Страницы

среда, 30 января 2019 г.

მაკინტოში 35 წლისაა!

1984 წელის 24 იანვარს, 35 წლის წინ, კომპანია „ეფლის“ მიერ წარმოებული პირველი პერსონალური კომპიუტერი „მაკინტოში“ გამოვიდა.
შეიძლება, აქ სტივ ჯობსის ხელები ნამდვილად დიდია, მაგრამ ორიგინალი მაკი გამოიყურება, როგორც პაწაწინა. 9-ინჩიანი შავი და თეთრი მონიტორი, ეს პირველი კომპიუტერი $2500-ად გაიყიდა, რაც დღევანდელ $5000-ის ფარგლებშია.



пятница, 11 января 2019 г.

Movie Maker - შექმენით ვიდეო მარტივად

Windows Movie Maker არის პროგრამა რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ ან გადააკეთოთ ვიდეოები. პროგრამა საშუალებას გაძლევთ ვიდეოს დაამატოთ მუსიკები, შეძინოთ განსაკუთრებული ეფექტი.

ამ პოსტში მინდა დავდო Microsoft Movie Maker 2016 ვერსია. ვინც არ იცის – ამ პროგრამის დახმარებით საკმაოდ მარტივად სურათებისგან შეგიძლიათ შექმნათ სლაიდშოუ, დაადოთ მუსიკა და სხვადასხვა ეფექტები. ასევე ეს არის მარტივი კონვერტერი ერთი ფორმატიდან ვიდეოს სხვა ფორმატში გადასაყვანად. ასევე ამ პროგრამით შესაძლებელია ვიდეო მონტაჟი — სხვადასხვა ვიდეოებისგან ერთი ვიდეოს შექმნა, ნაწილის ამოჭრა ან ა.შ.

ეს არის პროგრამის ჩამოსატვირთი ბმული

ასევე შეიძლება დაგჭირდეთ .net framework 4.5 (3.5ზეც მუშაობს). ამ პროგრამის დასაინსტალირებლად საჭიროა ინტერნეტკავშირი გქონდეთ.
ორივე პროგრამა იმუშავებს win 10, 8.1, 8.0 და 7 ვერსიებში.


среда, 9 января 2019 г.

პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი”

ბაზარზე  ქართული კლავიატურა „ჰარი Hary“ გამოჩნდა - რა ეღირება პროდუქტი?

საქართველოს ბაზარზე ახალი კლავიატურა „Hary - ჰარი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული ასოებით „გაწყობილ“ პროდუქტს სთავაზობს. 


ამის შესახებ Bm.ge-ის კლავიატურის ერთ-ერთმა შემქმნელმა ალექსანდრე ანდღულაძემ განუცხადა. 


კლავიატურის შექმნის იდეა პროფესიით არქიტექტორ სანდრო ანდღულაძეს რამდენიმე მეგობართან ერთად (გიორგი შარვაშიძე, ნატალია გაბისონია, ნინო გაბისოანია და სანგ ეუნ ლი), ერთი წლის წინ კოპენჰაგენში ყოფნისას გაუჩნდა. 
მათ მთავარ მიზანს საზოგადოებაში ქართულად წერის პრაქტიკის გავრცელება და განვითარება წარმოადგენს. 
„ახალი კლავიატურის წყალობით, ამიერიდან ლათინურ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ, არაბულ და სხვა კლავიატურებს ქართულიც შეემატება. ეს უკანასკნელი MES განლაგებაზეა აწყობილი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში MES layout გახდეს სტანდარტი, რაც ერთი სქემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ  ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Apple და Microsoft და სხვები, რომლებიც აწარმოებენ ლეპტოპებს, ქართული კლავიატურა სტანდარტად აღიქვან", - ამბობს ალექსანდრე ანდღულაძე. 

მისი თქმით, პროდუქტი ჩინეთში მზადდება და შემდეგ მისი საქართველოში იმპორტი ხორციელდება. 

საწყის ეტაპზე მწარმოებლებმა 1000 კლავიატურა შეუკვეთეს და ამ სტარტ-აპში ინვესტირება საკუთარი ფინანსებით განახორციელეს. 

სანდრო ანდღულაძე bm.ge-ის უყვება, რომ პირველ ეტაპზე პროდუქტის შეძენა მომხმარებელს ონლაინ შეუძლია, თუმცა შემდგომში ისინი მაღაზიის გახსნას ან ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღაზიებისთვის პროდუქტის შეთავაზებას გეგმავენ. 

ამ ეტაპზე პროდუქტის ფასი 38 ლარია, თუმცა კლავიატურის ტიპების განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, მწარმოებლებმა მომხმარებლებს სხვადასხვა საფასო კატეგორიები შესთავაზონ. 
   ალექსანდრე ანდღულაძის თქმით, ისინი სხვადასხვა - უსადენო, Gaming კლავიატურის შექმნას აპირებენ. 


„ჩვენი მიზანია, რომ საწყის ეტაპზე მოვახდინოთ ჰარი - Hary - ის განვითარება, პროდუქტის ქართულ ბაზარზე გავრცელება და მომხმარებლისათვის სხვადასხვა სახის კლავიატურის შეთავაზება. გვსურს, რომ ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა და მოხდეს ჩვენი პროდუქციის საქართველოს მასშტაბით გავრცელება“, - აცხადებს ახალგაზრდა სტარტ-აპერი.
იმისთვის რომ ვბეჭდოთ ჰარის კლავიატურაზე კომბინაციების გარეშე აუცილებელია დავაყენოთ ქარუთლი MES განლაგება.


წყარო:http://www.bm.ge/ka/article/bazarze--qartuli-klaviatura-hari-hary-gamochnda---ra-egireba-produqti/28028?fbclid=IwAR3DvTbiZ-ey5WsC3ZrKaAK4rphWWVzNLzrerdbLnRKk80SD2iMf9Rt4o2I

понедельник, 7 января 2019 г.

გავიხსენოთ ნასწავლი მასალა

დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს. მოსწავლეები მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ- დაგვეხმაროს. გადავწყვიტე ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებისთვი შემეთავაზებინა.
როგორც მოგეხსენებათ ერთფეროვანი ტესტირებები მოსაწყენია მოსწავლეთათვის, ამიტომ მსურდა უფრო საინტერესო, სახალისო, ეფექტიანი, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი გზით შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის ნასწავლი მასალის გამეორება, რაც მოსწავლეებს  სასწავლო მასალის აღქმასა და ფოკუსირებაში დაეხმარებოდა. https://learningapps.org/display?v=pc0g9n5qc19 -ზე   თამაშ-ვიქტორინა გამოყენებული სასწავლო მიზნებისა და აქტივობების შესაბამისადაა შევქმენი. იგი აღჭურვილია ასაკის შესაბამისად, გასაგები და თანამიმდევრული ინსტრუქციით, რომელიც  V კლასში ისტ-ში შესწავლილი მასალის გასამეორებლად არის გამოყენებადი.

воскресенье, 6 января 2019 г.

Youtube მშობლებისთვის ბავშვის დაცვის ახალ ფუნქციებს რთავს



ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვების გართობის, შემეცნების, განათლების, შესაბამისად, განვითარების საქმეში. თუმცა, ინტერნეტი არასრულწლოვნებისათვის არასასურველ მასალასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე, მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები თუ სხვადასხვა ვებპლატფორმები მაქსიმალურად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე, საკუთარ პროდუქტებში დაცვის სისტემებს ავითარებენ, რითაც ამცირებენ შეუსაბამო მასალასთან არასრულწლოვანთა წვდომის რისკებს.
Youtube-მა ორი ახალი დაცვის ფუნქცია აამუშავა.
  • მშობელი შედის შვილის პროფილში, ააქტიურებს ფუნქციას „დასაშვები კონტენტი“, რის შემდეგაც პატარა მომხმარებელს წვდომა ეზღუდება და შეუძლია მხოლოდ კონკრეტული არხებით სარგებლობა. მშობელს თავად შეუძლია „დასაშვები კონტენტის“ რედაქტირება (ახალი არხების დამატება).
აღნიშნული ფუნქცია ჯერ კიდევ აპრილში დაანონსდა, თუმცა მისი აქტივაცია დაგვიანდა. ამჯერად კი ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ის სისტემებისთვის, ხოლო iOS-ის ბაზაზე მოგვიანებით გააქტიურდება.
 მეორე ფუნქცია 8-12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი და დაშვების ორი დონე გააჩნია: „უმცროსებისთვის“ და „მოზარდებისთვის“. მაგალითად, თუ მშობელი ააქტიურებს დონეს „მოზარდებისთვის“.  მომხმარებელს წვდომა ექნება მხოლოდ ვიდეოთამაშებისა და მუსიკის სერვისთან, ხოლო „უმცროსების შემთხვევაში“ – კონტენტს თავად მშობელი განსაზღვრავს.
 ჯერჯერობით აღნიშნული სიახლე მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე დაინერგა, თუმცა, ვიდეოჰოსტინგი Youtube“ ნოვაციის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ესაუბრეთ კიბერ გალაკტიონს

გიფიქრიათ თუ არა, რას იზამდით შესაძლებლობა რომ გქონოდათ, სხვა ეპოქის მნიშვნელოვან მოღვაწეებთან გქონოდათ საუბრის საშუალება? 
მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძესთან. 🤔
ჯეოლაბის ლექტორებმა განახორციელეს პროექტი “კიბერგალაკტიონი”, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ეს გამოცდილება.
#კიბერგალა არის პირველი ქართული ბოტი, რომელიც საქართველოს ფარგლებში შეიქმნა! 🤗
სად და რომელ წელს დაიბადა გალაკტიონი? მსგავს კითხვებზე პასუხის მისაღებად აღარ არის საჭირო დაკარგოთ დრო ინტერნეტსივრცეში ძიების მცდელობაში. 🔍
სჯობს, ეს ყველაფერი თავად http://cybergala.me/ ჰკითხოთ, რომელსაც თქვენთვის ყოველთვის სცალია და მზადაა გიპასუხოთ ნებისმიერი რაოდენობის კითხვაზე.🧐

კიბერგალას შეგიძლიათ ესაუბროთ საიტზე:http://cybergala.me/chatbot/Index/1/გალაკტიონ-ტაბიძე

четверг, 3 января 2019 г.

კომპიუტერული უსაფრთხოების წესები მოზარდებისათვის

ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საინტერესო და სახალისო სამყაროა, რომელსაც, თავის მხრივ, ახლავს ფარული საფრთხეები.
დაეთანხმეთ ამ გამონათქვამებს:
1. არ გავცემ ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა ჩემი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამუშაო ადგილი/ტელეფონის ნომრები, ჩემი სკოლის მისამართი და დასახელება ჩემი მშობლების ნებართვის გარეშე.
2. დაუყოვნებლივ ვაცნობებ მშობლებს თუკი გადავაწყდი ისეთ ინფორმაციას, რომელიც არაკომფორტულად მაგრძნობინებს თავს.
3. არაფრით არ დავთანხმდები ონლაინ გაცნობილ პიროვნებასთან შეხვედრას ჩემი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი ჩემი მშობლები შეხვედრის ნებას დამრთავენ, შეხვედრას დავნიშნავ ხალხმრავალ ადგილას და თან წავიყვან მშობელს.
4. არასდროს არ გავუგზავნი ონლაინ გაცნობილ პიროვნებას ჩემს სურათს ან რაიმე სხვა დოკუმენტს ჩემს მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
5. არ გავცემ პასუხს ისეთ მესიჯებს, რომლებიც თავს უხელხულად და არაკომფორტულად მაგრძნობინებს. ჩემი ბრალი არ იქნება თუკი ესეთი ტიპის მესიჯებს მივიღებ. ასეთი მესიჯების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვაცნობებ ჩემს მშობლებს.
6. გავესაუბრები მშობლებს და ერთად შევიმუშავებთ იმ წესებს, რომლებსაც გამოვიყენებ ინტერნეტში მუშაობის დროს და აგრეთვე მობილურის სარგებლობის დროსაც. ჩვენ შევთანხმდებით იმ დღეზე და დროზე თუ როდის შემეძლება ონლაინ ყოფნა და იმ საიტებზე რომლებსაც მოვინახულებ. ამ წესებს არ დავარღვევ მშობლებთან შეთანხმების გარეშე.
7. ჩემი მშობლების გარდა არავის გავუნდობ ჩემს პაროლებს (ჩემს საუკეთესო და უახლოეს მეგობარსაც კი).
8. ახალი პროგრამის გადმოწერამდე ან დაყენებამდე აუცილებლად ვკითხავ ნებართვას ჩემს მშობლებს. აგრეთვე ნებისმიერი ქცევის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემი ოჯახის კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რაიმე ზიანი მიაყენოს კომპიუტერს თუ მობილურ მოწყობილობას.
9. ვიქნები ინტერნეტის „მოწესრიგებული“ მომხმარებელი და არ ჩავიდენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც საზიანო იქნება სხვა მომხმარებლებისათვის. აგრეთვე არ ჩავიდენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
10. დავეხმარები ჩემს მშობლებს და ავუხსნი თუ როგორ უნდა გაერთონ ინტერნეტის მეშვეობით და ვასწავლი მათ ინტერნეტის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებას. ეს რჩევები დაგეხმარება, უსაფრთხოდ გამოიყენო ინფორმაციული ინტერნეტ სივრცე!
 ყოველთვის:

  •  იყავი ფრთხილი და იფიქრე, თუ ვის უგზავნი ფოტოს. შეიძლება ვინმემ შენი ფოტო არასწორი მიზნებისთვის ან ბოროტად გამოიყენოს. 
  •  უთხარი შენს მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს, თუ ისეთ ინფორმაციას წააწყდები, რაც დისკომფორტს გიქმნის. 
  •  დაეკითხე შენს მასწავლებელს ან მშობელს, სანამ რაიმე პროგრამას გადმოიწერ, დააინსტალირებ ან გააკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება დააზიანოს შენი კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის პირად ინფორმაციას. 
  • სოციალური ქსელის სწრაფ მესინჯერში (IM) დარეგისტრირებისას დააყენე ისეთი პარამეტრები, რომელიც შენს გვერდს "პირადს" გახდის. 
  •  იყავი ონლაინსივრცის კარგი "მოქალაქე". არასდროს გააკეთო ისეთ რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს ან კანონსაწინააღმდეგო იქნება. 
  •  დაეხმარე შენს მშობლებს, გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი შემეცნებისა და გართობის მიზნით. მიაწოდე მშობლებს ინფორმაცია ინტერნეტის, კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ. 
  •  დაბლოკე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც არ გსურს საუბარი. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, ჰკითხე მასწავლებელს, მშობელს ან სანდო მეგობარს.

არასოდეს: 
  •  გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას - ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. 
  • დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. 
  •  დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ "ინტერნეტმოძალადეების" ყურადღებას მიიპყრობს. 
  •  უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ. 
  •  არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა ("პაროლი") შენი მშობლების გარდა. მობილური ტელეფონები და ინტერნეტით დაშინება/მუქარა დღესდღეობით მობილური ტელეფონი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონით ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, ვიყენებთ კამერას, რადიოს, კომპიუტერს და სხვ. ეს საშუალებები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება მათი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

მოზარდთა ინტერნეტ-დამოკიდებულება


ტერმინშიჩვევაჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს განსაზღვრული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაშიინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს.

ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ექიმები უკვე დაავადებად აღიარებენ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომლის დაძლევა ადამიანს საკუთარი ძალებითაც შეუძლია. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას. ინტერნეტ დამოკიდებულება მრავალი ფიზიკური  დაავადების მაპროვოცირებელიახერხემლის გამრუდებით დაწყებული ტვინის მოქმედების დარღვევით დამთავრებული. ცნობილია, რომ იწვევს თავის ტკივილს და უძილობას.
უფრო საშიშია ფსიქოლოგიური  აშლილობები. ინტერნეტდამოკიდებულება იწვევს აგრესიას, უჩვეულო განრისხებას და ფსიქოზს, ხშირად ადამიანი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მახინჯდება ფასეულობების სიტემა, ადამიანებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნა ურჩევნიათ, ამიტომ სოციალურად დეზორიენტირებულნი ხდებიან. ცხოვრება მათთვის უაზრო ხდება.
 გაჩნდა სატირული ნახატებიც, რომელიც დაგვაფიქრებს რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.