Страницы

четверг, 28 февраля 2019 г.

ინტერნეტის შექმნის მოკლე ისტორია-სანდრო ასათიანი


ინტერნეტის შექმნის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ. მან მრავალი საფეხური გაიარა, ვიდრე საბოლოო, ჩვენთვის ნაცნობ სახეს მიიღებდა. მისი განვითარება შეგვიძლია რამდენიმე ეტაპად დავყოთ. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი 1969 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ერთმანეთისგან 640 კილომეტრით დაშორებულ ორ კომპიუტერს შორის პირველი ინტერნეტკავშირი შედგა. ამ შემთხვევაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით ინტერენტის პრეისტორიას მოგითხრობთ.
პრეისტორია
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ხელოვნური თანამგზავრი შექმნა და 1957 წელს დედამიწის ორბიტაზე გაუშვა, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ მიიჩნია, რომ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიები მაღალ დონეზე იყო განვითარებული და ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში ამერიკელებს ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა დასჭირდებოდათ. მანამდე არსებული სისტემების ერთ-ერთი ნაკლი ის იყო, რომ მათ სამართავი ცენტრი ჰქონდათ, ანუ ადგილი, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც მთელი სისტემა ითიშებოდა. მაგალითად, ტელევიზიაში ცენტრალური სააპარატო თუ გამოირთო, მთელი ტელევიზია გაითიშება. რადიოც იმავე პრინციპზეა აგებული. საჭირო იყო ისეთი ქსელის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა მართვის ერთიანი ცენტრი და რომელიმე სეგმენტის გათიშვის შემთხვევაში დანარჩენები შეუფერხებლად იმუშავებდა. ამ მიზნით დაარსდა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო – Advanced Research Projects Agency, ცნობილი როგორც ARPA. სწორედ იქ შეიმუშავეს ინტერენტის კონცეფცია.
ამრიგად, ინტერნეტის შექმნის იდეა ამერიკელ სამხედროებს ეკუთვნით, იდეის განხორციელება კი ამერიკულმა უნივერსიტეტებმა ითავეს. ასე შეიქმნა ინტერენტის წინამორბედი – ARPANET-ი.
პირველი ინტერნეტკავშირი
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA) მდებარეობდა, მეორე კი – სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI). ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა, სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს დაკავშირებოდა და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდში ბილ დიუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი ტელეფონით ამცნობდა კოლეგას.
პირველი ჩართვისას მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა (LOG) მოხერხდა, რის შემდეგაც ქსელმა ფუნქციობა შეწყვიტა. გადასაცემი სიტყვა იყო LOGON (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათ-ნახევრის შემდეგ მოხერხდა და მომდევნო ცდა წარმატებით დასრულდა. სწორედ ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ინტერნეტის მსგავსი ქსელების შექმნა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით მასში პირველი არაამერიკული ორგანიზაციები ჩაერთო (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან) და ქსელი საერთაშორისო გახდა. 1983 წელს კი „ინტერნეტი” ეწოდა ერთიან ქსელს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა.
თანამედროვე საკომუნიკაციო ქსელი
თავდაპირველად ინტერენტის საშუალებით მხოლოდ ინფორმაციის გაგზავნა და მიღება იყო შესაძლებელი. ეს იმ დროისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რადგან დიდი მოცულობის ინფორმაციის გაგზავნა და მიღება მანამდე მხოლოდ ფაქსით იყო შესაძლებელი. ფაქსით მრავალგვერდიანი ტექსტის გაგზავნა და მიღება, მოგეხსენებათ, რამდენიმე სირთულესთან არის დაკავშირებული, ინტერენტით კი ეს იოლად ხერხდება. გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია ერთი და იმავე დოკუმენტის ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაგზავნა, რის შესაძლებლობასაც ფაქსი, ასევე, მოკლებულია.
შექმნის მომენტში ინტერნეტი ცარიელი იყო; ამ რთული, მაღალტექნოლოგიური ქსელის მეშვეობით ადამიანები მხოლოდ ინფორმაციას უცვლიდნენ ერთმანეთს.
ტიმ ბერნერს ლის გამოგონება
ასე გაგრძელდა, სანამ ერთ მეცნიერს არ დაებადა იდეა, რომელმაც ინტერნეტი მილიონობით ადამიანისთვის შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცია. 1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), ტიმ ბერნერს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners Lee) ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია წარადგინა. იდეა, ერთი შეხედვით, მარტივი და დღევანდელი გადასახედიდან სავსებით ბუნებრივი იყო – ინტერნეტის მომხმარებლებს, ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია ერთმანეთისთვის გაეგზავნათ, მისი ინტერნეტში განთავსების საშუალება მიეცემოდათ.
ასე გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი ვებგვერდები.
ტიმ ბერნერს ლი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის მიერ შექმნილი ვებგვერდები ერთმანეთთან ბმულებით დააკავშირა, რათა მომხმარებელი ადვილად გადასულიყო სხვა გვერდზე და თავისთვის საინტერესო თემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღო.
საყურადღებოა, რომ ტიმ ბერნერს ლის თავისი გამოგონება არ დაუპატენეტებია, მან ის კაცობრიობას აჩუქა. მის გამოგონებას ამ წერილის მკითხველებიც ყოველგვარი გადასახადის გარეშე იყენებთ. ხოლო იმ კომპანიებმა, რომლებიც დღეს ინტერენტგიგანტებად მიიჩნევიან (Google, Amazon, Facebook და სხვა), სწორედ ტიმ ბერნერს ლის გამოგონების ხარჯზე იშოვეს კაპიტალი.
ინტერენტი ყველგან
1990 წელს ინტერნეტში სატელეფონო ხაზით (Dialup access) შეერთება გახდა შესაძლებელი. ამრიგად, ინტერნეტის გამოყენება გამარტივდა და ქსელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით ინტერნეტში ჩართვის უამრავი საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მსგავსი შედეგის მისაღწევად გაცილებით მეტი ხანი დასჭირდათ: რადიოს – 38 წელი, ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი საამისოდ სულ რაღაც 5 წელი ეყო.
2010 წლის იანვრიდან ინტერნეტით სარგებლობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან მეუღლისთვის ინტერნეტით საჩუქარი დაუკვეთა.

ბილ გეითსის აზრით 10 ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია


Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, მცირე მეწარმეებსა და სტარტაპერებს ხშირად საჭირო და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. ფილანტროპი და ინვესტორი, ამჯერად, 10 ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიაზე საუბრობს. მისი აზრით, ეს ბევრ ბიზნესმენს დააფიქრებს, რა საქმე დაიწყოს, ადამიანების ცხოვრებას კი ძირფესვიანად შეცვლის

.ბილ გეითსის აზრით, 2019 წლის 10 ინოვაციური ტექნოლოგიაა:
Robot dexterity – რობოტი ხელები, რომლითაც მოუხერხებელი საგნების მანიპულაცია ძალიან მარტივია.
New-wave nuclear power – რეაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.
Predicting preemies – სისხლის ტესტი ორსულთათვის, რომელითაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობის წინასწარ დადგენა.
Gut probe in a pill – პატარა ხელსაწყო, რომლითაც შესაძლებელია ნაწლავზე სურათის გადაღება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე.
Custom cancer vaccines – მკურნალობის მეთოდი, რომელიც კიბოს უჯრედების მუტაციის აღმოსაჩენად, იყენებს სხეულის იმუნურ სისტემას. ეს დაავადების შეჩერების არაჩვეულებრივი გზაა.
The cow-free burger – მცენარეებისგან, ლაბორატორიულად შექმნილი ხორცის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია ნახშირჟანგის გამონაბოლქვის შემცირება.
Carbon dioxide catcher – ტექნოლოგიები, რომლითაც შესაძლებელია ნახშირჟანგის დიოქსიდის ჰაერისგან გამოყოფა და მისი ცალკე ათვისება.  
An ECG on your wrist – სატარებელი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მუდმივად აკონტროლონ გულის მუშაობა.
Sanitation without sewers – ენერგოეფექტური ტუალეტები, რომლებსაც არ სჭრიდება კანალიზაცია და ნარჩენებს, ავტომატურად, ადგილზევე ანადგურებს.
Smooth-talking A.I. assistants –  ტექნოლოგია, რომელიც სემანტიკურ კავშირს ამყარებს სიტყვებს შორის და ხელს უწყობს რობოტებს, უკეთ აღიქვან ადამიანების ენა.

ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს

“გლობალური ფულის კვირეულის” (Global Money Week) ფარგლებში, ეროვნული ბანკისაჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს. კვირეულს საქართველო უკვე მეექვსედ უერთდება. კონკურსი ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები შეძლებენ შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება ქართული ფულის მნიშვნელობის, ისტორიისა და მომავლის, ასევე საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების ირგვლივ.
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, II-VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი დიზაინით უნდა დახატონ, გამოძერწონ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შექმნან 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა. გასათვალისწინებელია, რომ არსებული დიზაინის მქონე მონეტები და ბანკნოტები არ მიიღება. მოსწავლეებს ეროვნული ბანკისთვის საკონკურსო მასალების მიწოდება შემდეგი ორი გზით შეუძლიათ: საკუთარი ნამუშევრების სკოლის ადმინისტრაციაში წარდგენით, არა უგვიანეს 11 მარტისა ან უშუალოდ ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, არა უგვიანეს 19 მარტისა.
20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება. გამარჯვებულ ავტორთა ნამუშევრები ეროვნული ბანკის ფოიეში გამოიფინება, გამარჯვებულ მონაწილეებს კი ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი გაეცნობიან ფულის ისტორიას, მოისმენენ საინტერესო ლექციას ფინანსური განათლების თემაზე და მიიღებენ სებ-ის ბრენდირებულ საჩუქრებს.
შეგახსენებთ, “გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ხატვის კონკურსი პირველად შარშან გამოაცხადა და მასში 200 – ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

вторник, 26 февраля 2019 г.

8 მობილური აპლიკაცია რომ 80-იანების ნივთი ყოფილიყო

8 მობილური აპლიკაცია რომ 80-იანების ნივთი ყოფილიყო

სამყარო ინტერნეტის გარეშე ალბათ ჯერ არაღმოჩენილ გალაქტიკაზე თუ არსებობს.
ინტერნეტი, ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები ჩვენს ყოველდღიურობაში იმხელა ადგილს იკავებს, რომ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიც კია.
თუმცა როცა საქმე ხელოვნებას ეხება, ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო. ტომას ოლივერი ლონდონში მოღვაწე კრეატიული არტ-დირექტორია, რომელმაც ტექნოლოგიები 1980-იანი წლების ნივთებად აქცია.
ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, თითოეული მობილური აპლიკაციის ქონას ისურვებდით.

1. Spotify



ფოტო: Thomas Olliver

2. Adobe Illustrator





ფოტო: Thomas Olliver

3. Instagram





ფოტო: Thomas Olliver

4. Facebook





ფოტო: Thomas Olliver

5. Netflix





ფოტო: Thomas Olliver

6. Whatsapp





ფოტო: Thomas Olliver

7. Google





ფოტო: Thomas Olliver

8. Snapchat





ფოტო: Thomas Olliver

среда, 13 февраля 2019 г.

ინტერნეტი (Internet) არის “მსოფლიო-ქსელი”, რომელიც ქმნის ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომობას. მას ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ “ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს. 


კაცობრიობის  ისტორიაში თავისუფლების შესახებ არც ერთ მოვლენას არ დაუსვამს ისე მწვავედ შეკითხვა  როგორც ამას დღეს ინტერნეტი ახერხებს. ინტერნეტი, წარმოგვიდგება  თაობათა ოცნების განხორციელებად, კერძოდ, ინფორმაციაზე წვდომის, სივრცე-დროითი შეზღუდულობის გადალახვის, გამოხატვის აქამდე არნახული თავისუფლების შესაძლებლობად. იგი აგრეთვე ინდივიდუალისტური კულტურის პარადიგმას ემორჩილება და ადამიანის კულტურის ინდუსტრიის მარწუხებში მოქცევის წინაპირობადაც გვევლინება.
გთავაზობთ მაია თოდუას რესურს სახელწოდებით "ინტერნეტი" 





წყარო: https://learningapps.org/3719418

пятница, 8 февраля 2019 г.

რა არის პერსონალური მონაცემები?

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მონაცემებია. პრაქტიკულად ყველა ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება,  ორგანიზაციებთან კომუნიკაცია - პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. ორგანიზაციებში მუშავდება და თავს იყრის ჩვენი სახელები, პირადი ნომრები, საბანკო მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის, სამსახურის, შემოსავლების, ჯანმრთელობის შესახებ და სხვა. მართალია მონაცემების მიმოცვლა აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა ეს პროცესი შეიცავს საფრთხეებსაც და აუცილებელია წარიმართოს კანონიერად. ამ გვერდზე თავმოყრილი ინფორმაცია და ინსტრუმენტები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, გაიგონ ყველაფერი საკუთარ უფლებებზე და წარმატებით შეძლონ მათი დაცვა.
http://portal.personaldata.ge/anbani/-ზე წავასწყდი ძალიან საინტერესო მასალას თუ  რა არის პერსონალური მონაცემები?  სახელი, გვარი და  პირადი ნომერი ალბათ პირველია რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ ახსენდებათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია, ჩვენ კი გვინდა, რომ მოქალაქეები ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე ფლობნენ. პერსონალური მონაცემების ანბანი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს, შესაძლო საფრთხეებს და ცდილობს მარტივად აუხსნას ადამიანებს პერსონალური მონაცემების არსი.


вторник, 5 февраля 2019 г.

10 საინტერესო და უცნობი ფაქტი ოკეანის შესახებ, რომელიც არ იცოდით

10 საინტერესო და უცნობი ფაქტი ოკეანის შესახებ, რომელიც არ იცოდით

ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტი ოკეანეს უკავია, სწორედ ამ შთამბეჭდავი მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი დიდი ნაწილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და საიდუმლოებებით მოცული რჩება.
თუმცა, მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნებისა, უკვე არსებობს უამრავი საინტერესო ფაქტი, რომელის შესახებაც, შეიძლება, ადამიანების უმრავლესობას არც კი სმენიათ. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ მეტი თვალუწვდენელ და იდუმალებით მოცულ წყლის სამყაროზე.

1. ოკეანის უმეტეს ნაწილში ბნელა

ფოტო: Graphic Compressor/shutterstock
ვინაიდან წყლის სიღრმეში მზის სხივების სინათლე მხოლოდ 200 მეტრით აღწევს, ოკეანის დანარჩენ, ანუ უმეტეს ნაწილში სიბნელეა. მეცნიერები ამას აფოტიკურ ზონას უწოდებენ.

2. მეცნიერებისათვის ოკეანის დიდი ნაწილი ამოუცნობი რჩება

ფოტო: Olena Boronchuk/shutterstock
როგორც უკვე გითხარით, ოკეანეს დედამიწის 70% უკავია და მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუკვლეველია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოკეანის 95% მეცნიერებისათვის დიდი კითხვის ნიშნებითა და ბურუსით არის მოცული.

3. ოკეანეს თქვენი დაჭმუჭნვა შეუძლია

ფოტო: djgis/shutterstock
რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ოკეანეში, მით უფრო მატულობს წყლის წნევა, რომელიც დაუნდობლად აწვება ორგანიზმს, საბოლოოდ კი ის თქვენს ორგანოებს გაანადგურებს და სიცოცხლეს გამოგასალმებთ. მართალია, ყვინთვისას კრიტიკული ზღვარი არ არის დადგენილი, მაგრამ მყვინთავები რომლები რისკავენ და ოკეანის ფსკერს მაქსიმალურად უახლოვდებიან, სისხლიანი ხველას და ფილტვების ტკივილის უჩივიან ხოლმე.

4. ოკეანე ათასობით ბაქტერიის და ვირუსის სახლია

ფოტო: KuLouKu/shutterstock
გაგიკვირდებათ და ოკეანეში იმაზე მეტი ვირუსი და ბაქტერია ცხოვრობს. სწორედ ამიტომ აქ ცურვისას ყოველთვის არის რისკი, რომ ნაპირზე ისეთი საშიში დაავადებებით დაბრუნდეთ, როგორიც არის კანის გამონაყარი, ჰეპატიტი და სტაფილოკოკური ინფექციები. დაავადების რისკს ისიც განაპირობებს თუ კონკრეტულად რომელი ქალაქის სანაპიროზე იმყოფებით.

5. ოკეანეში 8 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავია

ფოტო: Rich Carey/shutterstock
ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ოკეანეში ხვდება და დღეს, მასში ნაგვის რაოდენობა უკვე 8 მილიონ ტონას აღწევს.

6. ოკეანის ენერგია

ფოტო: ChrisVanLennepPhoto/shutterstock
ჩვენ რომ ოკეანის კინეტიკური ენერგიის 0.1% ათვისება შეგვეძლოს, მსოფლიოს ხუთჯერ მეტი ელექტროენერგია ექნებოდა ვიდრე დღეს არის საჭირო.

7. 20 მილიონი ტონა ოქრო

ფოტო: tofutyklein/shutterstock
ოკეანის ფსკერზე 20 მილიონი ტონა ოქროს მარაგია, თუმცა ის პატარა და თითქმის უხილავ ნაწილაკებად არის გაბნეული.

8. ოკეანეში დაკარგული ადამიანები

ფოტო: Yasar Turanli/shutterstock
ოკეანეში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იკარგება, მათ შორის არის დაკარგული საკრუიზო ლაინერი, რომელიც 165 ადამიანთან ერთად კაცმა არ იცის სად გაუჩინარდა.

9. მკვლელი მედუზები

ფოტო: Chris Troch/shutterstock
ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყოველწლიურად მედუზები გაცილებით მეტი ადამიანს კლავენ, ვიდრე ოკეანის ნებისმიერი სხვა ბინადარი, მაგალითად ზვიგენი.

10. ოკეანის ბინადართა უცნობი სახეობები

ფოტო: Ethan Daniels/shutterstock
ყველა ფიქრობს, რომ წყალქვეშა სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, როგორი თევზი ან უცნაური წყალში მოლივლივე არსება არ გვინახავს, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო შოკის მომგვრელია. ოკეანის ბინადართა 85%-ზე მეტი, ადამიანებისათვის ჯერ კიდევ უცნობია. ერთი რამ კი ყველასთვის ცხადია რომ სამომავლოდ ოკეანე ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს.

წყარო:https://sconnection.ge/index.php?newsid=11