Страницы

вторник, 27 ноября 2018 г.

კომპიუტერი და მისი მოწყობილობები

პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში. ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგვეხმარება, ჩვენ უნდა ვერკვეოდეთ ამ საკითხში. გარდა ამისა მოსწავლეები ვიზუალური მასალით უფრო ადვილად იმახსოვრებენ ამა თუ იმ მასალაც ვიდრე სხვა მეთოდით, ამიტომ გადავწყვიტე და შევქმენი წარმოდგენილი რესურსი, რომელიც კარგი თვალსაჩინოებაა, შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. 
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ იგი. ასეთი რესურსი მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში, მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.

понедельник, 26 ноября 2018 г.

პირველი კლასი- განწყობა შრომისთვის


განწყობის ფენომენი არის ერთგვარი შინაგანი მზაობა რაიმე კონკრეტული ქცევის განსახორციელებლად, რომლის დროსაც ხდება საჭირო უნარების მობილიზირება  და გააქტიურება, ასე ვთქვათ ფსიქიკის გადაწყობა, რათა ინდივიდმა განახორციელოს ესა თუ ის საჭირო ქცევა. აი, შედეგიც! ჩემმა პატარებმა ამაღლებული განწყობით Paint-ში შექმნეს ნამუშევრები ახალი წლის თემასთან დაკავშირებით და თავიანთი ნამუშევრებით მოხდენილად იპოზიორეს ფოტოაპარატის კამერის წინ . 

პირველი კლასი - ჩვენ გვინდა ამაღლებული განწყობა


"თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება" -ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა. ჩემმა  პატარა ღიმილაკებმა შეიქმნეს საზეიმო განწყობა და Paint-ში მუშაობის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახადეს.

ვსწავლობთ ხალისით - I კლასი


მოსწავლეთა წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც დადებითი განწყობა, ასევე პირადი ურთიერთობა. ჩვენ ვირჩევთ დადებით და მეგობრულ გარემოს. 
პირველ კლასში დავიწყეთ საახალწლო მზადება და გრაფიკულ რედაქტორ "Paint"-ში შევქმენით საახალწლო განწყობა. პატარებს ძალიან მოეწონათ სტიკერებით "მოხატვა" და თავიანთ ნამუშევრებთან ერთად ფოტოსესია <3