Страницы

воскресенье, 16 июня 2019 г.

გამოკითხვის დამატება ბლოგზე


ბლოგზე გამოკითხვის შესაქმნელად ვასრულებთ შემდეგ მოქმედებებს: ჯერ შევდივართ ჩვენ ფოსტაზე და გადავდივართ დრაივში გამოკითხვის ფორმის შესაქმნელად. ამისთვის ვაწკაპებთ New და გამოსულ ველში ვირჩევთ გამოკითხვის ფორმას  Google Forms





 

გამოვა ფორმა დაასათაურებთ, შეიტანთ  კითხვებს და არ დაგავიწყდეთ სავალდებულო ველის ანთება, ეს იმიტომ რომ საჭიროა ამ კითხვაზე აუცილებლად გაიცეს პასუხი და არ გამოგიტოვონ.

 


ამის შემდეგ ემბედ კოდის მისაღებად, რომელიც უნდა ჩავაშენოთ ბლოგზე უნდა დავაწკაპოთ „გაგზავნა“ და გამოვა ასეთი ფანჯარა,  სადაც უნდა ავირჩიოთ კოდის მოსაცემი ველი "<>" 

 

მოვინიშნავთ მიღებულ ველს და დავაკოპირებთ კონტაქტური მენიუს საშუალებით (მაუსის მარჯვენა ღილაკი უნდა მივიტანოთ კოდთან და ამ კოდზე დაწკაპებით გამოვა კონტაქტური მენიუ და მასშია რის copy)

 

გადავდივართ ბლოგზე და ვირჩევთ ახალ ჩანართს (ეს შეიძლება მანამდედაც გქონდეთ გამზადებული, ან ველი გქონდათ წინასწარ შექმნილი)  pages მასზე დაწკაპებით გამოსულ ჩანართში უნდა ავირჩიოთ  new page



გამოსულ ახალ ფურცელზე უნდა ავირჩიოთ html ველი და ის ჩვენი დაკოპირებული კოდი ჩავაშენოთ ანუ ჩავსვათ კონტაქტური მენიუს გამოყენებით paste. (მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებიგამოვა ველი და იქ ვინიშნავღ ჩასმას paste)


 სანახავად როგორი გამოვიდა და ჩაისვა თუ არა ჩვენი გამოკითხვა გადავიდეთ  compose ველში ჩვენ მივიღეთ გამოკითხვის ფორმა რომელიც უნდა დავადასტუროთ „publish” ღილაკით


ყველაფერი რიგზეა თუმცა თუ არ ავუნთეთ ღილაკი ამ ახალშექმნილ ჩანართს არაფერი გამოჩნდება ბლოგზე. ამისათვის გადავდივართ ჩვენ ბლოგზე, აუცილებლად ჩვენი გვერდიდან და სადაც მენიუს ჩამონათვალია მოვძებნით ასეთ ველს “შეცვლა“ . 



მასზე დაწკაპებით ჩამოიშლება ის მენიუ რაც გვაქვს ამ ბლოგზე ჩანართების სახით
ამ ველში  გამოკითხვის ფორმას უნდა ავუნთოთ თოლიის ნიშანი მასზე დაწკაპებით
და დავადასტუროთ შენახვით „save”  . 


ბლოგზე გამოჩნდება ჩვენი გამოკითხვის ფორმა, გისურვებთ წარმატებებს.

 

ბლოგზე გამოჩნდება ჩვენი გამოკითხვის ფორმა.

გისურვებთ წარმატებებს.

суббота, 15 июня 2019 г.

მზადება ექსკურსიისთვის - მე-6 ბ კლასი


ჩემო ბარტყებო ვემზადებით ექსკურსიისთვის, ყველასათვის  საყვარელ მწერლის სახლ-მუზეუმს უნდა ვეწვიოთ. იცით რაც უნდა მოამზადოთ, აქვე გთავაზობთ სლაიდ-შოუს ნოდარ დუმბაძის შესახებ. გვექნება ინტელექტუალური კითხვები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და მისი ნაწარმოებების ირგვლივ.  აბა თქვენ იცით <3




მე-15 სლაიდში ნოდარ დუმბაძის ვიდეოკადრებია ჩასმული. იგი სინდისის ძარღვის გაწყვეტაზე საუბრობს: “ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე “იოლია” ძალიან ცხოვრება...
–ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვს და ნუ “გაიიოლებ” ცხოვრებასო…"


"ვცდილობ, რომ ნამუსის ეს შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს,” – ნოდარ დუმბაძე

среда, 12 июня 2019 г.

პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე

პრეზენტაციის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად საჭიროა პრეზენტაცია  ავტვირთოთ Google Drive-ში, 



ატვირთული  პრეზენტცია უნდა გავხსნათ Google Slides-ით, ამისთვის სლაიდზე მივიტანთ მაუსს და დავაწკაპებთ მარჯვენა ღილაკზე მოვძებნით Open with და უნდა დავაწკაპოთ  Google Slides-ით გახსნას.














პრეზენტაციის გამოსაქვეყნებლად ავირჩოთ მენიუდან File ბრძანება Publish to the web და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში დავიწყოთ გამოქვეყნება Start publishing ღილაკით. 




მასზე დაწკაპებით გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ პრეზენტაციის ზომა Small, შემდეგ  "ჩაშენება" დავადასტუროთ ღილაკით Ok. 





 Embed კოდის მისაღებად გამოვა ფანჯარა და კონტექსტური მენიუდან ავირჩოთ და მოვნიშნოთ   Copy-ით მოცემული კოდი.



 ეს  Embed კოდი უნდა გადავიტანოთ ბლოგზე. ამისათვის უნდა გადავიდეთ ბლოგის ჩანართზე და ავირჩიოთ ახალი პოსტი New post ბრძანებით. Embed კოდის ჩასასმელად გავააქტიროთ HTML რეჟიმი













ბრძანება Paste გამოყენებით ჩავსვათ უკვე გამოქვეყნებული პრეზენტაციის დაკოპირებული Embed code.












გადავიდეთ Compose რეჟიმში, სადაც ვიზუალურად დაინახავთ ჩასმულ პრეზენტაციას. პრეზენტაციის გამოქვეყნების დასასრულებლად დავაჭიროთ ღილაკს Publish და ღილაკით View blog დავათვალიეროთ ჩვენს მიერ შექმნილი პირადი ბლოგი. 




თქვენი პრეზენტაცია გამოქვეყნებულია .

вторник, 4 июня 2019 г.

დოკუმენტის დანომრვა

Word–ში ალბათ ხშირად გვჭირდება ფურცლების გადანომვრა, მაგრამ  პირველ ფურცელს (თავფურცელს) ხშირად არ ნომრავენ.  გვერდების დანომრვისას, სასურველია გვერდის ნომერი (ჩვეულებრივ, #1) თავფურცელს არ ეწეროს. ამის გაკეთება MS Word-ში საკმაოდ ადვილია.
პირველ რიგში უნდა დავნომროთ ჩვენი დოკუმენტი . ამისათვის დაგვჭირდება Insert –> Page Number  –>  Bottom of the Page  ეს მესამე  განსაზრვრავს რომ დანომვრა მოხდეს ფურცლის ქვემოთ



დოკუმენტი გადანომრილია. თუმცა ჩვენ გვინდა თავფურცელს ნომერი არ ეწეროს, ამიტომ  ორჯერ ვაწკაპებთ გვერდის ნომერზე (ანუ 1 რიცხვზე).




ზემოთ უნდა გამოჩნდეს desing მენიუ და გამოსულ ფანჯარაში  უნდა მოვნიშნოთ Different First Page (უბრალოდ ავუნთოთ თოლიის ნიშანი) ეს გააქრობს პირველ გვერდზე ნომერს 



ამის შემდეგ 2-ჯერ ვაწკაპებთ მეორე გვერდზე N2-იანს. მასზე კვლავ უნდა დავაწკაპოთ მაუსის მარცხენა ღილაკი.  გამოსულ მენიუში ვირჩევთ "format page numbers"



გამოსულ ფანჯარაში უნდა მოვინიშნოთ მეორე დანართი და ველში ავკრიბოთ  ციფრი "0" და დავადასტუროთ ''ok"



ჩვენი დოკუმენტი მზად არის .

воскресенье, 26 мая 2019 г.

როგორ მოვაშოროთ წითელი ხაზები ვორდის ფაილში დაკოპირებულ ტექსტს Microsoft Word-ში

ალბათ, ხშირად გქონიათ როცა დაკოპირებულ ტექსტს მიყვება წითელი ხაზები და ვერანაირად აქრობთ. ასეთ შემთხვევაში შევეცდები დაგეხმაროთ.  დააკოპირეთ ტექსტი და ჩასვით word-ის დოკუმენტში, თუ მას წითელი ხაზები მოყვება ამის  შემდეგ უნდა შევიდეთ file მენიუში

 

მოვძებნით options,

 


 გამოსულ ფანჯარაში proofing დავაწკაპებთ.




ახალ ჩანართში ვიპოვით "when correcting spelling and grammar in word"



მოვუხსნით ყველას თოლიის ნიშანს მასზე დაწკაპებით და ბოლოს დავადასტურებთ ok ღილაკით.



თქვენ დოკუმენტში წითელი ხაზები გაქრება.

იხილეთ ვიდეო ინსტუქციაც

среда, 22 мая 2019 г.

კვლევის პრეზენტაცია

კვლევის  სათაური:
კოლეგებს ანგარიში წარვუდგინე პრეზენტაციის სახით (იხილეთ ტექსტის ბოლოს), სადაც დეტალურად განვიხილე კვლევის ეტაპები: შერჩეული თემის მნიშვნელობა, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები. შედეგები წარვადგინე როგორც ცხრილების ასევე დიაგრამების სახით. მივაწოდე ინფორმაცია, რომ კვლევის თითოეულ ეტაპზე დაცული იყო ეთიკური საკითხი. ჩემი, როგორც მკვლევარის მხრიდან კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე საკვლევი საკითხი და განვსაზღვრე კვლევის მიზანი. შეთანხმებით მოხდა ინტერვენციების დაგეგმვა და მის ფარგლებში გამოსაყენებელი რესურსების შერჩევა. შევეცადე ყველა განხორციელებული აქტივობა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩარჩოში მომექცია. ამაში დამეხმარა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. შევეცადე კვლევის ანგარიშში წარმომედგინა სრული ინფორმაცია  განხორციელებული კვლევის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოთქვეს მოსაზრებები.
პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი: ისინი ამბობდნენ რომ მოეწონათ კვლევა,  უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს შემაჯამებელი დავალების მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნეს  რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები ძალიან დაეხმარათ შემაჯამებელი დავალების კარგად შესრულებაში.
მშობლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ რომ კვლევა მოეწონათ, კვლევის შედეგები აისახა მათი შვილების წარმატებაზე, მოსწავლეთა მხრიდან საგრძნობლად შეიმჩნეოდა დაინტერესება და მზაობა შემაჯამებელი დავალებების დადებითად შესრულების კუთხით. აღნიშნეს რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას.


კვლევის გაზიარების შემდეგ კოლეგებისგან მივიღე საინტერესო და დადებითი უკუკავშირები, მათ აღნიშნეს:

  •        კვლევა იყო საინტერესო;
  •        კვლევის შედეგებს კოლეგები გამოიყენებენ პროფესიული განვითარებისთვის
  •        ინტერვენციები იყო მრავალფეროვანი და ზუსტად მორგებული პრობლემას;
  •        ანგარიშის სტრუქტურა თვალსაჩინო და თანმიმდევრული იყო;
  •        კვლევაში გამოყენებულ ინტერვენციებს გამოიყენებენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული კვლევა  სტიმულია ჩემთვის, რადგან ვფიქრობ ამ კუთხით კვლავ განვაგრძო მუშაობა.  საინტერესო იქნებოდა მომავალ სასწავლო წელს ამ კლასში მუშაობა და მსგავსი ინტერვენციების განხორციელება, მაგრამ ვინაიდან მე-7 კლასში არ ისწავლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სხვა საგნის პედაგოგთა მხრიდან პრობლემაზე დაკვირვება და შედეგებზე მსჯელობა საინტერესო იქნებოდა.    
     
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კოლეგების მოსაზრებები:

ü   კვლევის მიზანი აქტუალური და   მნიშვნელოვანია. მასწავლებლის მიერ გაწეული   სამუშაო შრომატევადი და საინტერესოა. კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია პედაგოგთა მხრიდან.
üკვლევის ანგარიშის   მოსმენამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დამანახა მასწავლებლის პრაქტიკული კვლევის საჭიროება და  აუცილებლობა. როგორ შეუძლია მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება,  პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და   ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
ü    კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციების  დიდი ნაწილი მისაღები სიახლე იყო. კვლევის შედეგებმა მიმახვედრა, რომ გაწეული მუშაობის დიდი ნაწილი სავალდებულო აქტივობებად უნდა გადავაქციოთ სხვადასხვა კლასებში, რომ იგივე პრობლემა ჩვენს პრაქტიკაში კვლავ  არ გაჩნდეს.  

   კოლეგების უკუკავშირი ფასეული ჩემთვის, რადგან მათი აზრი და თანამშრომლობის
ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის, სწავლის პროცესის
გაუმჯობესებისთვის გასათვალისწინებელია.
    ვფიქრობ, კვლევამ ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო როგორც საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე სკოლაში თანამშრომლობისა და სწავლა სწავლების
ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა შედეგების გაზრდას. კვლევის დროს მიღებულმა
გამოცდილებამ და მათმა პრაქტიკაში განხორცილებამ ხელი შემიწყო გამეზარდა
მოსწავლეთა დაინტერესება შემაჯამებელი დავალების შესრულების ხარისხზე
 და შესაბამისად გამეუმჯობესებინა აკადემიური მოსწრებაც.

   ვფიქრობ, კვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც
ვიმუშაო კვლევაზე საკუთარი და თანამშრომლების პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესების მიზნით და სასწავლო გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის.








იხილეთ დადებითად შეფასებული კვლევა




იხილეთ კვლევის სრული ვერსია https://drive.google.com/file/d/1Lkdt2Ko301ig5rqMYfHDOJe6Z6jubKN1/view

понедельник, 20 мая 2019 г.

სარჩევი

სარჩევი არის წიგნის ან ჟურნალის ნაწილი, სადაც რიგზე დასახელებულია შინაარსის თავები, სტატიები, გვერდების მითითებით. დოკუმენტის სარჩევი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. ის საშუალებას აძლევს მკითხველს, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას დოკუმენტის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ და იგი ამარტივებს, აჩქარებს დოკუმენტის შემადგენელი ნაწილების ძიებას (თავების, პარაგრაფების, ცალკეული სტატიებისა და სხვა განყოფილებების) თავისი ბუნებით სარჩევი მიმანიშნებელია. ის აკავშირებს განყოფილებების სახელწოდებებს გვერდების ნომრებთან, რომლებზეც ეს განყოფილებები თავსდება.
სარჩევის შექმნისათვის ჩვენ დაგვჭირდება References (1) ჩანართი, რომელშიც მოთავსებულია Table of Contents (2).  ამავე ჯგუფში Table of Contents უნდა დააჭიროთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც სარჩევის შაბლონების კოლექციაა შესაძლებელი.




კურსორი უნდა გადაიყვანოთ იქ სადაც გჭირდებათ ჩარჩევის ჩასმა. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტის დასაწყისში, აბ ბოლოში.  სასურველია სარჩევი ახალ გვერდზე დაიწყოს. დაფაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სარჩევის გამზადებული ვარიანტებიდან რომელიმე, მაგრამ მანამდე სარჩევის გასაკეთებლად თქვენ უნდა იცოდეთ სტილებთან მუშაობა, რომელიც განთავსებულია home ჩანართში. იმისთვის, რომ ჩვენი სარჩევი თავებთან ერთად ქვეთავებსაც მოიცავდეს უნდა განვასხვავოთ თავებისა და ქვეთავების სტილები. მაგალითად თავების სათაურისთვის სტილი:  Heading 1


მენიუს ეს პუნქტი სათაურს მიანიჭებს განსხვავებულ სტილს. ამ სტილით მონიშნული ტექსტები ვორდის მიერ თავის სათაურად აღიქმება.

ხოლო ქვეთავებისთვის უნდა მოვნიშნოთ   Heading 2. 


როცა ყველა თავს და ქვეთავს ასეთნაირად მოვნიშნავთ, კურსორი უნდა დავაყენოთ იმ ადგილზე სადაც გვინდა სარჩევის ჩასმა.  შემდეგ ვირჩევთ References ჩანართის ჯგუფში Table of Contents და  უნდა დააჭიროთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც სარჩევების ვარიანტებია შემოთავაზებული. ვირჩევთ სასურველს და მონიშნულ ადგილზე ჩაისმება ჩვენი შედგენილი სარჩევი თავებისა და ქვეთავების სტილების გათვალისწინებით. 



სარჩევის ჩასმის შემდეგ, შეგვიძლია მისი სათაური შევცვალოთ ჩვენი სურვილისამებრ.

დოკუმენტზე მუშაობისას ხანდახან სასურველია სარჩევის განახლება, იმისთვის, რომ იგი რეალურად ასახავდეს მიმდინარე მდგომარეობას. ამისთვის საჭიროა სარჩევზე დავდგეთ კურსორით და მენიუს შემდეგ პუნქტებს დავაჭიროთ:



ამ მონიშვნით ჩვენი სარჩევი მუდმივად განახლებული იქნება და ხელით არ მოგვიწევს გვერდების ნომრების ჩასწორება.


დამატებითი ინფორმაცია სარჩევის შესახებ სადაც ვიდეომასალაა შეიძლება მიიღოთ ამ ბმულიდან http://www.ict.tpdc.ge/video/62?ch=812



среда, 15 мая 2019 г.

სოციალური პროექტი: „ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს მახლობლად

პროექტი ეხებოდა შემდეგ პრობლემას ეკოლოგიური პრობლემების გათავისება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავებას. ვფიქრობ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩემი მოსწავლეები უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას ჩვენ გარემოს, განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ მათ სამეგობრო თუ სამეზობლო ჯგუფებზეც. პროექტის მიზანი იყო ბავშვებს დაენახათ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მათთვის დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, თამაში... გაეანალიზებინათ საფრთხეები, ეზრუნათ გარემოზე და იგივე მოეთხოვათ თანატოლებისა და უფროსებისგან. 
დასახული მიზნის მიღწევა მოხდა, ყველა დაგეგმილი აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა დაამუშავეს თეორიული მასალა, შეაგროცეს მონაცემები, დაახარისხეს მიღებული და მოძიებული ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები და დაამზადეს ფლაერები, მშობლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და დარგეს ნარგავები, ნახეს ფილმი დაბინძურებული მსოფლიოსა და შავი ზღვის შესახებ, ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ჩვენ პლანეტაზე ადამიანის მიერ არასწორი ჩარევა, ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილების შესახებ და დაგეგმეს მომავალი აქტივობები ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. 

ვფიქრობ პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ამ პროექტმა ხელი შეუწყო, როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. ყველა აქტივობა რაც დაგეგმილი გვქონდა განვახორციელეთ, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, გადაინაწილეს ფუნქციები, მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია, დაამზადეს ფლაიერები, რომელიც დაურიგდათ თემს (უბნის მოსახლეობას) . საინტერესო იყო ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ალფაიძის ლექცია სემინარი თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია“ .


ლექცია-სემინარზე ყურადღება გამახვილდა ოთხ მიმართულებაზე: დაბინძურება, გლობალური დათბობა, ოზონის შრე, ცხოვლეთა გადაშენება. მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ ლექციის მსვლელობისას გამართულ კითხვა-პასუხში. წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ფლაერების მომზადების პროცესი, დიდი იყო მონდომება და მოტივაცია. მათი დარიგების პროცესი და ინფორმაციის მიწოდება თემისძთის, ბავშვები მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არ შეიძლება დანაგვიანება, ყურადღებას ამახვილებდნენ ნარჩენების წვაზე. მის მავნე ზეგავლენაზე. წარმატებული იყო სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების პროცესი, ხეების დარგვა კი კულმინაცია აღმოჩნდა, მშობლებთან ერთად ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ეზოს გამწვანებაში.


ვფიქრობ პროექტი სასარგებლო გამოდგა ჩემი მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის. მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება, რაც დადებითად აისახება მომავალშიც, მოხდა მათი ერთმანეთთან დაახლოება , ერთმანეთის აზრის პატივისცემა, გუნდური მუშაობამ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივათ და რაც მთავარია პრობლემის გადაჭრის უნარებს შეუწყო ხელი. მოხდა მშობლებისა და მოსწავლეების საერთო მიზნისკენ გაერთიანება. როცა მშობელი ჩართულია სასკოლო ცხოვრებაშო ბავშვებიც უფრო თვითდაჯერებულნი არიან და უფრო მოტივირებულნიც. მჯერა ისინი ერთად იზრუნებენ გარემოზე და მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის. პროექტის ფარგლებში დავამზადეთ და დავბეჭდეთ თემატური ფლაერები. შემდეგ ეტაპზე კი მშობლებთან ერთად დავასუფთავეთ სკოლის ეზო და დავრგეთ ნერგები.


მუშაობის პროცესში გადავიღეთ ფოტოები შემდგომში შედარებისთვის, რა იყო და რა მივიღეთ. ბავშვებს ვასწავლე რომ მათი უფლებაა მოითხოვონ ყველაგან – იცხოვრონ და გაიზარდონ სუფთა და უსაფრთხო გარემოში. მოდიფიცირება არ მომხდარა ყველა აქტივობა განხორციელდა. დაგვეხმარა მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ალფაიძე და მოგვამარაგა ახალი ნარგავებით, რომელიც დაირგო სკოლის ეზოში. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის დახმარებით ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ პლასტმასის გარეშე“, მოსწავლეებმა გაიგეს რომ პლასტიკატის ბოთლების გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მისი წარმოება კი გარემოსათვის უდიდესი ზიანის მომტანი. ვფიქრობ პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია, თუმცა უკეთესი იქნებოდა დასუფთავების აქციაზე ჩაგვერთო სხვა კლასის მოსწავლეებიც და აღნიშნული პროექტისთვის მიგვეცა უფრო მასშტაბური სახე.

იხილეთ პროექტის გეგმა  https://teqnologiebi36.blogspot.com/2019/06/blog-post.html