Страницы

вторник, 30 октября 2018 г.

სასწავლო რესურსი -ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები

თემა: ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები
ელექტრონული მისამართი: https://teqnologiebi36.blogspot.com/2018/12/blog-post.html
სასწავლო  რესურსის შექმნა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ იგი. ასეთი რესურსი მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში, მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.

ემს მიერ  შექმნილი რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს შეესაბამება კერძოდ,
 ისტ. V.4. შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს

·         მოსწავლე  დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)
·         მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას  და ადგილს.
·         მუშაობის პროცესში რეგულარულად შეინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: Save,  „Save As, Export ...)
·         
ისტ. V.5.  მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და კვლევის პროცესში.
·         ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას გამოიყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეძლებს საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
ვინაიდან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არ გვაქვს სახელმძღვანელო საკითხის უკეთ გაგებისა და დაინტერესების მიზნით გადავწყვიტე აღნიშნული მასალის ირგვლივ მომემზადებინა პრეზენტაცია. გარდა ამისა თითქმის ყველა კლასში მყავს როგორც აუდიალები, ასევე ვიზუალები და კინესტეტიკური მოსწავლეები. ამიტომ ვფიქრობ აღნიშნული რესურსი საინტერესო იქნება თითქმის ყველა ტიპის მოსწავლისათვის.



суббота, 27 октября 2018 г.

ტვინის ვარჯიში ანუ ვმუშაობთ კროსვორდის შედგენაზე

მე-6 კლასის მოსწავლეებს მიეცათ დავალება შეედგინათ კროსვორდი ჩვენი საგნის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ირგვლივ. კროსვორდების შედგენა-შევსება ერთ-ერთია იმ აქტივობათაგანია, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ამ აქტივობის გამოყენება მნიშვნელოვნად აადვილიებს ინფორმაციის დახარისხება-კლასიფიცირებას, კითხვისა და უნარების გამომუშავებას, მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, თანამშრომლობა, ჩართულობა. იგი ამდიდრებს მასალას, ხელს უწყობს ცოდნის აქტუალიზაციას, შეჯამებას, გამტკიცებას, ყურადღების, მეხსიერებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. მომავალ გაკვეთილებზე ვგეგმავ მოსწავლეებს შევთავაზო Excel-ში კროსვორდის შედგენის ერთ-ერთი არც თუ ისე რთული ხერხი.  





пятница, 26 октября 2018 г.

მე-5 კლასი კომპიუტერის შემადგენელი და სისტემური ბლოკში შემავალი ნაწილების კლასიფიკაცია

მე-5 კლასის მოსწავლეები წინა გაკვეთილებზე გაცნენ კომპიუტერის არქიტექტურას,  შემადგენელი ნაწილების კლასიფიკაციას, მათ დანიშნულებებს. ნასწავლი მასალის გახსენებისა და უკეთ განმტკიცების მიზნით მათ დაურიგდათ ფურცლები, სადაც გამოსახული ან დაწერიალია კომპიუტერის ან სისტემურ ბლოკში შემავალი კომპონენტები. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ და აეხსნათ თუ რა არის გამოსახული მათ სამუშაო ფურცლებზე. დასაცავი მოთხოვნა იყო: მოსწავლეებს ერთმანეთისთვის არ უნდა ეჩვენებინათ ის დავალებები რაც ეწერათ მის კონკრეტულ ფურცლებზე.

დავალებები შესრულდა წყვილებში. მოსწავლეებმა რიგ-რიგობით კლასის წინაშე სიტყვიერად ახსნენ (დანიშნულების, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით), თუ რა იყო გამოსახული ან დაწერილი მათ ფურცელზე. კლასის დანარჩენი ნაწილი შეეცადა გამოეცნო რომელ კომპიუტერულ დეტალს აღწერდა კლასის წინაშე გამოსული მოსწავლე. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში, გამოცნობის პროცესი იყო საინტერესო და პროდუქტიული. ვფიქრობ მსგავსი მეთოდების გამოყენება მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესოა, ეფექტურია და სიხარულით ნასწავლი გაკვეთილები (თემები, საკითხები) მოსწავლეებს უფრო მეტად ამახსოვრდებათ.