავთანხმდები ონლაინ გაცნობილ პიროვნებასთან შეხვედრას ჩემი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი ჩემი მშობლები შეხვედრის ნებას დამრთავენ, შეხვედრას დავნიშნავ ხალხმრავალ ადგილას და თან წავიყვან მშობელს.
4. არასდროს არ გავუგზავნი ონლაინ გაცნობილ პიროვნებას ჩემს სურათს ან რაიმე სხვა დოკუმენტს ჩემს მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
5. არ გავცემ პასუხს ისეთ მესიჯებს, რომლებიც თავს უხელხულად და არაკომფორტულად მაგრძნობინებს. ჩემი ბრალი არ იქნება თუკი ესეთი ტიპის მესიჯებს მივიღებ. ასეთი მესიჯების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვაცნობებ ჩემს მშობლებს.
6. გავესაუბრები მშობლებს და ერთად შევიმუშავებთ იმ წესებს, რომლებსაც გამოვიყენებ ინტერნეტში მუშაობის დროს და აგრეთვე მობილურის სარგებლობის დროსაც. ჩვენ შევთანხმდებით იმ დღეზე და დროზე თუ როდის შემეძლება ონლაინ ყოფნა და იმ საიტებზე რომლებსაც მოვინახულებ. ამ წესებს არ დავარღვევ მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
7. ჩემი მშობლების გარდა არავის გავუნდობ ჩემს პაროლებს (ჩემს საუკეთესო და უახლოეს მეგობარსაც კი).
8. ახალი პროგრამის გადმოწერამდე ან დაყენებამდე აუცილებლად ვკითხავ ნებართვას ჩემს მშობლებს. აგრეთვე ნებისმიერი ქცევის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემი ოჯახის კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რაიმე ზიანი მიაყენოს კომპიუტერს თუ მობილურ მოწყობილობას.
9. ვიქნები ინტერნეტის „მოწესრიგებული“ მომხმარებელი და არ ჩავიდენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც საზიანო იქნება სხვა მომხმარებლებისათვის. აგრეთვე არ ჩავიდენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
10. დავეხმარები ჩემს მშობლებს და ავუხსნი თუ როგორ უნდა გაერთონ ინტერნეტის მეშვეობით და ვასწავლი მათ ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებას. ეს რჩევები დაგეხმარება, უსაფრთხოდ გამოიყენო ინფორმაციული ინტერნეტ სივრცე!
 ყოველთვის:

  •  იყავი ფრთხილი და იფიქრე, თუ ვის უგზავნი ფოტოს. შეიძლება ვინმემ შენი ფოტო არასწორი მიზნებისთვის ან ბოროტად გამოიყენოს. 
  •  უთხარი შენს მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს, თუ ისეთ ინფორმაციას წააწყდები, რაც დისკომფორტს გიქმნის. 
  •  დაეკითხე შენს მასწავლებელს ან მშობელს, სანამ რაიმე პროგრამას გადმოიწერ, დააინსტალირებ ან გააკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება დააზიანოს შენი კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის პირად ინფორმაციას. 
  • სოციალური ქსელის სწრაფ მესინჯერში (IM) დარეგისტრირებისას დააყენე ისეთი პარამეტრები, რომელიც შენს გვერდს "პირადს" გახდის. 
  •  იყავი ონლაინსივრცის კარგი "მოქალაქე". არასდროს გააკეთო ისეთ რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს ან კანონსაწინააღმდეგო იქნება. 
  •  დაეხმარე შენს მშობლებს, გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი შემეცნებისა და გართობის მიზნით. მიაწოდე მშობლებს ინფორმაცია ინტერნეტის, კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ. 
  •  დაბლოკე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც არ გსურს საუბარი. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, ჰკითხე მასწავლებელს, მშობელს ან სანდო მეგობარს.

არასოდეს: 
  •  გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას - ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. 
  • დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. 
  •  დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ "ინტერნეტმოძალადეების" ყურადღებას მიიპყრობს. 
  •  უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ. 
  •  არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა ("პაროლი") შენი მშობლების გარდა. მობილური ტელეფონები და ინტერნეტით დაშინება/მუქარა დღესდღეობით მობილური ტელეფონი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონით ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, ვიყენებთ კამერას, რადიოს, კომპიუტერს და სხვ. ეს საშუალებები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება მათი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

მოზარდთა ინტერნეტ-დამოკიდებულება


ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს განსაზღვრული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს.

ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ექიმები უკვე დაავადებად აღიარებენ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომლის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას. ინტერნეტ დამოკიდებულება მრავალი ფიზიკური  დაავადების მაპროვოცირებელია – ხერხემლის გამრუდებით დაწყებული ტვინის მოქმედების დარღვევით დამთავრებული. ცნობილია, რომ იწვევს თავის ტკივილს და უძილობას.
უფრო საშიშია ფსიქოლოგიური  აშლილობები. ინტერნეტ–დამოკიდებულება იწვევს აგრესიას, უჩვეულო განრისხებას და ფსიქოზს, ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მახინჯდება ფასეულობების სიტემა, ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ურჩევნიათ, ამიტომ სოციალურად დეზორიენტირებულნი ხდებიან. ცხოვრება მათთვის უაზრო ხდება.
 გაჩნდა სატირული ნახატებიც, რომელიც დაგვაფიქრებს რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.


2018 წლის გამორჩეული ტექნოლოგიური სიახლეები

 ვირტუალური რეალობა, ინტერიერის სისტემების ინოვაციები და რობოტიკა ის სფეროებია, რომლებშიც 2018 წელს ბევრი მიღწევა აღინიშნა.  ქვემოთ მოყვანილი სიახლეები იმ საინტერესო გაჯეტებს გაგაცნობთ, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა მომხმარებელს გასული წლის განმავლობაში  წარუდგინეს.
ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Go
კომპანია Facebook-მა 2018 წლის მაისში Xiaomi-ისა და Qualcomm Technologies-სთან ერთად გამოუშვა.

მოწყობილობა უსადენოა და სრულად ავტონომიურია: მისი მოხმარებისას არ არის საჭირო ნოუთბუქი, არც ტელეფონი და არც სხვა გარე ტექნოლოგია, რადგან კომპიუტერული სისტემა (ოპერატიული მეხსიერება 32gb, 64gb მოდელის შესაბამისად) მასშია ინტეგრირებული. სმარტფონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როცა მომხმარებელი სპეციალური პროგრამით სათვალეში თამაშებს ან ვირტუალური რეალობის სხვა ტიპის კონტენტს აინსტალირებს.
2018 წელს კომპანია Jabra-მ გამოუშვა წყალგამძლე ჭკვიანი ყურსასმენები


Elite Active 65 (სიხშირის დიაპაზონი 20ჰც-20კჰც), რომელიც გათვლილია სპორტული ცხოვრების წესით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის.

Elite Active 65-ით შესაძლებელია მუსიკის მოსმენა, ტელეფონზე საუბარი და ვირტუალური თანაშემწეების – Siri-ის Alexa-სა და Google Assistant-ის სერვისებით სარგებლობა. სრული დატენვის შემთხვევაში 15 საათის განმავლობაში მუშაობს.
მინი-რობოტი Vector კომპანია Anki-ს პროდუქტია

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოწყობილობა თავისუფლად გადაადგილდება, გვერდს უვლის ყველანაირ წინაღობებს, ხედავს, არჩევს და იმახსოვრებს სახეებს.
მოწყობილობის ფუნქციები: აყენებს ტაიმერს, იღებს 360-გრადუსიან ფოტოებს, მომხმარებელს აწვდის  ამინდისა და სხვა ტიპის ინფორმაციას ინტერნეტიდან. ბოლო განახლების შემდეგ მას დაემატება ვირტუალური თანაშემწე Alexa, რის შედეგადაც შეიძენს „შეხსენებების“ ფუნქციას, დაუკავშირდება ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს (განათებას, თერმოსტატს და ა.შ.)

პრეზენტაცია CES 2018-ის ფარგლებში შედგა. მოწყობილობაში ინტეგრირებულია ვირტუალური თანაშემწე Bixby, რის შედეგადაც მომხმარებელი საკუთარ მაცივარს ხმოვანი ბრძანებებით მართავს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიდეოს ნახვა ან ტელევიზორის ყურება, მუსიკისა და რადიოს მოსმენა, ინტერნეტში შესვლა და ა.შ.  
საინტერესოა ისიც, რომ მაცივარი სხვადასხვა რეცეპტების რჩევებსაც იძლევა, ხოლო თუ რომელიმე პროდუქტი მასში არ ინახება, მას ინტერნეტმაღაზიაში უკვეთავს. Samsung Family Hub „ჭკვიანი სახლის“ სხვა მოწყობილობებსაც მართავს.
 ბრიტანულმა კომპანია Kino-mo-მ 2018 წელს მომხმარებელს წარმოუდგინა კედელი, რომელიც ვენტილატორებისგან და  RGB LED განათებისგანაა აწყობილი.


კედელი 3D ფორმატში 3 მეტრის სიგრძის მოცულობით გამოსახულებას ქმნის, რომელსაც ადამიანის თვალი ჰოლოგრამად აღიქვამს. ამჟამად ტექნოლოგია არ იყიდება.  მწარმოებლების თქმით, პროდუქტი Business to business სექტორზეა გათვლილი და ორიენტირებულია ისეთი სფეროებზე, როგორებიცაა: სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კლუბები, ივენთ-ორგანიზატორები, საგანმანათლებლო და სადაზღვევო ორგანიზაციები, ბანკები, აეროპორტები  და ა.შ.

пятница, 28 декабря 2018 г.

კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით

ყველამ კარგად იცით, რომ კლავიატურა კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად არსებობს. შედგება 101-103 ღილაკისაგან, სადაც წარმოდგენილია სიმბოლოები, ასოები და ციფრები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თქვენგანი მას ყოველ დღე და დღის უმეტეს ნაწილში მოიხმართ, ბევრი ღილაკის ფუნქციის შესახებ არ გეცოდინებათ. მაგალითად რისთვისაა საჭირო ღილაკი Win? სწორედ დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ აუცილებელ ფუნქციებს, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით.
კლავიატურა-ის სურათის შედეგი

1. Win –"Start" მენიუს იძახებს მყისიერად.
2. Win + B –ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სასურველი ნახატი სისტემურ პანელში და კურსორის მეშვეობით გადართოთ სხვა ნახატებზე.
3. Win + D –ეს კომბინაცია გაჩვენებთ სამუშაო მაგიდას– "Desktop"–ს.
4. Win + E –გაგიხსნით Windows Explorer–ს.
5. Win + F –ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ გახსნათ "ძიება" მაუსის გამოყენების გარეშე.
6. Win + L –ასეთი კომბინაცია ბლოკავს კომპიუტერს.
7. Win + M –თუ გსურთ ყველა ფანჯრის დახურვა, გამოიყენეთ ეს კომბინაცია.
8. Win + P –ეს გაძლევთ საშუალებას გადართოთ რეჟიმი დამატებით მონიტორზე. (როდესაც გამყოფი სადენის მეშვეობით კომპიუტერს მიერთებული აქვს ტელევიზორი ან მონიტორი)
9. Win + R –ხსნის "Run" სასაუბროს.
10. Win + T – ააქტიურებს "Taskbar"–ს.
11. Win + U –"წვდომის გამარტივების ცენტრი" გაიხსნება.
12. Win + X –Windows 7–ის შემთხვევაში იხსნება მობილური მოწყობილობის ცენტრი. Windows 8–ის შემთხვევაში კი Start მენიუ.
13. Win + Pause –ხსნის "System Properties"–ს.
14. Win + F1 –ეს კომბინაცია ხსნის Windows–ის დახმარებას.
15. Win + Ctrl + 1 + 2 + 3 –იძლევა საშუალებას სხვადასხვა ფანჯარა გადართას ერთი და იგივე პროგრამაზე.
16. Win + ისარი ზემოთ –ამ ღილაკების კომბინაცია საშუალებას იძლევა ფანჯრის მთელს ეკრანზე გაფართოვების. (ზრდის და ამცირებს ფანჯარას)
17. Win + ისარი მარჯვნივ ან მარცხნივ –გადააქვს ფანჯარა ეკრანის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
18. Win + Shift + ისარი მარჯვნივ ან მარცხნივ –საშუალებას იძლევა ფანჯარა გაიტანოს სხვა მონიტორზე. (როდესაც გამყოფი სადენის მეშვეობით კომპიუტერს მიერთებული აქვს ტელევიზორი ან მონიტორი)
19. Win + Space –Windows 7–ზე ეს კომბინაცია საშუალებას გაძლევთ გადახვიდეთ "Desktop"–ზე.
20. Win + Key + –ეს კომბინაცია ზრდის ეკრანის მასშტაბს.
21. Win + Key – –ეს კომბინაცია კი ამცირებს ეკრანის მასშტაბს.

четверг, 27 декабря 2018 г.

ტექნოლოგიებთან ურთიერთქმედების 7 საინტერესო მეთოდი

მალე ახალი ინტერფეისის მქონე ასტეროიდი ჩაანაცვლებს პრეისტორიულ მაუსს და კლავიატურას
50 წლის წინ კომპიუტერული მეცნიერების პიონერმა დუგ ენგელბარტმა გამოვლინა ახალი ტექნოლოგიების სერია, რომელიც მოიხსენიება ასეთი ფრაზით „დემოების დედა“. კომპიუტერის მაუსის, გრაფიკული იუზერ ინტერფეისის, ჰიპერტექსტის, ვიდეო კონფერენციის და ა.შ. დემონსტრირება იყო Macintosh-ის, iPhone-ის და iPad-ის გამოქვეყნების Apple-ის თანამედროვე მოვლენის ექვივალენტი.
ენგელბერტის დემოდან ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ, კვლავ კომპიუტერულ ურთიერთქმედებებს ვეყრდნობით, რომელიც პირველმა მან შემოიტანა. თუმცა კომპიუტერთან ურთიერთქმედების გზები იცვლება, მართალია ნელა, მაგრამ ნამდვილად. ამიტომ გვერდზე გადადეთ მაუსი და კლავიატურა, რადგან წარმოგიდგენთ მანქანებთან ურთიერთქმედების 7 გზას, რომლებიც უახლოეს ათწლეულებში გამოჩნდება.
ხმით კონტროლი
დავიწყოთ ყველაზე აშკარა გზით. რამდენიმე წლის წინ ხმით კონტროლი შეზღუდული იყო. იმ დროს როცა ის ტექსტის ტრანსკრიბციისთვის საკმარისი იყო და ცუდი მხედველობის ადამიანებისთვის სასარგებლო და ხელმისაწვდომი იარაღი, ძალიან ცოტა ადამიანი იყენებდა მას. ისინი კომპიუტერთან საუბრის ნაცვლად, ისევ მაუსით აგრძელებდნენ მუშაობას.
დღეს ეს უკვე ახდენილი ოცნებაა. ხელოვნური ინტელექტის მოსინჯვით, ჭკვიანი სპიკერები, როგორიცაა Google Home და Amazon Echo არა მხოლოდ იგებენ ჩვენს საუბარს, არამედ ამ საუბრიდან აზრიც გამოაქვთ. ხმით კონტროლს შეუძლია დააჩქაროს კომპიუტერთან ურთიერთქმედება. ამისთვის საჭირო აღარ არის მისი გამოყენებისთვის კომპიუტერის წინ დიდ ხანს ჯდომა.
ტექნოლოგია ასევე ამცირებს მონაცემების შეტანის ბარიერს, რადგან მანქანა თვითონ ასრულებს დავალებას ყოველდღიური სიტყვების გამოყენებით. ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე ხალხს ასწავლო სხვადასხვა კომპიუტერის ოპერაციული სისტემები და პროგრამული განლაგებები.
ემოციების შეგრძნება
კარგია, როცა მანქანას შეუძლია იმის გაკეთება, რასაც სთხოვ. უკეთესია, როცა მანქანა თვითონ ხვდება რისი გაკეთება გსურთ, სანამ ამას სთხოვთ. აქ სწორედ, ემოციების თვალთვალის ტექნოლოგიას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდება ინტერფეისი, ვიდრე ინტერფეისი საკუთარი უფლებები, ემოციის შეგრძნება დაეხმარება მომხმარებლებს შესაბამისი შეთავაზებების გადმოცემაში, რომელიც იმაზეა დაფუძნებული, თუ როგორ გრძნობთ თავს იმ კონკრეტულ მომენტში.
იცით თუ არა თქვენი მუშაობის ოპტიმალური დრო, რომელიც თქვენს პროდუქტიულობაზეა დაფუძნებული?
აანალიზებთ ბეჭდვის პროცესს, რომ განსაზღვროთ თქვენი ხასიათი და მოიძიოთ შესაბამისი აპლიკაციები?
ემოციის შეგრძნება ყველაფერ ამაში დაგეხმარებათ.
შეგრძნება ჟესტებით
ჩვენ უკვე ვიყენებთ ჟესტებს ჩვენი მოწყობილობების კონტროლისთვის, მაგრამ ამ სფეროში კიდევ ბევრის გაკეთება შეიძლება. ასე მაგალითად, მანქანები, იმიჯის ცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლია უკეთესად ამოიცნოს ხელების და სხეულის მოძრაობა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეკრანთან ფიზიკურად კონტაქტი არ გვაქვს.
კინექტის ტიპის მოწყობილობებმა ეს უკვე აღმოაჩინეს თამაშების სფეროში, მაგრამ Apple-ის მსგავსმა კომპანიებმაც აღმოაჩინეს ეს უფრო სერიოზული პროდუქტიულობაზე-ორიენტირებული აპლიკაციებისთვის.
იმიჯის ამოცნობის გარდა, ჩანერგილი იმპლანტები კიდევ ერთი სავარაუდო გზა არის ჭკვიან მოწყობილობებთან ურთიერთმოქმედებისთვის ხელის დაქნევაზე ცოტა მეტის გაკეთებით. წარმოგიდგენიათ თქვენს სხეულში ჩამონტაჟებული ჩიპი? მაშინ წარმოიდგინეთ მსგავსი ტექნოლოგია…
სენსორული ზედაპირები
გახსოვთ რეპერ ტრინიდად ჯეიმსის 2012 წლის სიმღერა „All Gold Everything?“ მომავალში თამაშის სახელწოდება იქნება „ყველაფერი სენსორული“.
მკვლევარები, რომლებიც Carnegie Mellon-ის მსგავს ადგილებზე მუშაობენ, ეძებენ ისეთ გზებს, რომ ყველანაირი ზედაპირი, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება – მერხებიდან დაწყებული თქვენი სახლის მთლიანი კედლებით დამთავრებული – სენსორულზედაპირებად გადააქციონ. რატომ უნდა შევზღუდოთ სენსორული ურთიერთქმედება სმარტსაათებით ან კომპიუტერული ტაბლეტებით, როცა პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება იყოს სენსორული?
განსაკუთრებით როცა „ჭკვიანი სახლი“ ვითარდება, ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს ვირტუალური ღილაკებით ვაკონტროლოთ შემოგარენი. შედეგები კომპიუტერული მეოცნების მარკ ვაისერის განცხადების სრულყოფილი რეალიზაცია იქნება. ის ამბობს, რომ ყველაზე სრულყოფილი ტექნოლოგიები ისინია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე არიან შემოჭრილი, რომ მათი გამორჩევა შეუძლებელია.
წინასწარი შეხება
დღევანდელ დაკავებულ სამყაროში ვის აქვს იმის დრო, რომ სენსორულ ეკრანს შეეხოს? მართალია – არავის. სმარტფონის შემქმნელები – Samsung-დან დაწყებული Apple-ის ჩათვლით აქტიურად იკვლევენ წინასწარი შეხების შეგრძნებას. (Samsung-ის ამჟამინდელი Air Gesture ტექნოლოგია ერთი ადრეული განხორციელებაა.)
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თვალყური ადევნოთ თქვენს თითებს, როცა ისინი ეკრანზე გადაადგილდებიან და შემდეგ იმოქმედოთ შესაბამისად. ფუნქციონალური თვალსაზრისით მას შეუძლია იმუშაოს Apple-ის 3D Touch მახასიათებლის მსგავსად iPhone-თვის აპლიკაციებით ან ფაილებით, რომლებსაც შეუძლია პატარა მიმოხილვა შემოგვთავაზოს იმაზე, თუ რა ხდება შიგნით, სანამ მათ რეალურად გახსნით. ამის გასაკეთებლად მხოლოდ ეკრანს უნდა შეეხოთ.
ვირტუალური რეალობა
ვირტუალური და გაზრდილი ტექნოლოგიები ჩვენი მოწყობილობების მართვის ახალი გზების მთელ სამყაროს ხსნის. გსურთ თქვენს გარშემო დაუსრულებლად იყოს MacOS ეკრანები მულტი დავალებების შესასრულებლად? წარმოგიდგენიათ ვირტუალურ სამყაროში სამ-განზომილებიანი ობიექტების შექმნა? ოცნებობთ ობიექტის ან მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის გამოძახებაზე მათზე მხოლოდ შეხედვით? AR და VR ამ ყველაფერს შესაძლებელს გახდის.
დაამატეთ ტაქტილური კონტროლერები ვირტუალური გამოცდილების ცხოვრებისეულად გადასაქცევად და ეს იქნება ერთერთი ყველაზე ამაღელვებელი ოფცია სიაში.
ტვინის ინტერფეისი
საბოლოო კომპიუტერული ინტერფეისი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელმაც ჩვენთვის დავალების მოფიქრების და მისი დაუყოვნებლივ შესრულების გარდა, ჩვენგან არაფერი არ უნდა მოითხოვოს. ტვინის ინტერფეისმა ძალისხმევის გარეშე უნდა შეასრულოს ჩვენი დავალებები, ამასთანავე საშუალება უნდა მოგვცეს ჩვენს გარშემო არსებული მოწყობილობებიდან მივიღოთ უზარმაზარი ინფორმაცია.
DARPA-ს ტიპის ჯგუფებმა გამოიკვლიეს ტვინის ინტერფეისები, მაშინ როცა რეალური რკინის კაცის ილონ მასკის მიერ შემოგვთავაზებული Neuralink ტექნოლოგია გეგმავს სამომხმარებლო კიბერნეტიკული იმპლანტების შექმნას, რომლებიც ნამდვილ კიბორგებად გადაგვაქცევს.
წყარო:
https://ge.itstep.org/news-slider/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A5/