Страницы

пятница, 22 марта 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი თემაზე "ტექსტურ რედაქტორში სურათებით ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა"


დღეს, 22 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაის მე-5ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, პედაგოგი ნატალია თურქაძე. გაკვეთილის ტიპი გახლდათ გამჭოლ კომპეტენციებზე (ეკოლოგიური წიგნიერება) ორიენტირებული. გაკვეთილის თემა: ტექსტურ რედაქტორში სურათებით  ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტურ რედაქტორში სურათების ჩასმით ეკოლოგიური პრობლემის  გამოკვეთა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ჩამოყალიბება. 

აქტუალობა:
ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ–ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.   

    
  
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. აღნიშნული კომპეტენციების ფლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური განათლება პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე, გამოკვეთეს მიზეზები.

 

       მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავს. მათ დაინახეს პირდაპირი კავშირი ადამიანების პასუხისმგებლობას, ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის, ისაუბრეს, იმსჯელეს და თავიანთ პოსტერებში საზოგადოებას მოუწოდეს თუ  როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემო დაბინძურებისაგან. 

       
        მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, მოხდა მათი ამობეჭვდა და ერთ დიდ პოსტერად გაერთიანება.  




გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები. მათ დადებითად შეაფასეს ყველა განხორციელებული აქტივობა.

იხილეთ გაკვეთილის რეფლექსია



четверг, 14 марта 2019 г.

ეს საინტერესოა-ზვიგენი მაკოს კანის სტრუქტურა ინჟინრებს უფრო სწრაფი თვითმფრინავის შექმნაში დაეხმარება

მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფი ზვიგენი მაკო წყალქვეშ 74კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ასეთი სიჩქარის აკრეფაში მას ზურგზე არსებული პატარა კბილანები ეხმარება, რომელიც კუდის გასწვრივ არის განლაგებული და 40 გრადუსითაა გადახრილი. ალაბამას უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნოლოგიების ინჟინერმა – ემი ლენგმა აღმოაჩინა, რომ ამ ფაქტორის გამოყენება ავიაციაში წარმატებით შეიძლება. ამის შესახებ techcult წერს. ემი ლენგი ამბობს, რომ კბილანების  ასეთი განლაგება წყლის ჭავლს ჭრის და ზვიგენს სწრაფად გადაადგილებაში ეხმარება.
მეცნიერების ჯგუფმა, ლენგის ხელმძღვანელობით, ზვიგენი მაკოს კანის სტრუქტურის პროტოტიპის გამოყენებით, ექსპერიმენტი ჩაატარა. ცდის ყველა ეტაპმა აჩვენა, რომ ეს სტრუქტურა ჰაერთან თუ წყალთან წინააღმდეგობას ამცირებდა, რამაც მეცნიერების ვარაუდი გაამართლა. ახლა ისინი გეგმავენ შექმნან მაკოს კანის ზედაპირის ხელოვნური ანალოგი და ასეთი დაფარვის ტექნოლოგია თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა თუ წყალქვეშა ნავების წარმოებაში დანერგონ.

четверг, 7 марта 2019 г.

ინტერნეტ–დამოკიდებულება 21 საუკუნის დაავადებად აღიარეს

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება  არის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომლის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებითაც შეუძლია, თუმცა მას ამისთვის დიდი ნებისყოფა და მონდომება სჭირდება. პრობლემის წინ მდგომი ადამიანი ვერ აცნობიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას,უჭირს დროის კონტროლი, არის ჩაკეტილი, არ ურთიერთობს ოჯახის წევრებთან, იწვევს აგრესიას, უჩვეულო განრისხებას და ფსიქოზს.  ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მახინჯდება ფასეულობების სიტემა, ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ურჩევნიათ, ამიტომ სოციალურად დეზორიენტირებულნი ხდებიან. ცხოვრება მათთვის უაზრო ხდება.


ანიმაციის ლინკი:https://www.youtube.com/watch?time_continue=8&v=1YGqep5bvBQ

среда, 6 марта 2019 г.

როგორ მოვიცილოთ ინტერნეტ დამოკიდებულება


დღეს დღეისობით ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენებლია ინტერნეტისგან. პრაქტიკულად თითოეული ადამიანი, დაწყებული ახალგაზრდა ასაკისა და დამთავრებული მოხუცი ადამიანებით, ჩართულია სოციალურ ქსელებში და არ შეუძლია არცერთი წუთი ვირტუალური ურთიერთობისაგან. ამას ეწოდება – ინტერნეტ დამოკიდებულება, თუ როგორ მოვიცილოთ იგი, წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.
ინტერნეტ დამოკიდებულება შეიძლება მარტივად განიკურნოს, თუ შევზღუდავთ კომპიუტერთან გატარებულ დროს. დაისვით მაქსიმალური დროს რასაც ყოველდღიურად ატარებთ კომპიუტერთან. არ შეზღუდოთ ეს დრო უცბად, უნდა თანდათან შეამციროთ 1-2 საათით დღეში, მიიყვანეთ სოციალური ქსელების ვიზიტის დრო მინიმუმადე (მაგალითად 2 საათი დღეში ან ნაკლები).
თუ გაცილებით ბევრ დროს დავუთმობთ რეალობას და არა კომპიუტერულ ცხოვრებას, მაშინ ინტერნეტ დამოკიდებულება თანდათან თვითონვე ამოიწურება. ხშირად შეხვდით მეგობრებს, ეწვიეთ გალერეებსა თუ მუზეუმებს ან კინო თეატრებს, წაიკითხეთ წიგნები, დაიჭირეთ ურთიერთობა ახლობლებთან და ნაცნობებთან. და გაიგეთ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ ამიცნოთ ამ ცხოვრებაში, ვიდრე კომპიუტერის მონიტორში.
ჩაეწერეთ ფიტნეს ვარჯიშებზე, ან რაიმე საინტერესო კურსებზე, შეიცვალეთ საკუთარი მსოფლმხედველობა, გაიხსენეთ ის თუ რაზედაც ოცნებობდით ბავშვობაში. ინტერნეტ დამოკიდებულება ჩნდება, მაშინ როდესაც ადამიან მოსაწყინად ეჩვენება ცხოვრება.
თუ ინტერნეტ დამოკიდებულებას რთულად გამორიცხვათ საკუთარი ცხოვრებიდან, მაშინ გადააქციეთ იგი სარგებლის მიღების მიზნად. არ დაკარგოთ დრო ვირტუალურ გაცნობსა და სხვადასხვა ჭორების მოსაძიად, არამედ იპოვეთ რაიმე ინტერნეტ სამუშაო. ეს მოგცემთ მატერიალურ მხარდაჭერას და ცხოვრების დაკმაყოფილებას.
აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ ინტერნეტ დამოკიდებულება აღსავსეა არა მხოლოდ დროს დაკარგვით, არამედ ხანგრძლივი კომპიუტერის მოხმარება (კერძოდ მისი მონიტორის), უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

вторник, 5 марта 2019 г.

სოციალური პროექტის სახელწოდება: „ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს მახლობლად“


სოციალური პროექტის სახელწოდება:ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს  მახლობლად
პროექტის მონაწილეები: მე-6 ბ კლასის მოსწავლეები
ვადები: 1.03-30.04.2019წ

პროექტის აქტუალურობის დასაბუთება, პრობლემის ანალიზი:
1. XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო. დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოსწავლეებში ასევე თემში.
2. ნაკლები ჩართულობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვას, მის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს გარშემო.
3. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება სამოქალაქო ცნობიერება მოსწავლეებსა და თემში. იზრუნებენ გარემოზე, დაიცავენ მას დაბინძურებისა და საფთხეებისგან.
პროექტის მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
მოსწავლეები შეძლებენ:
ü   დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
ü   განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
ü   დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
გრძელვადიანი მიზნები:
ü   მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
ü   გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

ინტეგრირებული საგნები, ბუნება,  ისტი
სტანდარეტები:
ბუნება
ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი  ეკოსისტემები
·                გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ გარემოში;
·                აგროვებს ინფორმაციას ლოკალური გარემოს ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

ისტ-ი
ის.ტექნ.დაწყ.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·                იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·                ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
·                ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
ის.ტექნ.დაწყ.4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
·                ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
·                მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;

 მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- საუკუნის უნარები:
·                 კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·                  შემოქმედებითი უნარები
·                  კომუნიკაციის უნარი
·                  ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით

პროექტის ამოცანები:
1. ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურის, კვლევის შედეგებისა და სტატისტიკის გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება, თემში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში.
 2. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, პასუხისმგებლობის გრძნობა. იზრუნებენ გარემოზე, მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის.
 პროექტზე მუშაობის ვადები: 2/04- 30/05 2019 .( ორი თვე)
პროექტში მონაწილეთა გამოცდილება - მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მუშაობა, მასალის მოძიება, ინფორმაციის დახარისხება. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებს პოსტერს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო დაფაზე (სკოლის შემოსასვლელში) განვათავსებთ.
ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
1.              საინიციატივო ჯგუფის შექმნა
აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშომლობითი ურთიერთობის ამყარება. ეკოლოგიის საკითხებებზე მომუშავე სპეციალისტთან შეხვედრა, კონსულტაციები. ლიტერატურისა და ინტერნეტ მასალის მითითება.
ü   სამოქმედო გეგმის შემუშავება (ფუნქციების და დავალებების განაწილება)
ü   კონსულტანტის მიერ მითითებული ლიტერატურის დამუშავება, ინტერნეტ მასალის გაცნობა.
ü   ფლაიერების დამზადება
ü   ლექცია სემინარის დაგეგმვა
ü   დოკუმენტური ფილმის -„შავი ზღვა და მდინარეები, დაბინძურებული გარომოჩვენება, დისკუსია საკვანძო საკითხებზე.
2.
ü   ლექცია სემინარის ჩატარება (ესწრებიან მოსწავლეები და მოწვეული მშობლები)
ü   ფლაერების გავრცელება მოსწავლეებსა და თემში.
ü   სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსწავლეების, მოხალისე მშობლების მონაწილეობით, ხეების დარგვა.
ü   პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ფოტო მასალის პრეზენტაცია. პროექტის შეჯამება, შეფასება.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები
1.საინიციატივო ჯგუფის შექმნა
2. კონსულტაციები სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლებთან.
3. ფლაერების დამზადება
4. მზადება სემინარისთვის.
5.ფლაერების დარიგება. სემინარის ჩატარება კონსულტანტის თანამონაწილეობით
6. პროექტის მიმდინარე ეტაპების ამსახველი ფოტო მასალით პრეზენტაციის მომზადება-დისკუსიის გამართვა.
7. სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფრთავება, ხეების დარგვა
8.პროექტის საბოლოო პრეზენტაცია
7. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ინფორმციას, იციან მეტი ეკოლოგიური საფრთხეების, საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესახებ. მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში, მოუწოდებენ სხვებსაც იზრუნონ მასზე.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტის მსვლელობისას აწარმოონ შუალედური წერილობითი ანგარიშები, დღიურებში,დააფიქსირონ შენიშვნები , შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რეკომენდაციები გაითვალისწინონ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში,რადგან შემოწმდეს მოსწავლის სააზროვნო უნარები და მიეცეს ანალიზი- სინთეზის გზით არგუმენტირებული პასუხების შესაძლებლობა. დიაგრამა ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკითხით დაინტერესდნენ მანამ ,სანამ სიღრმისეულად არ შეისწავლიან მას. დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები და მინიშნებები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.თანასწორთა უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება. პროდუქტები- რუბრიკებისა და ქულებისა მინიჭების ფორმა ხელს უწყობს  მოსწავლის პროგრესს და მიღწევებს, იჩენენ ძალისხმევას,ასახავს სწავლის შედეგს. შესრულებები ხელს უწყობს არტისტული, შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას. ტანდეგობის ,  ლამაზი გარეგნობისთვის ზრუნვას ამაღლებს მოტივაციასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:  სოციალური პროექტი სასწავლო პროექტთან შედარებით, რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, რადგან სცილდება საკლასო ოთახს და აქტივობები ტარდება სკოლის გარეთაც. იმისათვის, რომ თავიდანავიცილოთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები (ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები) დახმარებას ვთხოვ მშობლებს, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის და  აკაკი წერეთლის სახელობის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს. მათთაან გვაქვს აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობა.